ავტორი:

ქუთაისში 73 წლის პაციენტმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისში 73 წლის პაციენტმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 73 წლის პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.

„მძიმე პაციენტი იყო, ახლა კარგად არის და ეწერება სტაციონარიდან. გუშინ ჩაუტარდა განმეორებითი ანალიზი მეორეჯერ და ნაცხის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია“,- განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 73 წლის პაციენტს სიმსივნური დაავადება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული 97 პაციენტია.

მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალულია 27 აპრილის დღის ბოლომდე

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია