საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ქა­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ცი­ელს, სოსო გაბ­რი­ა­ძეს აღ­კევ­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ რო­მან ხო­რა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც.

რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი, ცოტ­ნე წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი მომ­ხდარ ფაქტს ძა­ლი­ან ნა­ნობს. სოსო გაბ­რი­ა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს. ცნო­ბის­თვის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, ბრმა ტყვი­ამ ქა­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სოსო გაბ­რი­ა­ძემ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან „ვი­კინ­გის“ მო­დე­ლის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

სანამ ადამიანი არ შეიწირა, მანამდე ნანობდა, ყოველი დღესასწაულისას რომ აქუხებდა ფიშტოს, ვითომ რაიხსტაგი ჰქონდა აღებული? ან კი რა უხაროდა ამ ჟამიანობის დროს?

ხვიჩა
3

რაექეიფებოდა ამ დროში მაგ ნაძირალას,თანაც ეტყობა რომ პირველი არიყო.ყველაფრის ღირსია გარეწარი,დასხავრეტია.გულაობდა ჯიგარი.არც კომენდატის საათი იყო მაგისთვის.ნე შიშით სადარბაზოსთან ვერ ჩავსულვარ და მაგას და მაგნაირებს ყველაფრის უფლება აქვთ.ესენიკიდე აგრძელებენ ამ აკრძალვებს.ძალიან კარგი რომ საზოგადოებამ გაიგო სახელი.ეჰ იმ ქლმა რადააშავა თორე ეგ დასახვრეტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს, სოსო გაბრიაძეს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებული სამართალდამცავისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

როგორც მისი ადვოკატი, ცოტნე წერეთელი აცხადებს, სამართალდამცავი მომხდარ ფაქტს ძალიან ნანობს. სოსო გაბრიაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიამ ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა განახორციელა, რასაც მიმდებარე კორპუსში მცხოვრები ქალის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"