სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე
"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, მე­დი­კა­მენტ პლან­ქვე­ლი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ტე­ლე­ე­თე­რე­ბი­დან და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან პრო­ფე­სი­ულ დის­კუ­სი­ებ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მე­დი­კა­მენ­ტი 50 წე­ლია არ­სე­ბობს და პი­რა­დად მა­საც არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კა­ში.

"რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ არ არის ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი. ჩვენ ვეყ­რდნო­ბით მსოფ­ლი­ოს ხუთი დიდი ინ­სტი­ტუ­ცი­ის რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. მათ შო­რის ჯან­მოს, ამე­რი­კის, ევ­რო­პი­სა და ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნებს. ხვალ გვაქვს გერ­მა­ნი­ის რო­ბერტ კო­ხის ინ­სტი­ტუტ­თან დის­კუ­სია. ასე რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვი­ღებთ და ვართ გამჭვირ­ვა­ლე­ე­ბი.

ამი­ტომ, ვთხოვ ყვე­ლას, ვი­საც გაქვთ წი­ნა­და­დე­ბი, არ არის პრობ­ლე­მა მოგ­ვმარ­თეთ, მობ­რძან­დით და გან­ვი­ხი­ლოთ. თუ მე­ტყვით, რომ რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა, არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი ვინც შე­ნიშ­ვნას არ მი­ი­ღებს და არ ეც­დე­ბა გა­მოს­წო­რე­ბას. ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი სივ­რცეა ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში დის­კუ­სი­ის­თვის. კინ­კლა­ო­ბას სჯობს მობ­რძან­დეთ, ყვე­ლა სწო­რი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ის ასე­ვე შე­ე­ხო იმ კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინფქ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მი­სა­მარ­თით აგორ­და.

"არ მინ­დო­და ამ სა­კითხს შევ­ხე­ბო­დი, რად­გან ჩვე­ნი ცენ­ტრის კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ძველ კლი­ნი­ცისტს მეც ბევ­რი შე­ხე­ბა მქონ­და, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვმკურ­ნა­ლობ­დი და თან ჩემი ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა არის რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ძა­ლი­ან ხში­რად გა­მო­მი­ყე­ნე­ბია პლან­ქვე­ლი­ნი 80-90-იან წლებ­ში.

დღეს კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლია ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო აღი­ა­რე­ბუ­ლი ექი­მი კლი­ნი­ცის­ტი. მეც ხში­რად მივ­დი­ვარ მას­თან რე­კო­მედ­ნა­ცი­ე­ბის­თვის. არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა სწო­რედ პლან­ქვე­ლი­ნით უმ­კურ­ნა­ლეს ჩემ შვილს და მა­გი­ტო­მაც გა­მო­ჯან­მრთელ­და სწრა­ფად. ეს ახა­ლი წა­მა­ლი არ არის 40-50 წე­ლია არ­სე­ბობს და გა­მოც­დი­ლია ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს.

მივ­მარ­თავ ჩემ ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს მათ ვინც უცხო­ეთ­შია, ვა­ფა­სებ მათ გა­ნათ­ლე­ბას ამე­რი­კულს თუ ბრი­ტა­ნულს, რა სჯობს ამას, მაგ­რამ კი­დევ არის სხვა რამ წლე­ბი, რო­მე­ლიც ექი­მო­ბას მო­აქვს. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ექიმს ნუ შე­ვე­ხე­ბით ასე. ყვე­ლას სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ვამ­ბობ ამას, მას უზარ­მა­ზა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს, მან შექ­მნა დარ­გე­ბი. ორ უზარ­მა­ზარ დარ­გს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და ახ­ლაც ამ დიდი ბრძო­ლის შუა ცე­ცხლშია. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრო­ტო­კო­ლით და მო­დით და­ვა­ნე­ბოთ თავი ამ დის­კუ­სი­ას.

ვი­დის­კუ­სი­ოთ იმა­ზე თუ რა ახა­ლი წამ­ლე­ბი იქ­მნე­ბა. სხვა­დას­ხვა პრო­ტო­კო­ლე­ბით 10-15 და­სა­ხე­ლებს წა­მა­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დღეს, თუმ­ცა მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ არ არის დაგ­რო­ვი­ლი. ამი­ტო­მაც გთხოვთ, გა­ი­მარ­თოს დის­კუ­სი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში და არა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და ფქის­ბუ­ქებ­ში“, - დას­ძი­ნა გამ­ყრელ­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ექიმ­მა ზუ­რაბ გუ­რულ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­პა­რატ "პლაქ­ვე­ნი­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და ამ კონ­ტექ­სტში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მას ცერ­ცვა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ბა­ტო­ნი გუ­რუ­ლი ტყუ­ის და თან უსინ­დი­სოდ".

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
4

ბატონ თენგიზ ცერცვაძეს საკმაოდ ღრმა განათლება აქვს სამედიცინო დარგში რაზეც მისი პროფესიონალიზმი მეტყველებს. მას განათლებასთან პარალელში კეთილშობილება და ვაჟკაცობა იმ დოზით ააქვს, რომ ბევრი ნადვილად ვერ დაიკვეხნის.

"ყველაზე რთული პროფესიაა,იყო ადამიანი" - ომარ ხაიამი

 

!!!
26

პირიქით გურულის ფონზე უფრო დააფასა ერმა ცერცვაძე ასე რომ ეგ ნაცმიშისტი კლასტერი გურული ცერცვაძეს ფჩხილადაც არ ღირს როგორც პიროვნებაც და როგორც ექიმიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც COVID-19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მედიკამენტი 50 წელია არსებობს და პირადად მასაც არაერთხელ გამოუყენებია ინდივიდუალურ პრაქტიკაში.

"რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს. ხვალ გვაქვს გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტთან დისკუსია. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ და ვართ გამჭვირვალეები.

ამიტომ, ვთხოვ ყველას, ვისაც გაქვთ წინადადები, არ არის პრობლემა მოგვმართეთ, მობრძანდით და განვიხილოთ. თუ მეტყვით, რომ რომელიმე ეტაპზე არასწორი ნაბიჯები გადაიდგა, არ ვარ ის ადამიანი ვინც შენიშვნას არ მიიღებს და არ ეცდება გამოსწორებას. ძალიან ბევრი კარგი სივრცეა ცენტრის შენობაში დისკუსიისთვის. კინკლაობას სჯობს მობრძანდეთ, ყველა სწორი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე შეეხო იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მისამართით აგორდა.

"არ მინდოდა ამ საკითხს შევხებოდი, რადგან ჩვენი ცენტრის კომპეტენციას სცდება, მაგრამ როგორც ძველ კლინიცისტს მეც ბევრი შეხება მქონდა, როდესაც პაციენტებს ინდივიდუალურად ვმკურნალობდი და თან ჩემი ძირითადი სპეციალობა არის რესპირაციული დაავადებები. ძალიან ხშირად გამომიყენებია პლანქველინი 80-90-იან წლებში.

დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელია ბატონი თენგიზ ცერცვაძე. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი კლინიცისტი. მეც ხშირად მივდივარ მასთან რეკომედნაციებისთვის. არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა სწორედ პლანქველინით უმკურნალეს ჩემ შვილს და მაგიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად. ეს ახალი წამალი არ არის 40-50 წელია არსებობს და გამოცდილია ბევრი დაავადების დროს.

მივმართავ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს მათ ვინც უცხოეთშია, ვაფასებ მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, რა სჯობს ამას, მაგრამ კიდევ არის სხვა რამ წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს, მან შექმნა დარგები. ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა სათავეში და ახლაც ამ დიდი ბრძოლის შუა ცეცხლშია. ის ხელმძღვანელობს პროტოკოლით და მოდით დავანებოთ თავი ამ დისკუსიას.

ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ახალი წამლები იქმნება. სხვადასხვა პროტოკოლებით 10-15 დასახელებს წამალი გამოიყენება დღეს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არის დაგროვილი. ამიტომაც გთხოვთ, გაიმართოს დისკუსიები პროფესიულ წრეებში და არა ტელევიზიებსა და ფქისბუქებში“, - დასძინა გამყრელძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა რამდენიმე დღის წინ საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და ამ კონტექსტში თენგიზ ცერცვაძის შესახებაც ისაუბრა. მას ცერცვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბატონი გურული ტყუის და თან უსინდისოდ".

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია