პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარგი პროგნოზით, Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტი შემოდგომაზე გვექნება - როგორ ნიშნავენ წამლებს ინფიცირებულ პაციენტებთან
კარგი პროგნოზით, Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტი შემოდგომაზე გვექნება - როგორ ნიშნავენ წამლებს ინფიცირებულ პაციენტებთან

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის ლე­ვან გო­ფო­ძის გან­ცხდე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ინიშ­ნე­ბა არა სიმპტო­მე­ბის, არა­მედ ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ში პრე­პა­რატ პლაქ­ვე­ნი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ხდე­ბა.

„მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­კი­თხი. მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე ტი­პის პრე­პა­რა­ტი იხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შიც. რამ­დე­ნი­მე პრე­პა­რატ­ზე სა­უ­ბა­რია, რომ ჩვენ­თან შე­მო­ვა და ჩვენც და­ვი­წყებთ მის გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი იხ­მა­რე­ბა ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, და არა - სიმპტო­მე­ბის. თუ რა სა­ხის პნევ­მო­ნია აქვს, რო­გორ მი­დის და­ა­ვა­დე­ბა ა. შ. ამის შემ­დგომ მი­დის პრე­პა­რა­ტე­ბის შერ­ჩე­ვა. სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის პნევ­მო­ნი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი ინიშ­ნე­ბა. ასე ვერ გან­ვსა­ზღვრავთ ჩვენ, რა პრე­პა­რა­ტი რო­დის უნდა დავ­ნიშ­ნოთ, ეს არის წმინ­და სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხი და მგო­ნია, რომ ექი­მებს უნდა მი­ვან­დოთ ეს და და­ვე­ლო­დოთ მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებს. ჯერ­ჯე­რო­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გე­ბი კარ­გია. უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებს პლაქ­ვე­ლი­ნით არ ვმკურ­ნა­ლობთ. უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებს ძი­რი­თა­დად აკ­ვირ­დე­ბი­ან და მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბას უტა­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლის პრო­ცეს­შია და პრო­ტო­კო­ლიც შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა.

„ეს და­ა­ვა­დე­ბა არის შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში. ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ვი­ცით. ჩვენ ახლა ვართ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ტო­კო­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც, მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში ვართ. ამი­ტო­მაა, რომ ეს პრო­ტო­კო­ლე­ბი იც­ვლე­ბა სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ერ­თვე­ბა, ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტი სა­ერ­თოდ ვარ­დე­ბა, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ნა­ხავს, რომ ის არა­ფექ­ტუ­რია. ძნე­ლია ახლა ვი­სა­უბ­როთ მყარ პრინ­ცი­პებ­ზე, რომ­ლი­თაც ვმკურ­ნა­ლობთ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას იმი­ტომ, რომ ამ ინ­ფექ­ცი­ას ჩვენ ახლა ვსწავ­ლობთ. პე­რი­ო­დი დე­კემ­ბრი­დან დღემ­დე, ძა­ლი­ან ცო­ტაა იმის­თვის, რომ ჩვენ შე­ვის­წავ­ლოთ ისე­თი ინ­ფექ­ცია, რო­მელ­მაც მთე­ლი სამ­ყა­რო შეძ­რა და თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა. კარ­გი პროგ­ნო­ზით, მე­დი­კა­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს შე­მოდ­გო­მა­ზე, ვაქ­ცი­ნა­ზე ლა­პა­რა­კია, რომ თუ ერთ წე­ლი­წად­ში იქ­ნე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­ფო­ძემ.

ალექს
0

კაცმა არ იცის კანონზომიერებაა თუ არა და მაღალმთიან მშრალი კლიმატის, ასევე ჩაკეტილ დიქტატურებში და ცხელ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად დასნებოვნება ჩვენზე ნაკლებია ! იაპონიას და ვიეტნამს აქვს გასაოცარი შედეგი , ეთიოპიაში ასთხუთმეტი მილიონი მოსახლეა და თითქმის არაა კორონა, ეთიოპიელია ის თავმჯდომარე , სხვათაშორის ,ლათინურ ამერიკაშიც ,გასაგებია რომ ზოგან სტატისტიკა ვერაა აწყობილი, წყობა არ უვარგათ ! ნოთ ე თოქ და მსოფლიო კომპიუტერი ამას ვერ ითვლის ? სთრეინჯ ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

კარგი პროგნოზით, Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტი შემოდგომაზე გვექნება - როგორ ნიშნავენ წამლებს ინფიცირებულ პაციენტებთან

კარგი პროგნოზით, Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტი შემოდგომაზე გვექნება - როგორ ნიშნავენ წამლებს ინფიცირებულ პაციენტებთან

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხდებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მედიკამენტები ინიშნება არა სიმპტომების, არამედ ჩვენების მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. მისივე განცხადებით, უსიმპტომო პაციენტებში პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება არ ხდება.

„მედიკამენტების მიღება არის საკმაოდ რთული საკითხი. მსოფლიოში რამდენიმე ტიპის პრეპარატი იხმარება, მათ შორის, რამდენიმე მათგანი საქართველოშიც. რამდენიმე პრეპარატზე საუბარია, რომ ჩვენთან შემოვა და ჩვენც დავიწყებთ მის გამოყენებას. ეს პრეპარატები იხმარება ჩვენების მიხედვით, და არა - სიმპტომების. თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება ა. შ. ამის შემდგომ მიდის პრეპარატების შერჩევა. სხვადასხვა სირთულის პნევმონიის გამოვლინების შემთხვევაში, სხვადასხვა პრეპარატების კომბინაციები ინიშნება. ასე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენ, რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნოთ, ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და მგონია, რომ ექიმებს უნდა მივანდოთ ეს და დაველოდოთ მკურნალობის შედეგებს. ჯერჯერობით მკურნალობის შედეგები კარგია. უსიმპტომო პაციენტებს პლაქველინით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ“, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, დაავადება ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და პროტოკოლიც შესაბამისად იცვლება.

„ეს დაავადება არის შემეცნების პროცესში. ეს არ არის დაავადება, რომელიც დიდი ხანია ვიცით. ჩვენ ახლა ვართ დაავადების მკურნალობის შემეცნების პროცესში. ბუნებრივია, პროტოკოლებიც შეიძლება შეიცვალოს, დამოკიდებულებაც მედიკამენტებიც, მუდმივ ძიებაში ვართ. ამიტომაა, რომ ეს პროტოკოლები იცვლება სხვადასხვა მედიკამენტები ერთვება, ზოგიერთი მედიკამენტი საერთოდ ვარდება, როდესაც მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ის არაფექტურია. ძნელია ახლა ვისაუბროთ მყარ პრინციპებზე, რომლითაც ვმკურნალობთ კოვიდინფექციას იმიტომ, რომ ამ ინფექციას ჩვენ ახლა ვსწავლობთ. პერიოდი დეკემბრიდან დღემდე, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ისეთი ინფექცია, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა და თავდაყირა დააყენა. ამას დრო დასჭირდება. კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

"პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"