ავტორი:

"როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის ლაპარაკი" - ზურაბ გურული კრიტიკას პასუხობს

"როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის ლაპარაკი" - ზურაბ გურული კრიტიკას პასუხობს

აშშ-ს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი და მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი ზურაბ გურული მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსა და კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს:

"ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ; გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ; აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე; პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით. თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია. ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ "ბუტკაში". ალბათ კიდევ ბევრ "საოცრებას" ვიხილავ ამ დღეებში.

როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის საჯაროდ ლაპარაკი

არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში; მაგრამ... მე არ ველი მხარდაჭერას არავისგან, გარდა უახლოესი მეგობრებისა. ძალიან ადვილი იქნებოდა "ფეისბუქის" გამორთვა და გაუჩინარება, მაგრამ მინდა ახალგაზრდა კოლეგებმა "ლაივში" უცქირონ ამ პროცესს და გაიაზრონ, რაც ხდება. ნახონ როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.

მათ უნდა იცოდნენ, თუ რა ფსიქოლოგია აქვს ბრბოს, რომელიც უმწეო ქალს ქოლავს ქვებით რელიგიური ეთიკის დარღვევის გამო და როგორ ხდება ამ ფსიქოლოგიის რაფინირება შედარებით უფრო განვითარებულ საზოგადოებაში. 90-იანებში უკვე ვნახე ეს. არ მეგონა თუ ოდესმე საკუთარ თავზეც განვიცდიდი. არა უშავს, ეს "ლაივ" გაკვეთილი ძალიან ბევრს აუხელს თვალს", - წერს გურული.

შეგახსენებთ, ზურაბ გურულმა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და ამ კონტექსტში თენგიზ ცერცვაძის შესახებაც ისაუბრა. მას ცერცვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბატონი გურული ტყუის და თან უსინდისოდ".

გუშინ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც COVID-19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

მანვე მიმართა ახალგაზრდა კოლეგებს ვინც უცხოეთშია, რომ აფასებს მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, თუმცა დასძინა, რომ "საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს თენგიზ ცერცვაძეს, ნუ შეეხებიან ასე".

"კატეს" შეუძლია გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი" - რას წერს ზურაბ გურული?

"უკვე 6 წლის... გაეღვიძა, ვერ იძინებს. ეიფორიით ხსნის საჩუქრებს" - ნიკა მელია იუბილარი შვილის ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს

"კოვიდ პანდემია, მკურნალობა და ზრუნვა..." - ემოციური კადრები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან