სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა
ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და რე­გი­ო­ნებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, რაც არა­ერთ სო­ფელ­ში დღემ­დე პრობ­ლე­მურ სა­კი­თხად რჩე­ბა. ამ კუ­თხით გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში, სა­დაც სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო­სა“ და კო­რე­უ­ლი „K-water“-ის და­ფი­ნან­სე­ბით ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ას სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში მთლი­ა­ნად გა­რე­მონტდა შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თუ­ლი, მო­ე­წყო დღი­სა და ე.წ. ლუქს-პა­ლა­ტე­ბი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, ასე­ვე ოჯა­ხის ექი­მის მი­სა­ღე­ბი, პა­ცი­ენ­ტთა გა­ს­ა­სინ­ჯი ოთა­ხე­ბი და სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცე.

ოჯა­ხის ექი­მი თეა ცინ­დე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში უკვე 5 წე­ლია, მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ რე­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ მე­დი­კო­სე­ბის სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და და, შე­სა­ბა­მი­სად, მუ­შა­ო­ბაც უფრო ეფექ­ტი­ა­ნი გახ­და.

"შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც დღეს ამ­ბუ­ლა­ტო­რია მოქ­მე­დებს, 7 წლის წინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი იყო. სო­ფელ­მა ის შე­ი­ძი­ნა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ად გა­და­ა­კე­თა, თუმ­ცა ფი­ნან­სე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მხო­ლოდ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის გა­კე­თე­ბა მო­ხერ­ხდა, მე­ო­რე კი მთლი­ა­ნად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი იყო. არა­ვის ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად ეს სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად გა­რე­მონტდა. მო­ე­წყო მა­ღა­ლი დო­ნის პა­ლა­ტე­ბი თა­ვი­სი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, ასე­ვე ოჯა­ხის ექი­მის მი­სა­ღე­ბი და ცალ­კე გა­ს­ა­სინ­ჯი ოთა­ხე­ბი, რაც მუ­შა­ო­ბას გვი­ად­ვი­ლებს და ბევ­რად ეფექ­ტი­ა­ნად ვმარ­თავთ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კადს",- აღ­ნიშ­ნავს თეა ცინ­დე­ლი­ა­ნი.

ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვის ფონ­ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს, ძი­რი­თა­დად, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ად­გილ­ზე მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. სა­ჭი­რო გახ­და მედ­პერ­სო­ნა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვაც. თეა ცინ­დე­ლი­ა­ნის თქმით, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში "ნენ­სკრა ჰიდ­როს" დახ­მა­რე­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია.

"ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტებს ძი­რი­თა­დად დის­ტან­ცი­უ­რად ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ვუ­წევთ სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ას და მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში ვმკურ­ნა­ლობთ ად­გილ­ზე. ჩვენ­თან, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში დე­ზინ­ფექ­ცია უკვე ჩა­ტარ­და, რაც "ნენ­სკრა ჰიდ­როს" დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ გვჭირ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უპირ­ვე­ლე­სი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. გვაქვს თხოვ­ნა, თუ ამის რე­სურ­სი იქ­ნე­ბა, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ას სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც გად­მოგ­ვცენ", - ამ­ბობს ოჯა­ხის ექი­მი.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი მა­რი­ამ კო­პე­ლაშ­ვი­ლი კი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში, აღ­ნიშ­ნავს, რომ ცენ­ტრის შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვა რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ისე ექი­მე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბაა.

"გარ­და იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებს იღე­ბენ და თა­ნა­მედ­რო­ვე პა­ლა­ტებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ, რა თქმა უნდა, ექი­მებ­საც გაგ­ვი­ად­ვი­ლა საქ­მე. ბევ­რად გა­მარ­ტივ­და და კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და პა­ცი­ენ­ტთან მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი", - აცხა­დებს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად ჭუ­ბერ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ფიქ­სირ­დე­ბა, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა უმე­ტე­სად არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ი­სა და სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ტრავ­მე­ბის შემ­თხვე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.

“ამ­ჟა­მად ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ბა­ლანსზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა არ ირი­ცხე­ბა, არა­და, ხე­ო­ბის ზო­გი­ერთ სოფ­ლამ­დე საკ­მა­ოდ შორი მან­ძი­ლია პა­ცი­ენ­ტთან ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­სას­ვლე­ლად. ამ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მებს ხში­რად „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ეხ­მა­რე­ბა თა­ვი­სი რე­ა­ნი­მო­ბი­ლით» - დას­ძენს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი.

ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რია "ნენ­სკრა ჰიდ­როს" და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­სუ­ლი წლის 23 აგ­ვის­ტოს გა­იხ­სნა. სა­დღე­ი­სოდ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­თა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რით ახორ­ცი­ე­ლებს.

2015 წლი­დან დღემ­დე „ნენკს­რა ჰიდ­როს“ ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 200–მდე ოჯახს მძი­მე ტექ­ნი­კით უსას­ხიდ­ლოდ მო­ემ­სა­ხუ­რა, ასე­ვე სა­კარ­მი­და­მო მი­წე­ბის მოს­წო­რე­ბა­სა და სოფ­ლის შიდა გზე­ბის მო­წყო­ბა­ში და­ეხ­მა­რა. გარ­და ამი­სა, „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ და­ფი­ნა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და მდი­ნა­რე ნაკ­რას კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სულ ცოტა ხნის წინ კი დას­რულ­და ჭუ­ბე­რის კულ­ტუ­რის სახ­ლი­სა და სპორ­ტკომ­პლექ­სის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

გარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, კომ­პა­ნია მუ­შა­ობს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კორეული „K-water“-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები, პაციენტთა გასასინჯი ოთახები და საკონფერენციო სივრცე.

ოჯახის ექიმი თეა ცინდელიანი, რომელიც ჭუბერის ამბულატორიაში უკვე 5 წელია, მუშაობს, ამბობს, რომ რებილიტაციის შემდეგ მედიკოსების სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.

"შენობა, რომელშიც დღეს ამბულატორია მოქმედებს, 7 წლის წინ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო. სოფელმა ის შეიძინა და ამბულატორიად გადააკეთა, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო მხოლოდ პირველი სართულის გაკეთება მოხერხდა, მეორე კი მთლიანად გამოუსადეგარი იყო. არავის ჰქონდა საშუალება, გაერემონტებინა. რეაბილიტაციის შედეგად ეს სართული მთლიანად გარემონტდა. მოეწყო მაღალი დონის პალატები თავისი სველი წერტილებით, ასევე ოჯახის ექიმის მისაღები და ცალკე გასასინჯი ოთახები, რაც მუშაობას გვიადვილებს და ბევრად ეფექტიანად ვმართავთ პაციენტების ნაკადს",- აღნიშნავს თეა ცინდელიანი.

ახალი გლობალური გამოწვევის ფონზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამბულატორიის ექიმები პაციენტებს, ძირითადად, დისტანციურ რეჟიმში ემსახურებიან და ადგილზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მკურნალობენ. საჭირო გახდა მედპერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. თეა ცინდელიანის თქმით, ამბულატორიაში "ნენსკრა ჰიდროს" დახმარებით რეგულარულად ტარდება დეზინფექცია.

"ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გამო, პაციენტებს ძირითადად დისტანციურად ვემსახურებით, ვუწევთ სატელეფონო კონსულტაციას და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ვმკურნალობთ ადგილზე. ჩვენთან, ამბულატორიაში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც "ნენსკრა ჰიდროს" დახმარებით მოხერხდა. უნდა აღვნიშნო, რომ გვჭირდება სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ უპირველესი დამცავი საშუალებაა. გვაქვს თხოვნა, თუ ამის რესურსი იქნება, ამბულატორიას სადეზინფექციო საშუალებებიც გადმოგვცენ", - ამბობს ოჯახის ექიმი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მარიამ კოპელაშვილი კი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ჭუბერის ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნავს, რომ ცენტრის შესაბამისი აღჭურვა როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

"გარდა იმისა, რომ პაციენტები ბევრად გაუმჯობესებულ სამედიცინო სერვისებს იღებენ და თანამედროვე პალატებში მკურნალობენ, რეაბილიტაციამ, რა თქმა უნდა, ექიმებსაც გაგვიადვილა საქმე. ბევრად გამარტივდა და კომფორტული გახდა პაციენტთან მუშაობის პროცესი", - აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

მისივე თქმით, ამჟამად ჭუბერში კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებული გამოძახებები ფაქტობრივად, არ ფიქსირდება, მიმართვიანობა უმეტესად არტერიული ჰიპერტენზიისა და საგაზაფხულო სამუშაოების დროს ტრავმების შემთხვევებს უკავშირდება.

“ამჟამად ჭუბერის ამბულატორიის ბალანსზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ ირიცხება, არადა, ხეობის ზოგიერთ სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილია პაციენტთან ოპერატიულად მისასვლელად. ამ შემთხვევაში ექიმებს ხშირად „ნენსკრა ჰიდრო“ ეხმარება თავისი რეანიმობილით» - დასძენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

ჭუბერის ამბულატორია "ნენსკრა ჰიდროს" დაფინანსებით ჩატარებული სრული რეაბილიტაციის შემდეგ გასული წლის 23 აგვისტოს გაიხსნა. სადღეისოდ სამედიცინო ცენტრი სოფლის მოსახლეობის დახმარებას გაუმჯობესებული პირობებითა და განახლებული ინფასტრუქტურით ახორციელებს.

2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდროს“ ჭუბერსა და ნაკრაში 2 მილიონი ლარის ღირებულების სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. კომპანია მექანიზაციის პროექტის ფარგლებში 200–მდე ოჯახს მძიმე ტექნიკით უსასხიდლოდ მოემსახურა, ასევე საკარმიდამო მიწების მოსწორებასა და სოფლის შიდა გზების მოწყობაში დაეხმარა. გარდა ამისა, „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანებით განხორციელდა მდინარე ნაკრას კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ კი დასრულდა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია.

გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კომპანია მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

LIVE "ნიუსრუმიდან": ინფექციონისტი - ეკა ჩაკვეტაძე; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა