საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე
"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე

ეს არის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგა ბო­კე­რია, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Tik-Tok-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი.

მისი თქმით, კაცი, რო­მე­ლიც ამ უმ­ძი­მე­სი კრი­ზი­სის დროს არ და­ლა­პა­რა­კე­ბია არა­ვის, ასე მი­ე­გე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ეს არის პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის. ამ ქვეყ­ნის დე ფაქ­ტო მმარ­თვე­ლია, ფორ­მა­ლუ­რად მმარ­თვე­ლი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, ყვე­ლა­ფერს წყვეტს ის.

ამ უმ­ძი­მე­სი კრი­ზი­სის დროს არ დაგ­ვლა­პა­რა­კე­ბია არა­ვის, არც ერთ მის მო­ქა­ლა­ქეს, ერთი სი­ტყვა არ უთ­ქვამს, რას ფიქ­რობს, რა ხედ­ვა აქვს და აი ასე მი­ე­გე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პირ­და­პირ უთხრა ყვე­ლას, რომ ფე­ხებ­ზე მკი­დი­ხარ­თო.

ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში კი არ იქ­ნე­ბო­და ეს, რა თქმა უნდა, უბ­რა­ლოდ გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბო­და, ვინ რითი ერ­თო­ბა, მაგ­რამ ამ კონ­ტექ­სტში, ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა და გარ­კვე­ვით თქმა იმის, რომ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია მთე­ლი ეს ქვე­ყა­ნა", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ Tik-Tok-ზე ვი­დე­ო­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­თავ­სა.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიგარი
148

ბიძო ჯიგარია!!!

ზერო
113

და რა ქნას უნდა ტიროდეს და მაშინ კარგი კაცი იქნება თუ რა უნდა ამას .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე

"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე

ეს არის მთელი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია გადაღებული.

მისი თქმით, კაცი, რომელიც ამ უმძიმესი კრიზისის დროს არ დალაპარაკებია არავის, ასე მიეგება საზოგადოებას.

"ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების. ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, ფორმალურად მმართველი, პარტიის თავმჯდომარეა, ყველაფერს წყვეტს ის.

ამ უმძიმესი კრიზისის დროს არ დაგვლაპარაკებია არავის, არც ერთ მის მოქალაქეს, ერთი სიტყვა არ უთქვამს, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს და აი ასე მიეგება საზოგადოებას. პირდაპირ უთხრა ყველას, რომ ფეხებზე მკიდიხართო.

ამხელა ამბავი ნორმალურ ვითარებაში კი არ იქნებოდა ეს, რა თქმა უნდა, უბრალოდ გემოვნების საკითხი იქნებოდა, ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში, ეს არის შეურაცხყოფა და გარკვევით თქმა იმის, რომ ფეხებზე ჰკიდია მთელი ეს ქვეყანა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე ვიდეოში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელიც სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა განათავსა.

"რაო გიგა, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლაზე გადახვედი ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

"ელისაშვილი უსინდისო ადამიანია" - გიგა ბოკერია

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია