ავტორი:

პოლიციელს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ბრმა ტყვიით ქალი მოკლა, შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

პოლიციელს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ბრმა ტყვიით ქალი მოკლა, შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ-ს, რომელმაც 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვიით მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ქალი იმსხვერპლა, შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

აღნიშნულ სასჯელს ითვალისწინებს სსკ 116-ე მუხლი, რაც გულისხობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

50 წლის თამარ ანთელავას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი ს.გ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

"მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ