საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე
"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე

"შე­საძ­ლოა, დიდი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის დროს ნიღ­ბის ტა­რე­ბა კარ­გა ხანს დაგ­ვჭირ­დეს და ამას უნდა შე­ვეჩ­ვი­ოთ" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვი­სას“ გა­ნა­ცხა­და.

"რა თქმა უნდა, კო­რო­ნა ბევრ რა­მეს შეც­ვლის, ამა­ზე ახლა ბევ­რი სჯე­ლო­ბა მი­დის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში, იქ­ნე­ბა ღრმა დეპ­რე­სია თუ არ იქ­ნე­ბა.

არ მივ­ცემ ჩემს თავს უფ­ლე­ბას, რომ დღეს არა­სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხებ­ზე ვიმ­სჯე­ლო, მაგ­რამ კო­რო­ნა ასე­ვე შეც­ვლის ერთ რა­მეს - შე­საძ­ლოა, დიდი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის დროს ნიღ­ბის ტა­რე­ბა კარ­გა ხანს დაგ­ვჭირ­დეს და ამას უნდა შე­ვეჩ­ვი­ოთ. ხაზს ვუს­ვამ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი არ უნდა იყოს, ახლა მას „სო­ცი­ა­ლუ­რი ნი­ღა­ბი“ და­ერ­ქვა. შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლშიც შე­კე­როთ ასე­თი ნი­ღა­ბი, თუ არა­და არის მარ­ლის ბევ­რი ნი­ღა­ბი.

როცა ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, არ იყო სამ­ფე­ნი­ა­ნი და ოთხფე­ნი­ა­ნი ნი­ღა­ბი, რო­მელ­ზეც ახლა ერთი ამ­ბა­ვია, მშვე­ნივ­რად ვი­ყე­ნებ­დით სა­ო­პე­რა­ცი­ო­ებ­ში და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ასეთ ნიღ­ბებს

მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ ყვე­ლას, იმ 100 ათას ადა­მი­ანს, ვინც ქვე­ყა­ნა­ში შარ­შან და წელს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აიც­რა. ეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფომ აცრა და კი­დევ თუ არ ვცდე­ბი, 30 ათა­სი კერ­ძო სექ­ტორ­მა. ბოლო 5 წე­ლი­წა­დია, ქვე­ყა­ნა­ში უზარ­მა­ზა­რი კულ­ტუ­რა ინერ­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის­თვის 135 ათას დო­ზას შე­ის­ყი­დის.

„პირ­ვე­ლი რჩე­ვაა, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ თავი და გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დრო­უ­ლად ავიც­რათ. ჩვენ წელს 135 ათას დო­ზას შე­ვის­ყი­დით და დღეს შეს­ყიდ­ვა­ზე კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ. დღეს სა­მი­ნის­ტრო­ში ასე­ვე და­ვა­ყე­ნე სა­კი­თხი, რომ და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყოს თან­ხე­ბი, რათა ათე­უ­ლი და მეტი დოზა შე­ვის­ყი­დოთ. წელს იმ 100 ათას­მა აც­რამ ნამ­დვი­ლად იმუ­შა­ვა, რომ ჩვენ გრი­პის სე­ზო­ნი მშვი­დად გა­და­ვი­ტა­ნეთ და არ გვქონ­და ორი ინ­ფექ­ცი­ის ზედ­დე­ბა მარ­ტში ან აპ­რილ­ში“,- გა­ნა­ცხა­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
4

ძან კარგია შარშან 8 მარტს ერთ ერთ დარბაზში ზუსტად ვიცი 850 კაცი იჯდა ყველაფერ უაზრობებს დაეჩვია ხალხი პრინციპში მეც ზევით სართულზე უკვე ერთი წელია არ ავსულვა საზოგადოებრივ ტრანპორტში აღარ იქნება შმორის სუნი თუნდა ერთ პრესტიჟულ ეკლესიაში არ შექუჩდება ყველა და ამ დროს გარე უბნებში ცარიელია წირვის დროს სოციალური დისტანცია ძან კარგია კორონას გარეშეც .

kato
0

იქნებ აცრა ცოტა გააიაფოთ და საზ ტრანსპორტში და მაღაზიებში თუ სავალდებულო იქნება ნიღაბი მემგონი კარგი იქნება

ავტორი:

"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლოა, დიდი თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, კორონა ბევრ რამეს შეცვლის, ამაზე ახლა ბევრი სჯელობა მიდის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკურ სფეროში, იქნება ღრმა დეპრესია თუ არ იქნება.

არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ დღეს არასამედიცინო საკითხებზე ვიმსჯელო, მაგრამ კორონა ასევე შეცვლის ერთ რამეს - შესაძლოა, დიდი თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი არ უნდა იყოს, ახლა მას „სოციალური ნიღაბი“ დაერქვა. შეგიძლიათ სახლშიც შეკეროთ ასეთი ნიღაბი, თუ არადა არის მარლის ბევრი ნიღაბი.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღაბი, რომელზეც ახლა ერთი ამბავია, მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებში და სამედიცინო დაწესებულებებში ასეთ ნიღბებს

მადლობა მინდა გითხრათ ყველას, იმ 100 ათას ადამიანს, ვინც ქვეყანაში შარშან და წელს გრიპის საწინააღმდეგოდ აიცრა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 100 ათასი ადამიანი სახელმწიფომ აცრა და კიდევ თუ არ ვცდები, 30 ათასი კერძო სექტორმა. ბოლო 5 წელიწადია, ქვეყანაში უზარმაზარი კულტურა ინერგება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის 135 ათას დოზას შეისყიდის.

„პირველი რჩევაა, მაქსიმალურად დავიცვათ თავი და გრიპის საწინააღმდეგოდ დროულად ავიცრათ. ჩვენ წელს 135 ათას დოზას შევისყიდით და დღეს შესყიდვაზე კონტრაქტი გავაფორმეთ. დღეს სამინისტროში ასევე დავაყენე საკითხი, რომ დამატებით გამოიყოს თანხები, რათა ათეული და მეტი დოზა შევისყიდოთ. წელს იმ 100 ათასმა აცრამ ნამდვილად იმუშავა, რომ ჩვენ გრიპის სეზონი მშვიდად გადავიტანეთ და არ გვქონდა ორი ინფექციის ზედდება მარტში ან აპრილში“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

აპრილის თოვლი საგურამოში - სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოები ვრცელდება