მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე
"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე

ჰო­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს აღ­წერს, რო­მე­ლიც თა­ვად გა­მოს­ცა­და:

"ამას გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვწერ, ვი­საც გო­ნი­ათ, რომ კო­რო­ნა და გა­ცი­ე­ბა, ან გრი­პი ერთი და იგი­ვეა, ვი­საც ჰგო­ნია ახალ­გაზ­რდაა და რა უჭირს, ვინც სა­ერ­თოდ ფიქ­რობს, რომ ეს ვირუ­სი რა­ღაც მი­თია და რე­ა­ლუ­რად მას არ შე­ე­ხე­ბა. მე 31 წლის ვარ, ვმუ­შა­ობ სას­ტუმ­როს რე­სეპ­შენ­ში (მიმ­ღებ­ში). ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა მაქვს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ვი­ცავ­დი რო­გორც იყო მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა წესს, დის­ტან­ცი­ას, ვი­ბან­დი ხე­ლებს ხში­რად, ვა­ტა­რებ­დი პირ­ბა­დე­საც და ხელ­თათ­მან­საც, სა­დაც თავს გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლად ვგრძნობ­დი. სახ­ლში მოს­ვლი­სას ჯერ ტან­საც­მლეს ვიც­ვლი­დი, ვი­ბან­დი კი­დეც და შემ­დეგ შევ­დი­ო­დი ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

ერთხე­ლაც სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი, ძა­ლი­ან მცი­ო­და, დი­ლის 7 სა­ა­ათ­ზე ვი­წყებ და 5-ზე უკვე ვიღ­ვი­ძებ. მე­გო­ნა ვერ გა­მო­ვი­ძი­ნე და ამი­ტომ ვი­ყა­ვი ასე მოყი­ნუ­ლი. 10 სა­ათ­ზე შე­ტე­ვა და­მე­წყო. თით­ქოს წყა­ლი გა­დამ­ცდა და ვე­ღარ მო­ვით­ქვი სული, ვიხ­რჩო­ბო­დი ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სიმ­წრი­სა­გან ცრემ­ლებს ვყრი­დი, ამი­ტყდა კან­კა­ლი, გულ­ში თით­ქოს დანა ჩა­მარ­ტყეს, ისე­თი სპაზ­მი მქონ­და, ვერ ვი­მარ­თე­ბო­დი. 20 წუთ­ში დავ­წყნარ­დი და 5 წუ­თის მერე იგი­ვე უფრო დიდი ხნით გა­მი­მე­ორ­და. ხვე­ლე­ბით ყვე­ლა კუნ­თი და­მე­ჭი­მა და უსაშ­ვე­ლოდ მტკი­ო­და თოთ­ქოს კი­დუ­რებს მი­ქა­ჩა­ვენ სხვა­დას­ხვა მხა­რეს. მო­ვაღ­წიე სახ­ლში, სი­ცხე, კან­კა­ლი, ხვე­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი ყელ­ში, მუ­ცელ­ში, ზურ­გში. ფილ­ტვე­ბი ისე მტკი­ო­და მე­გო­ნა და­მი­სი­ვი­და და ვგრძნობ­დი რო­გორ ამო­მე­ბურ­ცა ზურ­გში. ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა სხე­უ­ლის ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მტკი­ო­და.

ზო­გან მეწ­ვო­და,ზო­გან მი­ჭერ­და,ზო­გან მსე­რავ­და,ზო­გან ლო­დე­ბი მე­ლა­გა. თვა­ლებს ვერ ვა­ხელ­დი, ქუ­თა­თუ­რე­ბი ისე­თი მძი­მე იყო. თავ­ში თით­ქოს ქვი­შა, ჩა­მი­ყა­რეს, მა­გი­ჟებ­და ამ ქვი­შის ხრა­შუ­ნი, ყუ­რი­დან ყურ­ში ცივი "სინა" მქონ­და გაყ­რი­ლი და ხან ჩქა­რა და ხან ძაან ნელა ქა­ჩავ­და აქეთ-იქეთ მხა­რეს რა­ღა­ცა. თავი ისე მტკი­ო­და, მინ­დო­და ჩემი ხე­ლით გა­მეჭყლი­ტა, ენერ­გია 0. არა­ფე­რი შე­მეძ­ლო. სუნ­თქვაც კი.

თუ არ გა­მო­გიც­დი­ათ, ვერ მიხ­ვდე­ბით ალ­ბათ, რას ნიშ­ნავს, როცა ჰა­ე­რი არ გყოფ­ნის, რო­გო­რი ტან­ჯვაა, უჰა­ე­რო­ბის­გან რომ ბრუვ­დე­ბი, სივ­დე­ბი, ბრუჟ­დე­ბი, ბრმავ­დე­ბი და ყრუვ­დე­ბი. ერ­თდრო­უ­ლად იმ­დე­ნი ტკი­ვი­ლი, იმ­დე­ნი სიმ­წა­რე გაქვს და ვე­რა­ფერს შვე­ბი. შენ ხარ მცე­ნა­რე, ხან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­გარ­ბე­ნი­ნე­ბენ ხან აქეთ მორ­ბი­ან, ჟანგბა­დით და სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით. ეს პე­რი­ო­დი არ გრძელ­დე­ბა 1 ან 2 სა­ა­თი,1 ან 2დღე.

ეს არის ჯო­ჯო­ხე­თი დე­და­მი­წა­ზე, რო­მე­ლიც კვი­რე­ბი გრძელ­დე­ბა

მე ახალ­გაზ­რდა ვარ და იმე­დია, რომ გა­ვუ­ძე­ლი ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდს, იმე­დი მაქვს, რომ უკვე უკეთ ვიქ­ნე­ბი, რომ ასეთ სიმ­წა­რეს აღარ გან­ვიც­დი. ეს არ გავს გრიპს, გა­ცი­ე­ბას, მო­ტე­ხი­ლო­ბას, ავა­რი­ას, დამ­წვრო­ბას, გუ­ლის შე­ტე­ვას, პა­ნი­კას, შა­კიკს, ყუ­რის ან ყე­ლის ანა­თებს, სიბ­რძნის კბი­ლის ტკი­ვილს, მშო­ბი­ა­რო­ბას. ეს არის - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, ერ­თდრო­უ­ლად და რთულ ფორ­მა­ში. ეს არის ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან, რა გა­ვი­ა­რე და რას გავ­დი­ვარ.

მე გი­სურ­ვებთ არას­დროს და­გე­მარ­თოთ არც თქვენ და არც თქვენ ახ­ლობ­ლებს, მაგ­რამ მინ­და ჩემი სი­ტყვე­ბი კარ­გად წა­ი­კი­თხოთ და გა­ი­აზ­როთ, რის­თვის უნდა იყოთ მზად და რის­თვის იმე­ტებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი დრო­ე­ბი­თი წე­სე­ბის არ დაც­ვით. შე­იძ­ლე­ბა უსიმპტო­მოთ, გა­და­ი­ტა­ნოთ, მარ­თა­ლია, მაგ­რამ სა­ნამ ავად არ გახ­დე­ბით, არ იცით რე­ა­ლუ­რად, რისი გა­დამ­ტა­ნე­ბი ხართ და რო­გორ. გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს, ერ­თმა­ნე­თი ახლა რო­გორც არას­დროს ისე გვჭირ­დე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამბებო
5

არ გინდათ ასეთი მძაფრი სიუჟეტები რააა, ჩვენ ყველა ისედაც საკმარისად შეშინებულები ვართ და ზედმეტად შიში და სტრესი ამ გვინდაააააააააააა!

 

ალექს
0

როგორც კი ასეთ რამეს წავიკითხავ, ეგრევე "მემართება" კორონა ! მერე , რომ გამივლის და გამახსენდება, რომ უკორონადაც მიქელ გაბრიელის წერა ვარ , ვეგუები და ვერევი კორონას ! აი ეს ტკივილები კია წარმოსახვაშიც ძნელი გასაძლები !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე

"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე

ჰოლანდიაში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული გოგონა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და დაავადების სიმპტომებს აღწერს, რომელიც თავად გამოსცადა:

"ამას განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვისაც გონიათ, რომ კორონა და გაციება, ან გრიპი ერთი და იგივეა, ვისაც ჰგონია ახალგაზრდაა და რა უჭირს, ვინც საერთოდ ფიქრობს, რომ ეს ვირუსი რაღაც მითია და რეალურად მას არ შეეხება. მე 31 წლის ვარ, ვმუშაობ სასტუმროს რესეპშენში (მიმღებში). ყოველდღიური შეხება მაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ვიცავდი როგორც იყო მიღებული ყველა წესს, დისტანციას, ვიბანდი ხელებს ხშირად, ვატარებდი პირბადესაც და ხელთათმანსაც, სადაც თავს განსაკუთრებით დაუცველად ვგრძნობდი. სახლში მოსვლისას ჯერ ტანსაცმლეს ვიცვლიდი, ვიბანდი კიდეც და შემდეგ შევდიოდი ოჯახის წევრებთან.

ერთხელაც სამსახურში მივედი, ძალიან მციოდა, დილის 7 სააათზე ვიწყებ და 5-ზე უკვე ვიღვიძებ. მეგონა ვერ გამოვიძინე და ამიტომ ვიყავი ასე მოყინული. 10 საათზე შეტევა დამეწყო. თითქოს წყალი გადამცდა და ვეღარ მოვითქვი სული, ვიხრჩობოდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიმწრისაგან ცრემლებს ვყრიდი, ამიტყდა კანკალი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს, ისეთი სპაზმი მქონდა, ვერ ვიმართებოდი. 20 წუთში დავწყნარდი და 5 წუთის მერე იგივე უფრო დიდი ხნით გამიმეორდა. ხველებით ყველა კუნთი დამეჭიმა და უსაშველოდ მტკიოდა თოთქოს კიდურებს მიქაჩავენ სხვადასხვა მხარეს. მოვაღწიე სახლში, სიცხე, კანკალი, ხველება, ტკივილი ყელში, მუცელში, ზურგში. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა დამისივიდა და ვგრძნობდი როგორ ამომებურცა ზურგში. ერთდროულად სხვადასხვა სხეულის ნაწილი სხვადასხვანაირად მტკიოდა.

ზოგან მეწვოდა,ზოგან მიჭერდა,ზოგან მსერავდა,ზოგან ლოდები მელაგა. თვალებს ვერ ვახელდი, ქუთათურები ისეთი მძიმე იყო. თავში თითქოს ქვიშა, ჩამიყარეს, მაგიჟებდა ამ ქვიშის ხრაშუნი, ყურიდან ყურში ცივი "სინა" მქონდა გაყრილი და ხან ჩქარა და ხან ძაან ნელა ქაჩავდა აქეთ-იქეთ მხარეს რაღაცა. თავი ისე მტკიოდა, მინდოდა ჩემი ხელით გამეჭყლიტა, ენერგია 0. არაფერი შემეძლო. სუნთქვაც კი.

თუ არ გამოგიცდიათ, ვერ მიხვდებით ალბათ, რას ნიშნავს, როცა ჰაერი არ გყოფნის, როგორი ტანჯვაა, უჰაერობისგან რომ ბრუვდები, სივდები, ბრუჟდები, ბრმავდები და ყრუვდები. ერთდროულად იმდენი ტკივილი, იმდენი სიმწარე გაქვს და ვერაფერს შვები. შენ ხარ მცენარე, ხან საავადმყოფოში მიგარბენინებენ ხან აქეთ მორბიან, ჟანგბადით და სხვადასხვა მოწყობილობებით. ეს პერიოდი არ გრძელდება 1 ან 2 საათი,1 ან 2დღე.

ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე, რომელიც კვირები გრძელდება

მე ახალგაზრდა ვარ და იმედია, რომ გავუძელი ყველაზე მძიმე პერიოდს, იმედი მაქვს, რომ უკვე უკეთ ვიქნები, რომ ასეთ სიმწარეს აღარ განვიცდი. ეს არ გავს გრიპს, გაციებას, მოტეხილობას, ავარიას, დამწვრობას, გულის შეტევას, პანიკას, შაკიკს, ყურის ან ყელის ანათებს, სიბრძნის კბილის ტკივილს, მშობიარობას. ეს არის - ეს ყველაფერი ერთად, ერთდროულად და რთულ ფორმაში. ეს არის ჩემი გამოცდილება კორონავირუსთან, რა გავიარე და რას გავდივარ.

მე გისურვებთ არასდროს დაგემართოთ არც თქვენ და არც თქვენ ახლობლებს, მაგრამ მინდა ჩემი სიტყვები კარგად წაიკითხოთ და გაიაზროთ, რისთვის უნდა იყოთ მზად და რისთვის იმეტებთ საყვარელ ადამიანებს ელემენტარული დროებითი წესების არ დაცვით. შეიძლება უსიმპტომოთ, გადაიტანოთ, მართალია, მაგრამ სანამ ავად არ გახდებით, არ იცით რეალურად, რისი გადამტანები ხართ და როგორ. გაუფრთხილდით ერთმანეთს, ერთმანეთი ახლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება".

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს

ბერა TikTok-ის ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე