სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს
"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

ყინ­წვი­სის კე­თილ­გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ჟღენ­ტი მის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. არ­ქი­მან­დრი­ტის თქმით, ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარს, მამა და­ვით აქი­აშ­ვილს ის არ და­უჭ­რია და სა­ერ­თოდ არა­ვი­თა­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

"გულ­ნატ­კე­ნი და ნა­წყე­ნი ვარ, რომ ასეთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, ძა­ლი­ან ცუ­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ მშობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი გვყავს და ასე­თი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია რომ ვრცელ­დე­ბა, ვი­ღა­ცა­ზე ეს ცუ­დად მოქ­მე­დებს… ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა... მხე­დავთ, რო­გორ ვარ და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, და­უჭ­რე­ლი და ცო­ცხა­ლი ვარ, მად­ლო­ბა ღმერ­თს. დღეს ჩა­ვა­ტა­რეთ მსა­ხუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რა­ტომ და­ი­წყო შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა/შე­ნახ­ვის მუხ­ლით, არ­ქი­მან­დრი­ტი ამ­ბობს, რომ არ იცის.

„შსს-მ ჩა­ა­ტა­რა ოპე­რა­ცია, სა­ი­დან ამო­ი­ღო ის ია­რა­ღი, მე არ ვიცი, ვის ჰქონ­და ია­რა­ღი… შსს ბევრ სა­მუ­შა­ოს ატა­რებს და ბევ­რგან აქვს ია­რა­ღი ამო­ღე­ბუ­ლი, მე რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მქონ­დეს, მა­შინ ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი კი არა, ვიქ­ნე­ბო­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და მე­ცო­დი­ნე­ბო­და, რო­მე­ლი ია­რა­ღი სა­ი­დან და რა მუხ­ლით ამო­ი­ღეს. მე ვარ კე­თილ­გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი საბა ჟღენ­ტი, არ­ქი­მან­დრი­ტი...

მე უარ­ვყოფ იმას, რომ აქ სა­ბას კოშკში, კე­თილ­გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში რა­ი­მე ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და და ია­რა­ღი ამო­ი­ღეს. მამა და­ვით­თან რა მოხ­და ყინ­წვის­ში და რა გა­ა­კე­თეს, ეს მე არ ვიცი. ეს მამა და­ვითს უნდა ჰკი­თხოთ. მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია...

აქე­დან რაც ჩანს, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრში მსგავ­სი ოპე­რა­ცია, რომ ამო­სუ­ლიყ­ვნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და რა­ი­მე ია­რა­ღი ამო­ე­ღოთ. ძმო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ გაგ­ვი­გია", - გა­ნა­ცხა­და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტი მოხ­და, რა დრო­საც, ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა და­ვით­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რა ყინ­წვი­სის კე­თილ­გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ჟღენ­ტი. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვას რუის-ურ­ბნი­სის მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე იო­ბიც შე­ეს­წრო. თუმ­ცა, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მე­უ­ფე იო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სიც­რუ­ეს უწო­დებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის, ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას-შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, დამ­ზა­დე­ბას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას, ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთაწმინდა
305

ჩვენი კორონა ნაცებია

ნუცა
38

ვიცნობ რობინ ჰუდის სახელობის მონასტრის ხელმძღვანელს, ძალიან კარგი პიროვნებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

"დაუჭრელი და ცოცხალი ვარ" - არ­ქი­მან­დრი­ტი საბა ყინ­წვი­სის მონასტერში მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს

ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი მის დაჭრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. არქიმანდრიტის თქმით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით აქიაშვილს ის არ დაუჭრია და საერთოდ არავითარი დაზიანებები არ აღენიშნება.

"გულნატკენი და ნაწყენი ვარ, რომ ასეთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. ჩვენ მშობლები, მეგობრები, ახლობლები გვყავს და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს… ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა... მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს. დღეს ჩავატარეთ მსახურება", - განაცხადა სასულიერო პირმა "ტვ პირველის" ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვის მუხლით, არქიმანდრიტი ამბობს, რომ არ იცის.

„შსს-მ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი, მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი… შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეს ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, ვიქნებოდი შინაგან საქმეთა მინისტრი და მეცოდინებოდა, რომელი იარაღი საიდან და რა მუხლით ამოიღეს. მე ვარ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი საბა ჟღენტი, არქიმანდრიტი...

მე უარვყოფ იმას, რომ აქ საბას კოშკში, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში რაიმე ოპერაცია ჩატარდა და იარაღი ამოიღეს. მამა დავითთან რა მოხდა ყინწვისში და რა გააკეთეს, ეს მე არ ვიცი. ეს მამა დავითს უნდა ჰკითხოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია...

აქედან რაც ჩანს, არ ჩატარებულა ყინწვისის მამათა მონასტრში მსგავსი ოპერაცია, რომ ამოსულიყვნენ თანამშრომლები და რაიმე იარაღი ამოეღოთ. ძმობა და ურთიერთობა გვაქვს და მსგავსი ინფორმაცია არ გაგვიგია", - განაცხადა სასულიერო პირმა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კრიმინალური ფაქტი მოხდა, რა დროსაც, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევას რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო. თუმცა, დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მეუფე იობის წარმომადგენელი სიცრუეს უწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას, ან გასაღებას გულისხმობს.

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი