სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს
მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მსოფ­ლიო შიმ­ში­ლო­ბის რის­კის ქვე­შაა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა "ბიბ­ლი­უ­რი მას­შტა­ბის" აღ­მოჩ­ნდეს. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია აფრ­თხი­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC აქ­ვეყ­ნებს.

გა­ე­როს მსოფ­ლი­ოს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რის, დე­ვიდ ბის­ლის გან­ცხა­დე­ბით, კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სას­წრა­ფო, გა­და­უ­დე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო. ბის­ლი თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მსოფ­ლი­ო­ში ახლა 135 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, ეს ციფ­რი, შე­საძ­ლოა, 250 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

ყვე­ლა­ზე უფრო დიდი რის­კის ქვეშ 10 ქვე­ყა­ნაა, რომ­ლებ­ზეც გავ­ლე­ნას ახ­დენს კონ­ფლიქ­ტე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა. ეს ქვეყ­ნე­ბია - იე­მე­ნი, კონ­გო, ავ­ღა­ნე­თი, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ეთი­ო­პია, სამ­ხრეთ სუ­და­ნი, სუ­და­ნი, სი­რია, ნი­გე­რია და ჰა­ი­ტი.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სამ­ხრეთ სუ­დან­ში საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე კრი­ზი­სი გა­სულ წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 61%-ს შე­ე­ხო. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­სა და სამ­ხრეთ აზი­ა­ში ისე­დაც არ­სე­ბობ­და საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ბის­ლი ამ­ბობს, რომ მსოფ­ლი­ომ ჭკვი­ა­ნუ­რად და სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დოს.

"რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­იძ­ლე­ბა "ბიბ­ლი­უ­რი მას­შტა­ბის" შიმ­ში­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ. სი­მარ­თლე ის არის, რომ დრო არ გვაქვს. მჯე­რა, რომ ერ­თობ­ლი­ვი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და პან­დე­მია არ გახ­დე­ბა საკ­ვე­ბის კრი­ზი­სის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი“, - ამ­ბობს ის.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­და­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში პან­დე­მი­ის გამო სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სახ­ლშია დარ­ჩე­ნი­ლი. ზო­გი­ერ­თმა ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ამ მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, ხოლო ზო­გიც სა­ერ­თოდ და­ი­ხუ­რა. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას. ამ დრო­ის­თვის COVID-19 მსოფ­ლი­ოს 210 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 2 571 515 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 178 281 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 701 070 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
17

 რას ნიშნავს"ბიბლიური მასშტაბის"?? იმ დროში დადამიწაზე სულ არ ცხოვრობდა იმდენი ხალხი,რამდენიც დღეს უკვე შიმშილობს!

დათო
7

მაგათთან შიმშილი კორონამ კი არა სიმრავლემ გამოიწვია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო შიმშილობის რისკის ქვეშაა, რომელიც შესაძლოა "ბიბლიური მასშტაბის" აღმოჩნდეს. ამის შესახებ საზოგადოებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აფრთხილებს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის დირექტორის, დევიდ ბისლის განცხადებით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო, გადაუდებელი მოქმედებებია საჭირო. ბისლი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ თუ მსოფლიოში ახლა 135 მილიონი ადამიანი შიმშილობს, ეს ციფრი, შესაძლოა, 250 მილიონამდე გაიზარდოს.

ყველაზე უფრო დიდი რისკის ქვეშ 10 ქვეყანაა, რომლებზეც გავლენას ახდენს კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი და კლიმატის ცვლილება. ეს ქვეყნებია - იემენი, კონგო, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ სუდანში საკვებ პროდუქტებზე კრიზისი გასულ წელს მოსახლეობის 61%-ს შეეხო. კორონავირუსის პანდემიამდე აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ისედაც არსებობდა საკვების დეფიციტი ათწლეულების განმავლობაში და სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი.

ბისლი ამბობს, რომ მსოფლიომ ჭკვიანურად და სწრაფად უნდა იმოქმედოს.

"რამდენიმე თვეში შეიძლება "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილობის წინაშე აღმოვჩნდეთ. სიმართლე ის არის, რომ დრო არ გვაქვს. მჯერა, რომ ერთობლივი, პარტნიორული ურთიერთობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს და პანდემია არ გახდება საკვების კრიზისის კატასტროფის მიზეზი“, - ამბობს ის.

კორონავირუსის პანდემია ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. გლობალური მასშტაბით მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს. საზოგადოების დიდი ნაწილი სახლშია დარჩენილი. ზოგიერთმა ბიზნეს კომპანიამ მუშაობა შეაჩერა, ხოლო ზოგიც საერთოდ დაიხურა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 210 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, 2 571 515 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 178 281 გარდაიცვალა, ხოლო 701 070 გამოჯანმრთელდა.

"საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა აკრძალა მას შემდეგ, რაც მეცნიერების ნაწილმა დაადგინა, რომ მწეველები COVID-19-ს უკეთესად უმკლავდებიან" - BBC

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა