27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელს, რომელმაც ბრმა ტყვიით ქალი იმსხვერპლა, განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს
პოლიციელს, რომელმაც ბრმა ტყვიით ქალი იმსხვერპლა, განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ს.გ.-ს ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 19 აპ­რილს, სოსო გაბ­რი­ა­ძე. იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გა­ვი­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აი­ვან­ზე და რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში, თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი "ვი­კინ­გის" მო­დე­ლის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შე­დე­გად, ს.გ.-ის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ერთ-ერთი ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მყოფ- თ.ა.-ს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

"საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მათ შო­რის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კა, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის 13 მას­რა და ს.გ.-ს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი „ვი­კინ­გის’’ ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. სრო­ლის მან­ძილ­ზე და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა, ასე­ვე ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა. მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა არა­ერ­თი პირი.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­მენ­ტში ს.გ. სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­ტო. მას­თან სტუმ­რად მყოფ­მა პი­რებ­მა ს.გ.-ს ბინა და­ტო­ვეს სრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, რაც და­ა­დას­ტუ­რეს მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვი­სას რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნულ­მა სამ­მა პირ­მა, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტი ასა­ხუ­ლია კორ­პუს­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნის თა­ო­ბა­ზე.ს.გ.-ს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შვი­დი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლ სოსო გაბ­რი­ა­ძეს, რო­მელ­მაც ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა 19 აპ­რილს აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი თა­მარ ან­თე­ლა­ვა იმ­სხვერ­პლა, თავ­და­პირ­ვე­ლად სსკ მი­ხედ­ვით 116-ე მუხ­ლი, რაც გუ­ლის­ხობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ორი­დან ოთხ წლამ­დე. ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. თა­მარ ან­თე­ლა­ვას ოჯახ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თა, დამ­ნა­შა­ვე სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ე­სა­ჯათ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
2

ეჰ ის ქალი და მისი ოჯახია ცოდვა თორემ ამ გარეწარს მე თუ მკითხავ დღის სინათლე არუნდა დაანახო. მისნაირები კიდე ბევრნი არიან ვისაც იარაღაღი მისცე კიარა შორიდანაც არუნდა დაანახო წესით. მაქსიმალური უნდა მისცე ამ უსინდისოს რომ სხვამ ვეღარ გაბედოს. სასჯელები გადასახედია აუცილებლად. გაგვახარეთ და გამოვიდეს ერთი ვინმე წესიერი კაცი და თქვით რომ გადაიხედება დანაშაულებზე სასჯელები რა.

uuu
8

ეხლა ამისთვის რომ შინაპატიმრობა ან პირობითი მიეცათ, როგორც აპირებდნენ, ეს საქმე გადაიქცეოდა ქოცების "გირგვლიანის საქმედ" და არჩევნებზე ჩაძირავდა. ეტყობა ჰყავთ მაინც ერთი-ორი ჭკვიანი და გრძნობენ სიტუაციას. მაგრამ გული მიგრძნობს, რომ დამნაშავეს შეწყალებით ან რაიმე მაქინაციით გამოუშვებენ არჩევნების შემდეგ! ეს საქმე მაგალითია, თუ როგორ გრძნობენ თავს ძალოვანები და ყველა, ვინც თანამდებობაზეა: კლანური ინტერესები, შერჩევითი სამართალი და ძალმომრეობა ზეიმობს დღეს საქართველოში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

პოლიციელს, რომელმაც ბრმა ტყვიით ქალი იმსხვერპლა, განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს

პოლიციელს, რომელმაც ბრმა ტყვიით ქალი იმსხვერპლა, განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს

თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, სოსო გაბრიაძე. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი "ვიკინგის" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით.

შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

"საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა, ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე.ს.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ სოსო გაბრიაძეს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვიით მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები თამარ ანთელავა იმსხვერპლა, თავდაპირველად სსკ მიხედვით 116-ე მუხლი, რაც გულისხობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ამას საზოგადოებასა და მოკლულის ოჯახის წევრებში პროტესტი მოჰყვა. თამარ ანთელავას ოჯახმა სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, დამნაშავე სრული სიმკაცრით დაესაჯათ.

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!" - რა დეტალებზე საუბრობს შაქარაშვილის ბიძა ექსპერტიზის შემდეგ და რას ამბობს მკვლელობის მოტივზე?

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"