მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა სანზონაში, სადაც ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 6000-მდე აბონენტს შეუწყდა
რა ვითარებაა სანზონაში, სადაც ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 6000-მდე აბონენტს შეუწყდა

სან­ზო­ნა­ში, სა­დაც მუხ­რა­ნი­სა და ტი­ბა­ა­ნის ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში გა­მა­ვა­ლი მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და, ბუ­ნებ­რი­ვი აირი 6000-მდე აბო­ნენტს შე­უ­წყდა.

მუხ­რა­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ზის მი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გამო დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით იყ­ვნენ, სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში უკვე დაბ­რუნ­დნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­და, ად­გილ­ზე გაზი მა­ლე­ვე გა­და­ი­კე­ტა, ჰა­ე­რიც გა­იწ­მინ­და და ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის საფრ­თხეს აღარ წარ­მო­ად­გენს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ზის მილს მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, მძღო­ლი კი ავ­ტო­მო­ბი­ლით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა.

რო­გორც შსს-ში ამ­ბო­ბენ, ფაქ­ტის დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მი­ღე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი.

"ევა­კუ­ა­ცია აღა­რაა. ყვე­ლა სახ­ლშია უკვე. ფაქ­ტის დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მი­ღე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. ჟო­ნავ­და გაზი და შე­სა­ბა­მი­სად, იქვე ახ­ლომ­დე­ბა­რედ ვინც ცხოვ­რობ­და და ფრთხი­ლობ­და, აირს ინ­ტოქ­სი­კა­ცია არ გა­მო­ეწ­ვია, ისი­ნი გა­მო­ვა­რი­დეთ დრო­ე­ბით ტე­რი­ტო­რი­ას, ახლა ისევ შებ­რუნ­დნენ. გა­და­ი­კე­ტა გაზი, გზაც გა­იხ­სნა და ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგა", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "თბი­ლი­სი ენერ­ჯი­დან" აც­ნო­ბეს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კომ­პა­ნია "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" სამ­სა­ხუ­რი და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­შუ­ა­ლო წნე­ვის მილ­სა­დე­ნის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"გაც­ნო­ბებთ, რომ ავა­რი­ის გამო გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა სან­ზო­ნის (ღრმა­ღე­ლის) 6000-მდე აბო­ნენტს. კერ­ძოდ - და­სახ­ლე­ბის კორპ. N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუ­და­მაყ­რის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლი­ახ­ვის ქ. 1, ჩარ­გლის ქ. 25, 26, 35, მეტ­რო "ღრმა­ღე­ლეს­თან” სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რედ (იგი­ვე დ. გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამზ. 23ა) შპს "ჯორ­ჯი­ან ჰა­უ­სი”-ს მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე მუხ­რა­ნის, ჩარ­გლის, ნა­გო­მა­რის, გლინ­კას, ხორ­ნა­ბუ­ჯის, თი­ა­ნე­თის, ნ. შენ­გე­ლა­ი­ას, ზიგ­ზა­გის, გვა­ზა­უ­რის, ლი­ახ­ვის, რა­ტე­ვა­ნის, ჟინ­ვა­ლის, ჭო­პორ­ტის, დ. გა­რე­ჯე­ლი­სა და ბოგ­ვის ქუ­ჩე­ბის კერ­ძო სექ­ტო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს, ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­ი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ კო­მერ­ცი­ულ და სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მათ შო­რი­საა ჩარ­გლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღი N31, სა­ჯა­რო სკო­ლა N32, სკო­ლა N207 და სხვა.

ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბა აღ­დგე­ბა ხვალ 21 აპ­რილს 10.00 სთ-დან და დას­რულ­დე­ბა 16:00 სთ-მდე. კომ­პა­ნია თბი­ლი­სი ენერ­ჯი ბო­დიშს გიხ­დით ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო. გთხოვთ და­იც­ვათ გა­ზის უსაფრ­თხო მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი," - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რა ვითარებაა სანზონაში, სადაც ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 6000-მდე აბონენტს შეუწყდა

რა ვითარებაა სანზონაში, სადაც ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 6000-მდე აბონენტს შეუწყდა

სანზონაში, სადაც მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა, ბუნებრივი აირი 6000-მდე აბონენტს შეუწყდა.

მუხრანის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც გაზის მილის დაზიანების გამო დროებით საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იყვნენ, საკუთარ სახლებში უკვე დაბრუნდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადა, ადგილზე გაზი მალევე გადაიკეტა, ჰაერიც გაიწმინდა და ის მოქალაქეებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, გაზის მილს მანქანა შეეჯახა, მძღოლი კი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

როგორც შსს-ში ამბობენ, ფაქტის დეტალების შესწავლა მიმდინარეობს და მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

"ევაკუაცია აღარაა. ყველა სახლშია უკვე. ფაქტის დეტალების შესწავლა მიმდინარეობს და მიღებულია უსაფრთხოების ზომები. ჟონავდა გაზი და შესაბამისად, იქვე ახლომდებარედ ვინც ცხოვრობდა და ფრთხილობდა, აირს ინტოქსიკაცია არ გამოეწვია, ისინი გამოვარიდეთ დროებით ტერიტორიას, ახლა ისევ შებრუნდნენ. გადაიკეტა გაზი, გზაც გაიხსნა და ყველაფერი აღდგა", - განაცხადეს შსს-ში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისი ენერჯიდან" აცნობეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანია "თბილისი ენერჯის" სამსახური და მიმდინარეობს საშუალო წნევის მილსადენის აღდგენითი სამუშაოები.

"გაცნობებთ, რომ ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000-მდე აბონენტს. კერძოდ - დასახლების კორპ. N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ,,ღრმაღელესთან” სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს ,,ჯორჯიან ჰაუსი”-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტოიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი N31, საჯარო სკოლა N32, სკოლა N207 და სხვა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება ხვალ 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე. კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ დაიცვათ გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სართიჭალაში ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

"გვიწევს ცეცხლი ჩავაქროთ ნიჩბებით და ფოცხებით" - ოკუპირებულ ახალგორში მე-3 დღეა ძლიერი ხანძარია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა