ავტორი:

კილაძე სამადაშვილს: "უღირსი საქციელი იყო "ტიკ-ტოკის" ხსენება - პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, ლანძღვისთვის გამოიყენეთ"

კილაძე სამადაშვილს: "უღირსი საქციელი იყო "ტიკ-ტოკის" ხსენება - პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, ლანძღვისთვის გამოიყენეთ"

"ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"გუშინ ვიხილეთ ივანიშვილების ოჯახის გამამხნევებელი ჰაკა, ჰიპ-ჰოპის თუ რეპის სტილში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც საზოგადოება ელოდება შეკითხვებზე პასუხს, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსახვავებული წესით, იმისთვის, რომ პარლამენტში, სადაც ხალხის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მოვისმინოთ შეკითხვები, რომელიც აქვს საზოგადოებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. მისი თქმით, სჯობს ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს.

"ან ხელფასი მაინც გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთის, როგორც ეს "ქართული ოცნების" გუნდმა გააკეთა. რაღაცა მაინც გაგეკეთებინათ ქმედითი და აქტიური.

ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა "ტიკ -ტოკი" რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი.

რაღაც მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მოუტანს სიკეთეს და არამხოლოდ საუბარი, რითაც ხართ დაკავებული, მათ შორის ეკლესიის ლანძღვა- გინებაც, რაც ხშირად გვესმის თქვენი მხრიდან," - განაცხადა სოფიო კილაძემ.

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

"ტყუილად  შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ გახარია - საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით" - დავით ჭიჭინაძე ვახტანგ მეგრელიშვილს

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი