პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს
ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

ეს­პა­ნეთ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ISIS-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მებ­რძო­ლი, 29 წლის აბ­დელ მა­ჯე­და ბარი და­ა­კა­ვეს. ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ­დე ლონ­დო­ნურ კლუბ­ში რე­პე­რი იყო, შემ­დეგ კი სი­რი­ა­ში წა­ვი­და და “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” წევ­რი გახ­და.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, რე­პე­რი ტე­რო­რის­ტი ეს­პა­ნე­თის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ალ­მე­რი­ა­ში და­ა­კა­ვეს.

აბ­დელ ბარი და მა­მი­მი­სი, აფ­რი­კა­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს აფეთ­ქე­ბა­ში ორ­ჯერ იყ­ვნენ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 29 წლის ტე­რო­რის­ტის კვა­ლი ეს­პა­ნეთ­ში მი­დის, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს კი­დეც. ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ აბ­დელ ბარი სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ორ პირ­თან ერ­თად აიყ­ვა­ნა.

"სა­მი­ვეს მად­რი­დის ად­გი­ლობ­რივ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ. აბ­დელ ბარი-უმ­ცრო­სი ”ალ ყა­ი­დას” ეგ­ვიპ­ტე­ლი მე­ომ­რის შვი­ლია. მან ეს გზა მას შემ­დეგ აირ­ჩია, რაც 2012 წელს მა­მა­მი­სი აბ­დელ აბ­დულ ბა­რის ამე­რი­კა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­და. მან 90-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს კე­ნი­ა­სა და ტან­ზა­ნი­ა­ში ორი აფეთ­ქე­ბა და­გეგ­მა და მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ტე­რაქ­ტებს, 220 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. 2015 წელს ნიუ-იორკში უფ­როს ბა­რის 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს" - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ტე­რო­რის­ტი მა­მის ასე­ვე ტე­რო­რის­ტი შვი­ლი, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­ტო­რის­ტის სტა­ტუ­სით იძებ­ნე­ბო­და.

ეს­პა­ნუ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­უმ­ჩნე­ველ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ბი­ნი­დან თითო-თი­თოდ გა­დი­ოდ­ნენ და მუდ­მი­ვად ატა­რებ­დნენ პირ­ბა­დე­სა და ხელ­თათ­მა­ნებს.

ეს­პა­ნუ­რი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ოპე­რა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო აგენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­ტარ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, აბ­დელ ბარი-უმ­ცრო­სი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ლონ­დონ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ეს­პა­ნე­თის გავ­ლით ცდი­ლობ­და.

ეს­პა­ნე­თის შს სა­მი­ნის­ტრომ, 2012 წელს რე­ლი­გი­ურ ექ­სტრე­მიზ­მთან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 400 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ცი­ხეს გა­და­ურ­ჩა.

თა­ვის კლი­პებ­ში აბ­დელ მა­ჯე­და ბარი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე, ასე­ვე მის ოჯახ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე მღე­რო­და... 2013 წელს, აბ­დელ ბარი უმ­ცროს­მა თა­ვის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ასე­თი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­უ­ტო­ვა - "მე ყვე­ლა­ფე­რი ალა­ჰის გამო დავ­ტო­ვე..."

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
28
ჰე,ქოცტროლებო,ამოქმედდით ეგეც ნაცი ყოფილა თურმე.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

ISIS-ის განსაკუთრებით საშიში მებრძოლი, ლონდონელი რეპერი-ტერორისტი ესპანეთში დააკავეს

ესპანეთში, ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლი, 29 წლის აბდელ მაჯედა ბარი დააკავეს. ის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე ლონდონურ კლუბში რეპერი იყო, შემდეგ კი სირიაში წავიდა და “ისლამური სახელმწიფოს” წევრი გახდა.

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, რეპერი ტერორისტი ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ალმერიაში დააკავეს.

აბდელ ბარი და მამიმისი, აფრიკაში ამერიკის საელჩოს აფეთქებაში ორჯერ იყვნენ ეჭვმიტანილნი. მოგვიანებით, 29 წლის ტერორისტის კვალი ესპანეთში მიდის, სადაც რამდენიმე დღის წინ დააკავეს კიდეც. ესპანეთის პოლიციამ აბდელ ბარი საცხოვრებელ ბინაში ორ პირთან ერთად აიყვანა.

"სამივეს მადრიდის ადგილობრივ სასამართლოში გაასამართლებენ. აბდელ ბარი-უმცროსი ”ალ ყაიდას” ეგვიპტელი მეომრის შვილია. მან ეს გზა მას შემდეგ აირჩია, რაც 2012 წელს მამამისი აბდელ აბდულ ბარის ამერიკაში ექსტრადირება მოხდა. მან 90-იანი წლების მიწურულს კენიასა და ტანზანიაში ორი აფეთქება დაგეგმა და მის მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს, 220 ადამიანი შეეწირა. 2015 წელს ნიუ-იორკში უფროს ბარის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს" - წერს დასავლური მედია.

როგორც ირკვევა, ტერორისტი მამის ასევე ტერორისტი შვილი, დიდი ხნის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტეტორისტის სტატუსით იძებნებოდა.

ესპანური სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ტერორისტები ცდილობდნენ პანდემიის პირობებში შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ, ბინიდან თითო-თითოდ გადიოდნენ და მუდმივად ატარებდნენ პირბადესა და ხელთათმანებს.

ესპანური პოლიციის ცნობით, ოპერაცია საერთაშორისო აგენტების თანამშრომლობით ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, აბდელ ბარი-უმცროსი, ახლო აღმოსავლეთიდან ლონდონში დაბრუნებას ესპანეთის გავლით ცდილობდა.

ესპანეთის შს სამინისტრომ, 2012 წელს რელიგიურ ექსტრემიზმთან კავშირის ბრალდებით, დაახლოებით 400 ადამიანი დააკავა, თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზით, ციხეს გადაურჩა.

თავის კლიპებში აბდელ მაჯედა ბარი ნარკოტიკების მოხმარებაზე, ასევე მის ოჯახზე განხორციელებულ ძალადობაზე მღეროდა... 2013 წელს, აბდელ ბარი უმცროსმა თავის თაყვანისმცემლებს ასეთი შინაარსის შეტყობინება დაუტოვა - "მე ყველაფერი ალაჰის გამო დავტოვე..."

სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან