ავტორი:

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლებში აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროება არ დგას. როგორც მარგველაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, აკადემიური წლის გამოცხადების შემთხვევაში პირველკლასელების მისაღებად სკოლებში ინფრასტრუქტურა არ იქნება.

„მოქალაქეთა მცირე ჯგუფი გამოდის ინიციატივით მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, დისტანციური სწავლების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა-განვითარებამ განაპირობა ის, რომ სწავლის პროცესი გრძელდება, რაც ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. აღნიშნული კი აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადების იდეას. აკადემიური წლის გამოცხადებას ჩვენი კომიტეტი ეწინააღმდეგება, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ამას რა შეიძლება მოყვეს. ჯერ ერთი - პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის, 2-3 თვის შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში ისევ იგივე საზოგადოება გვეყოლება, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი, რადგან ამისთვის სკოლებში ადგილი და ინფრასტრუქტურა არ გვექნება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს მოუწოდა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის გააძლიეროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროგრამა, რომ სასწავლო პროცესში ეს ბავშვებიც ჩაერთონ.

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"სერიოზული ინოვაციაა, სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა" - ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში დანერგილ სიახლეზე

"უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა... ახალი შემთხვევების ზრდა აღარ შეინიშნება" - ცერცვაძე