მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"
სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთი ბრი­გა­დის ორ ექიმ­სა და სამ მძღოლს სწრა­ფი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ.

ექი­მე­ბი ორ­თა­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობ­დნენ. ისი­ნი კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და კო­რო­ნა­ვირუ­სი სწო­რედ კა­რან­ტი­ნი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­დათ.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ორ­თა­ჭა­ლის ფი­ლი­ა­ლი აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მას შემ­დეგ და­ი­ხუ­რა, რაც იქ მო­მუ­შა­ვე ექიმს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. მას ვირუ­სი მე­უღ­ლის­გან გა­და­ე­დო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კლას­ტერს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ ექიმს სიმპტო­მე­ბი 2 აპ­რილს გა­მო­უვ­ლინ­და, ბოლო მო­რი­გე­ო­ბა კი 31 მარტს ჰქონ­და. მას­თან ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და სა­კა­რან­ტი­ნო პი­რო­ბებ­ში გა­და­ვი­და ყვე­ლა ის პირი, ვი­საც მას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი. კა­რან­ტი­ნი­დან კი რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ორ ექიმ­სა და სამ მძღოლს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ თბი­ლი­სის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­სა და მძღო­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, სიც­რუ­ეს უწო­დებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­მო­ძა­ხე­ბა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ამი­რან გო­გი­ტი­ძე.

რო­გორც მან პირ­ველ არხს გა­ნუ­ცხა­და, მე­ო­რე დღეა, და­ი­წყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლის ტეს­ტი­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი მა­ღალ რის­კის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან და ეს არის სის­ტე­მუ­რი გა­და­მოწ­მე­ბა.

რო­გორც ამი­რან გო­გი­ტი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ამ დრო­ის­თვის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის 600-ზე მეტ თა­ნამ­შრო­მელს აუ­ღეს ტეს­ტი.

"ზო­გის პა­სუ­ხე­ბი დღეს მი­ვი­ღეთ, ზო­გის პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ის რომ ვინ­მეს და­უ­დას­ტურ­და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს“, – გა­ნა­ცხა­და გო­გი­ტი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

ტყუილია

გიორგი
1

ტყუის "ფორმულა"-სირცხვილი თქვენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ და კორონავირუსი სწორედ კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ.

სასწრაფო დახმარების ორთაჭალის ფილიალი აპრილის დასაწყისში მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება.

აღნიშნულ ექიმს სიმპტომები 2 აპრილს გამოუვლინდა, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა. მასთან ვირუსის დადასტურების შემდეგ, თვითიზოლაციაში და საკარანტინო პირობებში გადავიდა ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. კარანტინიდან კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორ ექიმსა და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიცრუეს უწოდებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მეორე დღეა, დაიწყო სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ეს არის სისტემური გადამოწმება.

როგორც ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს ტესტი.

"ზოგის პასუხები დღეს მივიღეთ, ზოგის პასუხი ცნობილი ხვალ გახდება ცნობილი, მაგრამ ის რომ ვინმეს დაუდასტურდა არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა გოგიტიძემ.

ხმაური ბათუმში - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 10-მდე პირი დააკავეს

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს