პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურისტები, რომლებიც პანდემიის გამო ინდოეთში ჩარჩნენ, გამოქვაბულში იპოვეს - "ფული გამოელიათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ"
ტურისტები, რომლებიც პანდემიის გამო ინდოეთში ჩარჩნენ, გამოქვაბულში იპოვეს - "ფული გამოელიათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ"

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო შე­ზღუდ­ვე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ინ­დო­ეთ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ექ­ვსი ტუ­რის­ტი ერთ-ერთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რობ­და. მათ შე­სა­ხებ CNN წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი ქა­ლაქ რი­ში­კეშ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბულ­ში თით­ქმის ერთი თვე ცხოვ­რობ­და. ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ იპოვ­ნა და ორ­კვი­რი­ან სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟიმ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ტუ­რის­ტებს შო­რის იყო 4 მა­მა­კა­ცი და 2 ქალი - საფ­რან­გე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, აშშ-დან და ნე­პა­ლი­დან. ისი­ნი სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ, თუმ­ცა ფრე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, ვერც ინ­დო­ე­თი და­ტო­ვეს, ფუ­ლიც გა­მო­ე­ლი­ათ და იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ სას­ტუმ­რო­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ და გა­და­წყვი­ტეს, გა­მოქ­ვა­ბულ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ.

"ისი­ნი გა­მოქ­ვა­ბულ­ში 24 მარ­ტი­დან ცხოვ­რობ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ გა­სულ კვი­რას იპო­ვა და ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, ჯან­მრთე­ლე­ბი ჩა­ნან“, - ამ­ბობს ინ­დო­ე­თის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მუ­კეშ ჩან­დი CNN-თან.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­რო­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნივ­თე­ბი­სა და საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. პო­ლი­ცი­ას კი გა­მოქ­ვა­ბულ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, მას შემ­დეგ, რაც შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ იქ უცხო­ე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ტუ­რის­ტე­ბის ფო­ტოს BBC ავ­რცე­ლებს, თუმ­ცა აქ მხო­ლოდ 5 მათ­გა­ნი ჩანს

ინ­დო­ეთ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 24 მარ­ტი­დან კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 20 მარ­ტი­დან აკ­რძა­ლა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით 18 658 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 592 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 3 273 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
4

ეგეც შენი 21-ე საუკუნე.თურმე რა ადვილად შეიძლება ჩამოშორდე ცივილიზაციის ყველა მიღწევას და გაველურდე.

ნინოს
0

ველურები ისინი არიან, ვისი დაწესებული შეზღუდვების და თანაც ფეხზე დაკიდების გამო მოუწიათ გამოქვაბულში შესახლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ტურისტები, რომლებიც პანდემიის გამო ინდოეთში ჩარჩნენ, გამოქვაბულში იპოვეს - "ფული გამოელიათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ"

ტურისტები, რომლებიც პანდემიის გამო ინდოეთში ჩარჩნენ, გამოქვაბულში იპოვეს - "ფული გამოელიათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ"

კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში ჩარჩენილი ექვსი ტურისტი ერთ-ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა. მათ შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, ტურისტების ჯგუფი ქალაქ რიშიკეშთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში თითქმის ერთი თვე ცხოვრობდა. ისინი პოლიციამ იპოვნა და ორკვირიან საკარანტინე რეჟიმში გადაიყვანა.

ტურისტებს შორის იყო 4 მამაკაცი და 2 ქალი - საფრანგეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და ნეპალიდან. ისინი სასტუმროში ცხოვრობდნენ, თუმცა ფრენების შეჩერების შემდეგ, ვერც ინდოეთი დატოვეს, ფულიც გამოელიათ და იძულებულნი გახდნენ სასტუმროდან წასულიყვნენ და გადაწყვიტეს, გამოქვაბულში დასახლებულიყვნენ.

"ისინი გამოქვაბულში 24 მარტიდან ცხოვრობდნენ. პოლიციამ გასულ კვირას იპოვა და ორკვირიან კარანტინში გადაიყვანა, თუმცა პირველადი შეფასებით, ჯანმრთელები ჩანან“, - ამბობს ინდოეთის პოლიციის წარმომადგენელი მუკეშ ჩანდი CNN-თან.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროდან წამოსვლის შემდეგ დარჩენილი თანხა ელემენტარული ნივთებისა და საკვების საყიდლად გამოიყენეს. პოლიციას კი გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანების შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა შეატყობინა, მას შემდეგ, რაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ იქ უცხოელები იყვნენ.

ტურისტების ფოტოს BBC ავრცელებს, თუმცა აქ მხოლოდ 5 მათგანი ჩანს

ინდოეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 მარტიდან კარანტინია გამოცხადებული. საერთაშორისო ფრენები კი ხელისუფლებამ 20 მარტიდან აკრძალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 18 658 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 592 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3 273 გამოჯანმრთელდა.

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს