ავტორი:

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე

ნოდარ მელაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მთავარი არხი" დატოვა, "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერის პოსტზე აგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ინგა გრიგოლია წერს:

"ნოდარ მელაძე - ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან "ტვ პირველის" მთავარი პროდუსერი. უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი.

მისი მოსვლა ტვ "პირველისთვის" უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით.

ნოდარ მელაძემ "ტვ პირველში" პირველი სამუშაო დღე რემონტით დაიწყო

წარმატებები ნოდარ, ახალ პოზიციაზე, ახალი ენერგიით და ახალი გეგმებით. ვიცი, რას ნიშნავს პროფესიული საქმიანობის ხელახლა, ნულიდან დაწყება, შენც იცი... გამოცდილი გაქვს და ყოველი ასეთი ახალი ეტაპი კიდევ უფრო დიდი წარმატება იყო ხოლმე შენთვის!

კეთილი იყოს შენი ფეხი არხზე, სადაც, თავის დროზე, მეგობრების დასახმარებლად პირველი აგური შენ დადე, ნიუსის პირველი მუსიკა შენ შეარჩიე და პირველი შეფუთვა და სტუდიაც შენი ხელით გაგვიკეთე, ისე, უანგაროდ... მაშინ ალბათ ძნელად წარმოგედგინა, როდესმე აქ თუ მოგიყვანდა შენი ცხოვრების გზა...

სულ ვიცოდი, რომ ოდესმე ერთმანეთს ისევ გადავეკვეთებოდით. ერთად ბევრ მაგარ პროექტს გავაკეთებთ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სტატუსს ვწერ. დღეიდან ნოდარ მელაძე - ტვ "პირველის" გენერალური პროდუსერია. P.S უკვე დაიწყო ოფისის დანგრევა, პირველივე დღიდან" - წერს გრიგოლია.

ნოდარ მელაძემ "მთავარი არხის" დატოვების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ნიკა გვარამიასთან უთანხმოება გახდა. მელაძე ერთ-ერთი მთავარი პერსონა იყო "მთავარი არხის" შექმნის პროცესში, იქამდე კი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა "რუსთავი 2"-ში.

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა... ღმერთი დაგვსჯის, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე