საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს ტრადიციულად ყოველ წელიწადს ქართველები საფლავებზე გასვლით აღნიშნავენ, თუმცა წელს პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სასაფლაოებზე გასვლა აკრძალულია, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად.
შესაბამისად, საფლავზე გასვლა ვერ შეძლო ვერც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
"დღეს ვერ გინახულეთ, ვერც ლევილში და ვერც ვერაზე, თუმცა საფლავთან მისვლა როდის სჭირდებოდა ხსოვნას", - წერს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტი და გარდაცვლილი მეუღლისა და მშობლების ფოტოებს აქვეყნებს.