მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა
რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ამ მოვ­ლე­ნი­სად­მი არის მი­მარ­თუ­ლი და დღის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბიც COVID-19-ს უკავ­შირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბიც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და გვერ­დზე რჩე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც რომ არა პან­დე­მია, გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო და­ეთ­მო­ბო­და...

ვნა­ხოთ ბოლო პე­რი­ო­დის 8 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც COVID-19-ის პან­დე­მი­ის გამო, შე­საძ­ლოა, ვერც შე­ვამ­ჩნი­ეთ:

  • სი­რი­ელ ლტოლ­ვილ­თა კრი­ზი­სი

სი­რი­ელ ლტოლ­ვილ­თა კრი­ზი­სი ჩიხ­შია შე­სუ­ლი და მისი მოგ­ვა­რე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. სი­რი­ე­ლი მიგ­რან­ტე­ბი თურ­ქე­თი­დან ევ­რო­პის­კენ და­იძ­რნენ და სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვარ­თან არი­ან. მათ სა­ბერ­ძნე­თი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს. მე­სა­ზღვრე­ებ­სა და მიგ­რან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბიც მოხ­და. არი­ან ისე­თი მიგ­რან­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ბა­ნა­კებ­ში ხში­რია შე­ტა­კე­ბე­ბი. ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა კუნ­ძულ ლეს­ბოს­ზე არ­სე­ბულ მიგ­რან­ტთა ბა­ნაკ­ში მოხ­და. უც­ნობ­მა პი­რებ­მა ორი მიგ­რან­ტი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს. დაჭ­რი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა კი მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხეს.

ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უკი­დუ­რე­სად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უსახ­ლკა­როდ ცხოვ­რობს. რომ არა COVID-19 სა­კი­თხი უფრო აქ­ტი­უ­რად გა­შუქ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მა უფრო მარ­ტი­ვად მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო.

  • რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უფ­ლე­ბა მი­ი­ღო, ქვე­ყა­ნა 2036 წლამ­დე მარ­თოს

10 მარტს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ 382 ხმით, არც ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პუ­ტინს, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად, 2036 წლამ­დე შე­ეძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტად დარ­ჩე­ნა.

  • ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი აბორ­ტის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი აბორ­ტის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს და უმ­კურ­ნა­ლებს ყვე­ლა იმ ქალს, ვინც აბორ­ტის გა­კე­თე­ბას გა­და­წყვეტს.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯა­სინ­და არ­დე­ნი

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი დიდი ხა­ნია იბ­რძოდ­ნენ იმის­თვის, რომ აბორ­ტის გა­კე­თე­ბა უკა­ნო­ნოდ აღარ მიჩ­ნე­უ­ლი­ყო.

  • უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა

კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­და, მსოფ­ლიო კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლე­ბი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია - ეს კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვაა, ასო­ბით მი­ლი­არ­დი კა­ლია აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მო­სა­ვალს ანად­გუ­რებს და კვე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს.

პრობ­ლე­მა მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას არ ეხე­ბა. კა­ლი­ე­ბის გუნ­დი სხვა ქვეყ­ნე­ბის­კენ მი­ი­წევს, ისი­ნი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან და სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. FAO (გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) უდი­დეს საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო მე­დია და ადა­მი­ა­ნე­ბი ამ საფრ­თხეს ვერ ხე­და­ვენ, ზი­ა­ნი კი, შე­საძ­ლოა კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი მი­ვი­ღოთ.

გა­ე­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას უპ­რე­ცენ­დენ­ტო საფრ­თხეს უქ­მნის სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­არ­სე­ბო წყა­როს თვალ­საზ­რი­სით. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, კე­ნი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კა­ლი­ე­ბის გუნ­დი ნიუ იორკზე სამ­ჯერ უფრო დიდ ად­გილს იკა­ვებს და ისი­ნი დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სამ­ყოფ საკ­ვებს ჭა­მენ.

  • აშშ-მა და თა­ლი­ბან­მა სა­ზა­ვო შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს

29 თე­ბერ­ვალს აშშ-მა და თა­ლი­ბან­მა ის­ტო­რი­ულ ზავს მი­აღ­წი­ეს. 10 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, აშშ ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნას იწყებს.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 135 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ღა­ნე­თი­დან 8 600 ჯა­რის­კა­ცი უნდა გა­იყ­ვა­ნოს, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ლი­ბე­ბი ხელშკრუ­ლე­ბის პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლე­ბენ, ქვე­ყა­ნას აშშ-სა და ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის ყვე­ლა სამ­ხედ­რო 14 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტო­ვებს.

  • ყი­ნუ­ლი უფრო სწრა­ფად დნე­ბა

გრენ­ლან­დი­ა­სა და ან­ტარ­ქტი­და­ში ყი­ნუ­ლის დნო­ბა უფრო სწრა­ფად და­ი­წყო. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ყი­ნუ­ლი ექ­ვსჯერ უფრო სწრა­ფად დნე­ბა, ვიდ­რე 90-იან წლებ­ში. ასე­ვე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ზღვის დო­ნემ 17.8 მმ-ით აი­წია.

ასე­ვე, ჰა­ე­რის უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ან­ტარ­ქტი­დას ახა­ლი, გი­გან­ტუ­რი აის­ბერ­გი მოს­წყდა. აის­ბერ­გის, სა­ხე­ლად B49-ის ფარ­თო­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში, 200 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო, თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ნა­წი­ლე­ბად იშ­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის აის­ბერ­გე­ბი წარ­მო­იქ­მნა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გის ფარ­თო­ბი ამ ეტაპ­ზე 100 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

  • ირან­მა ორ­ბი­ტა­ზე პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი გა­უშ­ვა

რამ­დე­ნი­მე უშე­დე­გო მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა გვარ­დი­ამ სამ­ხედ­რო თა­ნამ­გზავ­რი ორ­ბი­ტა­ზე გა­უშ­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფრანს 24“ ავ­რცე­ლებს. თა­ნამ­გზავ­რი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ნური“ 425 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე გან­თავ­სდა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტე­ლი­ტის გაშ­ვე­ბა, "დიდი წარ­მა­ტე­ბაა“.

ცნო­ბის­თვის, ირა­ნის სა­ტე­ლი­ტუ­რი პროგ­რა­მე­ბი, აშშ-ის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. ვა­შინგტონ­მა 2019 წელს ირა­ნი გა­დამ­ზი­და­ვი რა­კე­ტის გაშ­ვე­ბის გამო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

  • ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ორი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­მოს­ცა­და

სამ­ხრეთ კო­რე­ის სამ­ხედ­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21 მარტს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ორი რა­კე­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მცი­რე რა­დი­უ­სის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­ის­რო­ლა. სამ­ხრეთ კო­რე­ის მხა­რის შე­ფა­სე­ბით, ეს ქმე­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ძა­ლი­ან შე­უ­სა­ბა­მო იყო.

რო­გორც სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რა­კე­ტე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლე­თით არ­სე­ბუ­ლი პრო­ვინ­ცი­ი­დან, სონ­ჩო­ნი­დან ზღვა­ში, კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ის­რო­ლეს.

სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სებ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დეს. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ,რომ ამ ქმე­დე­ბით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას პან­დე­მი­ის დროს, შე­საძ­ლოა, თა­ვი­სი ძა­ლი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა სურ­დეს. კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სის დროს, ფხე­ნი­ანს სურს თა­ვი­სი ხალ­ხი და­ა­ჯე­როს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ares
40

გრელანდია რო დნება და სამყაროს განადგურება ემუქრება!!! მაგიტომაცაა კორონააა :) დაემშვიდობეთ ძველ დროს,მაგაზე არც იოცნებოთ :)

dato
14

ხოა კორონა და კიდო დნება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, საზოგადოების მთელი ყურადღება ამ მოვლენისადმი არის მიმართული და დღის მთავარი ამბებიც COVID-19-ს უკავშირდება. ადამიანებიც კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებიან და გვერდზე რჩება მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებსაც რომ არა პანდემია, გაცილებით მეტი დრო დაეთმობოდა...

ვნახოთ ბოლო პერიოდის 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო, შესაძლოა, ვერც შევამჩნიეთ:

  • სირიელ ლტოლვილთა კრიზისი

სირიელ ლტოლვილთა კრიზისი ჩიხშია შესული და მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სირიელი მიგრანტები თურქეთიდან ევროპისკენ დაიძრნენ და საბერძნეთის საზღვართან არიან. მათ საბერძნეთი საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებებიც მოხდა. არიან ისეთი მიგრანტებიც, რომლებიც საბერძნეთის კუნძულებზე, ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ. ბანაკებში ხშირია შეტაკებები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კუნძულ ლესბოსზე არსებულ მიგრანტთა ბანაკში მოხდა. უცნობმა პირებმა ორი მიგრანტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელებმა კი მიმალვა მოახერხეს.

ათასობით ადამიანი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში უსახლკაროდ ცხოვრობს. რომ არა COVID-19 საკითხი უფრო აქტიურად გაშუქდებოდა და შესაძლოა, პრობლემა უფრო მარტივად მოგვარებულიყო.

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფლება მიიღო, ქვეყანა 2036 წლამდე მართოს

10 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ 382 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, პუტინს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, 2036 წლამდე შეეძლება პრეზიდენტად დარჩენა.

  • ახალ ზელანდიაში მიიღეს კანონი აბორტის დეკრიმინალიზაციის შესახებ

ახალ ზელანდიაში მიიღეს კანონი აბორტის დეკრიმინალიზაციის შესახებ. კანონის მიხედვით, სახელმწიფო იზრუნებს და უმკურნალებს ყველა იმ ქალს, ვინც აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდენი

ახალი ზელანდიის მაცხოვრებლები დიდი ხანია იბრძოდნენ იმისთვის, რომ აბორტის გაკეთება უკანონოდ აღარ მიჩნეულიყო.

  • უდაბნოს კალიების შემოსევა

კორონავირუსის გარდა, მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც არანაკლები საფრთხის შემცველია - ეს კალიების შემოსევაა, ასობით მილიარდი კალია აღმოსავლეთ აფრიკაში მოსავალს ანადგურებს და კვების კუთხით არსებულ პრობლემებს, კიდევ უფრო ართულებს.

პრობლემა მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკას არ ეხება. კალიების გუნდი სხვა ქვეყნებისკენ მიიწევს, ისინი სწრაფად მრავლდებიან და სწრაფად გადაადგილდებიან. FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) უდიდეს საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა კორონავირუსის გამო მედია და ადამიანები ამ საფრთხეს ვერ ხედავენ, ზიანი კი, შესაძლოა კორონავირუსზე გაცილებით მეტი მივიღოთ.

გაეროს ინფორმაციით, უდაბნოს კალიები აღმოსავლეთ აფრიკას უპრეცენდენტო საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროს თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, კენიაში დაფიქსირებული კალიების გუნდი ნიუ იორკზე სამჯერ უფრო დიდ ადგილს იკავებს და ისინი დღეში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.

  • აშშ-მა და თალიბანმა საზავო შეთანხმებას მიაღწიეს

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა ისტორიულ ზავს მიაღწიეს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ შეთანხმების ფარგლებში, აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს.

შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

  • ყინული უფრო სწრაფად დნება

გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის დნობა უფრო სწრაფად დაიწყო. მეცნიერები ამბობენ, ყინული ექვსჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 90-იან წლებში. ასევე, გლობალური მასშტაბით ზღვის დონემ 17.8 მმ-ით აიწია.

ასევე, ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა. აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად იშლება, რის შედეგადაც შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

  • ირანმა ორბიტაზე პირველი სამხედრო თვითმფრინავი გაუშვა

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სამხედრო თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვა. ინფორმაციას "ფრანს 24“ ავრცელებს. თანამგზავრი, სახელწოდებით "ნური“ 425 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდა. რევოლუციური გვარდიის ინფორმაციით, სატელიტის გაშვება, "დიდი წარმატებაა“.

ცნობისთვის, ირანის სატელიტური პროგრამები, აშშ-ის შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონმა 2019 წელს ირანი გადამზიდავი რაკეტის გაშვების გამო ბალისტიკური რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

  • ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, 21 მარტს ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა, სავარაუდოდ, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა. სამხრეთ კორეის მხარის შეფასებით, ეს ქმედება გლობალური კორონავირუსის პანდემიის პარალელურად ძალიან შეუსაბამო იყო.

როგორც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთ-დასავლეთით არსებული პროვინციიდან, სონჩონიდან ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით გაისროლეს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ისინი მიიჩნევენ,რომ ამ ქმედებით ჩრდილოეთ კორეას პანდემიის დროს, შესაძლოა, თავისი ძალისა და თავდაჯერებულობის დემონსტრირება სურდეს. კორონავირუსის კრიზისის დროს, ფხენიანს სურს თავისი ხალხი დააჯეროს, რომ მსოფლიოში ძლიერი პოზიციები აქვს.

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან

Bloomberg-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს - რა დრო დასჭირდება მსოფლიო მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას