პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - რას ჰყვება სოსო გაბრიაძის ადვოკატი
"ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - რას ჰყვება სოსო გაბრიაძის ადვოკატი

და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სოსო გაბ­რი­ა­ძე, რომ­ლის მიერ უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა­საც ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, აცხა­დებს, რომ მან აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჰა­ერ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჰყვე­ბა, ის და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ცი­ელს ახ­ლა­ხანს შეხ­ვდა, საქ­მის მა­სა­ლებს არ იც­ნობს, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მომ­ხდარ ფაქტს ძა­ლი­ან გა­ნიც­დის.

„ძა­ლი­ან წუხს, ძა­ლი­ან ნა­ნობს, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია თვი­თონ, თუ ეს შე­დე­გი, რაც დად­გა, მის­მა მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის იმ ფაქტს, რაც მოხ­და. მი­თუ­მე­ტეს, პო­ლი­ცი­ე­ლია, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კა­ნონს იცავ­და, ედა­ვე­ბი­ან, რომ მის­მა გას­რო­ლილ­მა ტყვი­ამ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ეს ადა­მი­ა­ნი გას­რო­ლის ფაქტს ადას­ტუ­რებს, მისი მხრი­დან ია­რა­ღის გას­რო­ლა რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და, თუმ­ცა, გას­რო­ლა მოხ­და ჰა­ერ­ში, ვე­ლო­დე­ბით ექპერ­ტი­ზის დას­კვნას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს რას გად­მოგ­ვცე­მენ. ამ ადა­მი­ანს რომ ვინ­მეს მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა ჰქონ­და, ან და­ე­ნა­ხა თა­ვის მიერ გას­რო­ლი­ლი ბრმა ტყვია ვინ­მეს რო­გორ მოხ­ვდა, მსგავს რა­მეს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. რო­გორც იცით, ამ ტყვი­ამ და­ახ­ლო­ე­ბით, 600 მეტ­რი იფ­რი­ნა, ჯერ საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ ჩა­მი­ხე­დავს.მე რო­გორც ად­ვო­კატ­მა, არ ვიცი დამ­დგა­რი შე­დე­გი არის, თუ არა ამ ადა­მი­ა­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ის გას­რო­ლის ფაქტს ადას­ტუ­რებს, სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჰა­ერ­ში რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუ არ ვცდე­ბი, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო“, - აცხა­დებს გაბ­რი­ა­ძის ად­ვო­კა­ტი.

და­კა­ვე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცავს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ წა­რუდ­გე­ნენ.

ცნო­ბის­თვის,პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, ბრმა ტყვი­ით ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვა

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ა.-ს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლად და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ს.გ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ს.გ.-მ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა. გას­რო­ლი­ლი ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რებ თ.ა.-ს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. ს.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 116-ე მუხ­ლით.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
7

დაიწყო ადვოკატმა უკვე "რიჟა ბაზარი". აბა, იმას კი არ იტყვის, პერიოდულად აკეთებდა ამას და პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდაო.

მუმლი მუხასაო
3

აქ რაღაც აურია ვიღაცამ. ან მაკაროვიდან არ უსვრია, ან მანძილია მინიმუმ გაორმაგებული, ან ეს ბედოვლათი ვაი პოლიციელი არაფერ შუაშია. ყოველ შემთხვევაში ადვოკატს აქეთ მიჰყავს საუბარი. 600 მეტრში მაკაროვიდან უბრალოდ შეუძლებელია ვინმე სერიოზულად დააზიანო, არათუ მოკლა. რა მაკაროვია ასეთი განსაკუთრებული? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - რას ჰყვება სოსო გაბრიაძის ადვოკატი

"ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - რას ჰყვება სოსო გაბრიაძის ადვოკატი

დაკავებული პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ უმისამართო გასროლასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცხადებს, რომ მან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული სამართალდამცავის ადვოკატმა განუცხადა. როგორც უფლებადამცველი ჰყვება, ის დაკავებულ პოლიციელს ახლახანს შეხვდა, საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ პოლიციელი ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მომხდარ ფაქტს ძალიან განიცდის.

„ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თვითონ, თუ ეს შედეგი, რაც დადგა, მისმა მოქმედებამ გამოიწვია. ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რაც მოხდა. მითუმეტეს, პოლიციელია, ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.

ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას გადმოგვცემენ. ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. როგორც იცით, ამ ტყვიამ დაახლოებით, 600 მეტრი იფრინა, ჯერ საქმის მასალებში არ ჩამიხედავს.მე როგორც ადვოკატმა, არ ვიცი დამდგარი შედეგი არის, თუ არა ამ ადამიანის მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებული. თუმცა, ვიმეორებ, ის გასროლის ფაქტს ადასტურებს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო“, - აცხადებს გაბრიაძის ადვოკატი.

დაკავებულ სამართალდამცავს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

ცნობისთვის,პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავა

უწყების ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით.

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე