პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ხვალ იპოდრომზე გააპროტესტებს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ხვალ იპოდრომზე გააპროტესტებს

"გირ­ჩის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის 22 მა­ი­სამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბას ხვალ, თბი­ლი­სის იპოდ­რომ­ზე გა­აპ­რო­ტეს­ტებს და აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მხარ­დამ­ჭე­რებ­საც ეპა­ტი­ჟე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჯა­ფა­რი­ძე :ფე­ის­ბუქ­ზე" წერს:

"სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­აგ­რძე­ლეს 22 მა­ი­სამ­დე. არა­ვის აუხ­სნია რა კონ­კრე­ტულ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ბლოკპოს­ტებ­მა სამ­ხედ­რო­ე­ბით, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის­თვის სი­ცხის გა­ზომ­ვამ, ქუ­ჩე­ბის საპ­ნი­ა­ნი წყლით რე­ცხვამ, რა­ი­ო­ნე­ბის ჩა­კეტ­ვამ, სა­კო­მენ­დან­ტო სა­ათ­მა, მან­ქა­ნა­ში ჯდო­მის წე­სებ­მა, ბაზ­რე­ბის და­კეტ­ვამ, ბიზ­ნე­სე­ბის გა­ჩე­რე­ბამ, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის და­ხურ­ვამ, მი­ლი­ო­ნო­ბით ჯა­რი­მებ­მა და სხვა.

არა­ვის აუხ­სნია რას ვე­ლო­დე­ბით 21 მა­ისს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რომ მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის არც ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა, არც წა­მა­ლი, არც პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ნე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მოხ­დე­ბა, და­დას­ტუ­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი რა­მის მტკი­ცე­ბა - ვიქ­ნე­ბით პრინ­ცი­პუ­ლად იგი­ვე რე­ა­ლო­ბა­ში რო­გორ­შიც ვართ დღეს.

შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი შე­უშ­ლის ხელს რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ ერთხელ გა­აგ­რძე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მწუ­ხა­რე სა­ხის და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ტა­შის თან­ხლე­ბით.

ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლა­ფერს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას­თან და ოც­ნე­ბას 1. გა­უტ­კბა ძა­ლა­უფ­ლე­ბით თა­მა­ში 2. სურს გა­აგ­რძე­ლოს და­პა­ნი­კე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ში­შებ­ზე თა­მა­ში და ეპი­დე­მი­ას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლის სუ­რა­თის პო­ლი­ტი­კურ დი­ვი­დენ­დე­ბად თარ­გმნა.

და ამას აკე­თებს ისე­დაც ჩა­მოშ­ლი­ლი ეკო­ნო­მი­კის კი­დევ უფრო ჩა­მოშ­ლის ხარ­ჯზე. ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გეს შე­მო­სავ­ლე­ბი, ვე­ღარ იხ­დი­ან სეს­ხებს, არა­ვინ ეუბ­ნე­ბათ რო­დის შე­იძ­ლე­ბა დამ­თავ­რდეს ეს ჯო­ჯო­ხე­თი, მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს უკვე დღეს უდ­გას არ­სე­ბო­ბის პრობ­ლე­მა.

ამა­ვე დროს აკ­რძა­ლუ­ლია პრო­ტეს­ტი, შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცია, სამ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ერ­თად დგო­მაც კი. სრუ­ლი კარტბ­ლან­ში აქვთ გა­ერ­თონ სა­დამ­დეც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და­პა­ნი­კე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა.

მე არ მჯე­რა რომ უბ­რა­ლოდ სახ­ლში ჯდო­მით და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წუ­ხი­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­მეს შე­ის­მენს. ერ­თა­დერ­თი რის წი­ნა­შეც უკან იხე­ვენ ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბაა, ოღონდ ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა გა­რეთ და არა ნეტ­ში.

შე­სა­ბა­მი­სად ვა­პი­რებ პრო­ტეს­ტის გა­რეთ გა­მო­ხატ­ვას. რად­გან პრო­ტეს­ტი ზო­გა­დად აკ­რძა­ლუ­ლია, ისე­ვე რო­გორც შეკ­რე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცია, პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ იპოდ­რომ­ზე.

ერ­თგვა­რი სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა - სუფ­თა ჰა­ე­რი და მზის სხი­ვე­ბი კლავს ვირუსს და აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას.

ყვე­ლას ვინც ფიქ­რობთ რომ გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლია ის რაც ხდე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ შე­მო­მი­ერ­თდეთ ხვალ, 14.00 სა­ათ­ზე, ძველ იპოდ­რომ­ზე. თან გა­აპ­რო­ტეს­ტებთ, თან გა­ი­სე­ირ­ნებთ, თან გა­ჯან­საღ­დე­ბით. დის­ტან­ცი­ას და­ვი­ცავთ.

დი­ლით წვი­მაა, ამი­ტომ შე­ი­ძე­ბა ცოტა სის­ვე­ლე იყოს, მაგ­რამ ჰა­ე­რი იქ­ნე­ბა სუფ­თა.

თუ პო­ლი­ცი­ე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თქვე­ნით - უბ­რა­ლოდ სე­ირ­ნობთ იპოდ­რომ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ვერ და­გა­ჯა­რი­მე­ბენ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის. ერ­თა­დერ­თი ვინც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ჯა­რი­მონ, მე ვარ - რო­გორც ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

ბა­რემ ჩემი მო­თხოვ­ნე­ბიც რომ იცო­დეთ:

1. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის და სა­კო­მენ­დან­ტო სა­ა­თის გა­უქ­მე­ბა 2. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა 3. ავ­ტო­მო­ბილ­ში მგზავ­რე­ბის სხდო­მა­სა და რა­ო­დე­ნო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა 4. შეკ­რე­ბა­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა 5. სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 3 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა 6. სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ზე, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა 7. ბიზ­ნეს­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა 8. სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა 9. ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სახ­ლი­დან გას­ვლა­ზე შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა 10. ყვე­ლა ბლოკ-პოს­ტის აღე­ბა და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გახ­სნა ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 11. ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­წე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო

არ ვიცი ეს აქ­ცია რა­მეს შეც­ვლის თუ არა, მაგ­რამ მი­ნი­მუმ გვე­ცო­დი­ნე­ბა რომ უკა­ნას­კნე­ლი სი­რე­ბი­ვით არ ვი­ჯე­ქით და არ ვე­ლო­დე­ბო­დით რო­დის აგ­ვხსნიდ­ნენ ჯაჭ­ვებს.

პ.ს. "აუ, არ მე­ცა­ლა მა­ინ­ცდა­მა­ინც მაგ დროს’ იქ­ნე­ბა თა­ლაკ­ვა­ძე­ო­ბა lvl 41" - წერს ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
8

გირᲩი მოᲫველდა., მსხალი სჯობს სახელად.

ზურაბ
15

ამ ავადმყოფებს უნდათ ქვეყნის დანგრევა და მოსახლეობის გაწყვეტა.აღარავინ რომ არ იქნება, უდაბურ ადგილზე იპარპაშონ.

ავტორი:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ხვალ იპოდრომზე გააპროტესტებს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ხვალ იპოდრომზე გააპროტესტებს

"გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას ხვალ, თბილისის იპოდრომზე გააპროტესტებს და აქციაში მონაწილეობის მისაღებად მხარდამჭერებსაც ეპატიჟება. ამის შესახებ ჯაფარიძე :ფეისბუქზე" წერს:

"საგანგებო მდგომარეობა გააგრძელეს 22 მაისამდე. არავის აუხსნია რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.

არავის აუხსნია რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება - ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში როგორშიც ვართ დღეს.

შესაბამისად, ხელისუფლებას არაფერი შეუშლის ხელს რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააგრძელოს პრეზიდენტის მწუხარე სახის და საპარლამენტო უმრავლესობის ტაშის თანხლებით.

ჩემი აზრით, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან და ოცნებას 1. გაუტკბა ძალაუფლებით თამაში 2. სურს გააგრძელოს დაპანიკებული მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.

და ამას აკეთებს ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოშლის ხარჯზე. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, ვეღარ იხდიან სესხებს, არავინ ეუბნებათ როდის შეიძლება დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე დღეს უდგას არსებობის პრობლემა.

ამავე დროს აკრძალულია პროტესტი, შეკრება-მანიფესტაცია, სამზე მეტი ადამიანის ერთად დგომაც კი. სრული კარტბლანში აქვთ გაერთონ სადამდეც საშუალებას მისცემს დაპანიკებული მოსახლეობა.

მე არ მჯერა რომ უბრალოდ სახლში ჯდომით და სოციალურ ქსელში წუხილით ხელისუფლება რამეს შეისმენს. ერთადერთი რის წინაშეც უკან იხევენ ხალხის რაოდენობაა, ოღონდ ხალხის რაოდენობა გარეთ და არა ნეტში.

შესაბამისად ვაპირებ პროტესტის გარეთ გამოხატვას. რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე როგორც შეკრება მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე.

ერთგვარი სამკურნალო-პროტესტი იქნება - სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ყველას ვინც ფიქრობთ რომ გასაპროტესტებელია ის რაც ხდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხვალ, 14.00 საათზე, ძველ იპოდრომზე. თან გააპროტესტებთ, თან გაისეირნებთ, თან გაჯანსაღდებით. დისტანციას დავიცავთ.

დილით წვიმაა, ამიტომ შეიძება ცოტა სისველე იყოს, მაგრამ ჰაერი იქნება სუფთა.

თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით - უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის. ერთადერთი ვინც შეიძლება დააჯარიმონ, მე ვარ - როგორც ამ აქციის ორგანიზატორი.

ბარემ ჩემი მოთხოვნებიც რომ იცოდეთ:

1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება 2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა 3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა 4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა 5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა 6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა 7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა 8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა 9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა 10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო

არ ვიცი ეს აქცია რამეს შეცვლის თუ არა, მაგრამ მინიმუმ გვეცოდინება რომ უკანასკნელი სირებივით არ ვიჯექით და არ ველოდებოდით როდის აგვხსნიდნენ ჯაჭვებს.

პ.ს. "აუ, არ მეცალა მაინცდამაინც მაგ დროს’ იქნება თალაკვაძეობა lvl 41" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

LIVE: "360 გრადუსი" - სალონ V&M-ის დირექტორი ვაჟა სუჯაშვილი, ანზორ ბიწაძე, თამარ კორძაია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში