საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი
"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

"სოსო გაბ­რი­ა­ძემ გას­რო­ლა ჰა­ერ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და არც უშ­ვებ­და, რომ ასე­თი შე­დე­გი დად­გე­ბო­და... ის და­ნა­შა­ულს ინა­ნი­ებს" - ამის შე­სა­ხებ ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ად­ვო­კატ­მა ცოტ­ნე წე­რე­თელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

მან იმ დღის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­დე­საც ტრა­გე­დია მოხ­და და აღ­ნიშ­ნა, რომ გას­რო­ლის მო­მენ­ტში გაბ­რი­ა­ძე სახ­ლში მარ­ტო იყო.

"სუფ­რა და­ი­შა­ლა "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თამ­დე" ანუ 9 სა­ა­თამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა. ამის შემ­დეგ და­ი­შალ­ნენ. სახ­ლში მხო­ლოდ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დარ­ჩა. ანუ რო­დე­საც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მარ­ტო იყო. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობს, მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა.

სას­ჯელს არ გა­ურ­ბის, არ გა­ურ­ბის სა­მარ­თლებ­რივს და მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას... რო­დე­საც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მან არ იცო­და ეს შე­დე­გი თუ დად­გა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მი­ა­კი­თხეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და აქე­დან გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი. ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მის გასრლას შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი შე­დე­გი მო­ყო­ლო­და" - აღ­ნიშ­ნა წე­რე­თელ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, არას­წო­რია მე­ზობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სოსო გაბ­რი­ა­ძეს გას­რო­ლე­ბი ად­რეც ჰქო­ნია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

"მე მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, გა­ვი­ცა­ნი ახლა, კლი­ენ­ტი-ად­ვო­კა­ტის ურ­თი­ერ­თო­ბი­დან. და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა შე­მექ­მნა მისი გან­ცდე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამა ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და პო­ლი­ცი­ა­ში და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ.

დღეს მისი კა­რის მე­ზო­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი მას­ზე ამას, ლიფ­ტში შეს­ვლის და გა­მოს­ვლის წინ პირ­ჯვარს იწერ­დაო. გა­მარ­ჯო­ბას ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ­დი, ისეთ მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­აო" - ამ­ბობს წე­რე­თე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, ბრმა ტყვი­ამ ქა­ლის სი­ცო­ცხლე ისმხვერ­პლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სოსო გაბ­რი­ა­ძემ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან „ვი­კინ­გის“ მო­დე­ლის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
10

კარისა და სადარბაზოს მეზობლებს უნდა მოვუკითხო დიდი სიყვარულით კეთილები. თქვე ავისმქმნელებო, ხომ იცოდით, რასაც ჩადიოდა ყოველ დღესასწაულზე, დაგერეკათ ერთხელ მაინც პატრულში, ის ქალიც ცოცხალი იქნებოდა და ეს ნადირიც – გამოფხიზლებული სასტიკი საყვედურით და კლიზმით უფროსობისგან. და ახლა გინდათ, რომ თქვენი ტირილი და შაჰსეი–ვაჰსეი დავიჯეროთ? პირჯვარს იაკობი დღეში 27–ჯერ იწერს, მაგრამ ვერ დააყენა ქვეყანა საფრთხის ქვეშ?

დუდუ
0

მინახია თბილისობას გამოსული ხალხში საღრეოდ მთვრალი პოლიციელი როგორ იქნევდა იარაღს გესვრითო. მერე მოვიდნენ მისიანები და წაათრიეს მართლა სანამ მოკლავდა ვინმეს. და კიდევ უამრავი შემთხვევა არსებობს. ამ ხალხს აქვს ასეთი ფსიქოლოგია. გაძაღლებული სამსახური. ალბათ თავისუფლებას ხედავენ ბრმად გასროლაში. მოკლედ არანაირი გამართლება მკვლელობას არ აქვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

"სოსო გაბრიაძემ გასროლა ჰაერში განახორციელა და არც უშვებდა, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა... ის დანაშაულს ინანიებს" - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველის ადვოკატმა ცოტნე წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მან იმ დღის შესახებ ისაუბრა, როდესაც ტრაგედია მოხდა და აღნიშნა, რომ გასროლის მომენტში გაბრიაძე სახლში მარტო იყო.

"სუფრა დაიშალა "კომენდანტის საათამდე" ანუ 9 საათამდე მიმდინარეობდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა. ამის შემდეგ დაიშალნენ. სახლში მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩა. ანუ როდესაც გასროლა განახორციელა მარტო იყო. კიდევ ერთხელ ვამბობს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

სასჯელს არ გაურბის, არ გაურბის სამართლებრივს და მორალურ პასუხისმგებლობას... როდესაც გასროლა განახორციელა, მან არ იცოდა ეს შედეგი თუ დადგა. რამდენიმე საათის შემდეგ მიაკითხეს პოლიციელებმა და აქედან გაიგო ეს ამბავი. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის გასრლას შეიძლებოდა ასეთი შედეგი მოყოლოდა" - აღნიშნა წერეთელმა.

ადვოკატის თქმით, არასწორია მეზობლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოსო გაბრიაძეს გასროლები ადრეც ჰქონია განხორციელებული.

"მე მას პირადად არ ვიცნობდი, გავიცანი ახლა, კლიენტი-ადვოკატის ურთიერთობიდან. დადებითი განწყობა შემექმნა მისი განცდებიდან გამომდინარე, ამა ამას დაემატა ისიც, რომ საზოგადოებაში და პოლიციაში დადებითად ახასიათებენ.

დღეს მისი კარის მეზობელი მეუბნება, ვერ წარმოვიდგენდი მასზე ამას, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო. გამარჯობას ვერ ათქმევინებდი, ისეთ მორიდებული ადამიანიაო" - ამბობს წერეთელი.

ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიამ ქალის სიცოცხლე ისმხვერპლა. სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა განახორციელა, რასაც მიმდებარე კორპუსში მცხოვრები ქალის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.