ავტორი:

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება.

"უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, თუ რა პერიოდით შეწყდება აშშ-ში მიგრანტების მიღება.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 784 599 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია - 42 138 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 22 მილიონამდე ამერიკელმა მიმართა.

ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსით 26 პირი დაინფიცირდა

"COVID-19 ძალას კარგავს" - იტალიელ ექიმებს პოზიტიური პროგნოზი აქვთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს