ბრაზილიის ქალაქ მანაუსში კორონავირუსით გარდაცვლილების დასაკრძალად ექსკავატორებით მასობრივად თხრიან საფლავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქალაქის მერი, ვირჯილიო ნეტო აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო მანაუსში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასამმაგდა და ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანის დაკრძალვა უწევთ.
"აღნიშნული ზომის მიღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების დაკრძალვა წესების დაცვით გაგვეხორციელებინა,“- აცხადებს მანაუსის მერი "სიენენთან“ საუბარში.
მისივე თქმით, ქალაქის სამედიცინო სისტემა პაციენტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს და ადამიანები სახლებში იღუპებიან.
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ფედერალური მთავრობისგან არანაირი დახმარება მიგვიღია,“ - აღნიშნავს ვირჯილიო ნეტო.
კორონავირუსით გარდაცვლილთა დასაკრძალად ბრაზილიაში მანამდე ქალაქ ვილა ფორმოსას სასაფლაოზეც გათხარეს ბევრი საფლავი. ფოტოები კი Reuters-მა და Daily Mail-მა გაავრცელა.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 43 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 2 741 ადამიანი.
ნუ გეშინიათ, ექსკავატორებზეც წინასწარ ვიზრუნებთ.
თითოეული ადამიანის სიკვდილი დასანანია რა თქმა უნდა და საწყენი, მაგრამ ასეთი შოუს მოწყობა, საერთო საფლავების გათხრა, სკაფანდრიანი ხალხის მონაწილეობით მათი დაკრძალვა ხომ ყოველგვარ ზღვარს სცილდება და სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და ხალხს რომ არ სტრესავდეს ეს ყველაფერი უმიზეზოდ და მიზანმიმართულად, და აი რატომ: ბრაზილიიის მოსახლეობა - 217 000 000 ადამიანი კორონამ "იმსხვერპლა" - 2741 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 0.0012%, ერთი კითხვა მაქვს ჩვეულებრივმა გრიპმა რამდენი ადამიანი მოკლა ამ სამი თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში?
დასკვნები თქვენთვის მომინდია!!!!