კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ არა... ვურჩევ ეყოს კაცობა, მოითხოვოს სასჯელი - ეს იქნება მისი მონანიება" - რას წერს ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე
"მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ არა... ვურჩევ ეყოს კაცობა, მოითხოვოს სასჯელი - ეს იქნება მისი მონანიება" - რას წერს ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე

მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის მე­უღ­ლე, თე­მურ პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი მათ ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას, რა დრო­საც მომ­ღერ­ლის დედა, თა­მარ ან­თე­ლა­ვა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა, "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა. პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და თა­ვად ბრალ­დე­ბულს მი­მარ­თავს:

"არ მჩვე­ვია სტა­ტუ­სე­ბის და­წე­რა, უბ­რა­ლოდ, გამ­წა­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი ვართ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო.

მომ­ხდა­რი ფაქ­ტი, რაც მოხ­და ყვე­ლამ კარ­გათ ვი­ცით. ოჯა­ხი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ნი მოგ­ვიკ­ლეს, სა­ო­ცა­რი დედა, გიჟი ბე­ბია და მე­გო­ბა­რი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით. მინ­და მივ­მარ­თავ თხოვ­ნით შსს ორ­გა­ნო­ებს - გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა და მსგავ­სი ქმე­დე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ა­ფა­სონ და სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცენ ამ მომ­ხდარ ფაქტს.

ქალი, რო­მე­ლიც ერთი თვე თა­ვის ერ­თა­დერთ შვი­ლიშ­ვილს არ ნა­ხუ­ლობ­და ვირუ­სის გამო, სული მის­დი­ო­და, იცავ­და მკაც­რად ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას მის გაზ­რდილ ბავ­შვზე და გა­რეთ არ გა­მო­დი­ო­და და ვი­ღაც ვაჟ­კა­ცის ქე­იფს და ღრი­ან­ცე­ლის გამო სი­ცო­ცხლე მო­ეს­წრა­ფა. ყო­ვე­ლი დილა ვი­დეო ზა­რით მე­წყე­ბო­და, ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლის ერთ სა­თი­ან სა­უბ­რით და ერ­თმა­ნე­თის მო­ფე­რე­ბის. ორი დღეა ბავ­შვი ბე­ბოს ეძებს, რა ვუ­თხრა? ხან რას ვი­გო­ნებ, ხან რას. ვერ უყუ­რებ ჩემი მე­უღ­ლის გა­თი­შულ სა­ხეს, ამას ვერ გა­უძ­ლებს ვე­რა­ვინ, რაც ჩემ ოჯახ­ში ხდე­ბა.

მინ­და მივ­მარ­თო იმ სა­ცო­დავს, მე­ცო­დე­ბა მისი შვი­ლე­ბი და მე­უღ­ლე, თვი­თონ ის არ და ვერ შე­მე­ცო­დე­ბა, ვურ­ჩევ, გა­ი­აზ­როს, რაც ჩა­ი­დი­ნა და ეყოს კა­ცო­ბა და სა­სა­მარ­თლო­ზე აღი­ა­როს და თვი­თონ მო­ი­თხო­ვოს სას­ჯე­ლი. ეს იქ­ნე­ბა მისი მო­ნა­ნი­ე­ბა. თუ ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა უნდა და ურ­ჩევ­ნია გა­ა­კე­თოს პი­რა­დად, ჩემ­თვის უკე­თე­სია, უფრო ად­ვი­ლად მივ­წვდე­ბი, თა­მუ­ნას ვერ გა­ვა­ცო­ცხლებ, მაგ­რამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყუ­რებ ესეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ჩვე­ნი ოჯა­ხი არა­ნა­ირ ზედ­მეტ რე­ა­გი­რე­ბას არ ვა­კე­თებთ, ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას. და დიდი იმე­დი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შე­დეგს და სას­ჯელს და­დე­ბენ", - წერს გარ­დაც­ვლი­ლის სიძე.

შე­გახ­სე­ნებთ, 19 აპ­რილს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლმა, სოსო გაბ­რი­ა­ძემ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, უმი­სა­მარ­თოდ გას­რო­ლის შე­დე­გად, მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 50 წლის თა­მარ ან­თე­ლა­ვა იმ­სხვერ­პლა.

საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 116-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით. გაბ­რი­ა­ძეს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელის.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორი­დან ოთხ წლამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
12

სამუდამო უნდა მიესაჯოს და სხვა აღარ გააკეთებს, რა 4 წელი, ადამიანი მოკლა და ოჯახი გააუბედურა! 

კანონი გადასახედია
1

ეს რა კანონია, მკვლელს იმაზე ნაკლები სასჯელი აქვს, ვიდრე ქურდს თაღლითს ან გაცილებით მსუბუქი დანაშაულის ჩამდენს! დავაი ხეხოს 16 დან ზევით.ესეც ცოტაა მკვლელისთვის, სხვას სიცოცხლე წაართვა და არც უნდათ რომ დაისაჯნონ. თფუი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ არა... ვურჩევ ეყოს კაცობა, მოითხოვოს სასჯელი - ეს იქნება მისი მონანიება" - რას წერს ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე

"მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ არა... ვურჩევ ეყოს კაცობა, მოითხოვოს სასჯელი - ეს იქნება მისი მონანიება" - რას წერს ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე

მომღერალ თიკა მახალდიანის მეუღლე, თემურ პირველაშვილი მათ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც მომღერლის დედა, თამარ ანთელავა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, "ფეისბუქზე" ეხმაურება. პირველაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს და თავად ბრალდებულს მიმართავს:

"არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ, გამწარებული ოჯახი ვართ, იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო.

მომხდარი ფაქტი, რაც მოხდა ყველამ კარგათ ვიცით. ოჯახი განადგურებულია, საოცარი ადამინი მოგვიკლეს, საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი, ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართავ თხოვნით შსს ორგანოებს - გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.

ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა, იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთ სათიან საუბრით და ერთმანეთის მოფერების. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა? ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს, ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემ ოჯახში ხდება.

მინდა მივმართო იმ საცოდავს, მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, გაიაზროს, რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი. ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს პირადად, ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში.

ჩვენი ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას. და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ", - წერს გარდაცვლილის სიძე.

შეგახსენებთ, 19 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, სოსო გაბრიაძემ ნასვამ მდგომარეობაში, უმისამართოდ გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები 50 წლის თამარ ანთელავა იმსხვერპლა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ 116-ე მუხლით, რაც გულისხობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. გაბრიაძეს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

"თავისით გამოისახა ჯვარიც და ზეთი წამოვიდა..." - რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს