სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს
რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს

COVID-19 2019 წლის მი­წუ­რულს გა­მოჩ­ნდა. დღეს კი, ის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მაა. კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლი­სა და კვლე­ვის სა­გა­ნია. მის გარ­შე­მო უამ­რა­ვი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა გვაქვს.

ერთ-ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, არის ის, თუ რა დრო სჭირ­დე­ბა ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC ბრი­ტა­ნე­ლი ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა სირ­თუ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში.

BBC-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში სრულ გა­მო­ჯან­მრთლე­ბას რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დე­ბა. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ის, თუ რა სირ­თუ­ლით წა­რი­მარ­თე­ბა და­ა­ვა­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ასაკ­ზე, სქეს­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბის თან­მდევ პრობ­ლე­მებ­ზე.

  • რა დრო სჭირ­დე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, თუ და­ა­ვა­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს?

COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბას ახ­ლავს შემ­დე­გი მთა­ვა­რი სიმპტო­მე­ბი - ხვე­ლე­ბა და სხე­უ­ლის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, მაგ­რამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გრძნობ­დეს სხე­უ­ლის, ყე­ლი­სა და თა­ვის ტკი­ვილს, დაღ­ლი­ლო­ბას. ხვე­ლე­ბა, რო­გორც წესი, მშრა­ლია.

ასე­თი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის პა­ცი­ენ­ტად ით­ვლე­ბა და მას სა­წოლ­ში, ბევ­რი სი­თხე­ე­ბი­სა და პა­რა­ცე­ტა­მო­ლის მი­ღე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ.

BBC წერს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­და­რე­ბით სწრა­ფად ჯან­მრთელ­დე­ბი­ან. სი­ცხე ერთ კვი­რა­ში იწევს და ნორ­მას უბ­რუნ­დე­ბა. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ხვე­ლე­ბა დარ­ჩეს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, ჩი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ როცა და­ა­ვა­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 კვი­რა სჭირ­დე­ბა.

  • რა დრო სჭირ­დე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, თუ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო მძი­მეა და თან ახ­ლავს სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა?

და­ა­ვა­დე­ბა ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს და უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღოს. ეს ხდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მეშ­ვი­დე, მე­ა­თე დღეს. და­ა­ვა­დე­ბის ტრანსფორ­მი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი.

ასეთ დროს პა­ცი­ენტს სუნ­თქვა უძ­ნელ­დე­ბა და ფილ­ტვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა და სა­ჭი­რო ხდე­ბა ჟანგბა­დის თე­რა­პია. ექი­მი, სარა ჯარ­ვი­სი BBC-სთან ამ­ბობს, რომ ასეთ დროს გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად, სა­შუ­ა­ლოდ, 2-დან 8 კვი­რამ­დე პე­რი­ო­დია სა­ჭი­რო.

  • რა დრო სჭირ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, თუ მას ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია სჭირ­დე­ბა?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, 20 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან ერთს შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტი ჯერ ჩვე­უ­ლებ­რივ პა­ლა­ტა­ში გა­დაჰ­ყავთ, სა­დაც აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­წე­რამ­დე.

ექი­მი ალი­სონ პი­ტარ­დი, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას 12-დან 18 თვემ­დე პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­მა უფრო მა­ლეც და­ა­მარ­ცხეს ვირუ­სი. ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, კუნ­თე­ბის მა­სის და­კარ­გვას იწ­ვევს. პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლე­ბი და კუნ­თებს აღ­სად­გე­ნად დრო სჭირ­დე­ბა.

ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­ო­თე­რა­პი­აც კი და­ჭირ­დეს იმის­თვის, რომ ისევ ია­როს. შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვეს თან სდევ­დეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი

"ჩვენ არ ვი­ცით ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­კურ­ნე­ბის ზუს­ტი პე­რი­ო­დი, პო­ტენ­ცი­უ­რად, თვე­ე­ბი სჭირ­დე­ბა სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას“, - ამ­ბობს ექი­მი პოლ ტვო­სი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან მუ­შა­ობს.

მი­სი­ვე თქმით, ძნე­ლია გან­ზო­გა­დე­ბა, რად­გა­ნაც ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­და­რე­ბით მცი­რე პე­რი­ოდს ატა­რებს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ამარ­ცხებს ვირუსს.

  • მო­ახ­დენს თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­ლე­ნას მო­მა­ვალ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

რო­გორც BBC წერს, შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სის სინ­დრო­მი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას­თან.

"არ­სე­ბობს კვლე­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ხუთი წლის შემ­დე­გაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი“, - ამ­ბობს ექი­მი ტვო­სი.

ექიმ ჯე­იმს გი­ლის თქმით კი, ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ მენ­ტა­ლურ დო­ნე­ზე დახ­მა­რე­ბა იმის­თვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ.

ფოტო მა­რო­კო­დან - კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ღმერ­თს მად­ლო­ბას უხ­დის.

"როცა სუნ­თქვა უჭირს პა­ცი­ენტს, ექი­მი ეუბ­ნე­ბა, "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტი უნდა გა­გი­კე­თოთ, უნდა და­გა­ძი­ნოთ. და­ემ­შვი­დო­ბე­ბით ოჯახს?“ ეს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტის­თვის უდი­დე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი­სა და ში­შის მი­ზე­ზი ხდე­ბა“, - ამ­ბობს ექი­მი.

მე­დი­კო­სე­ბის თქმით, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ COVID-19-სგან გან­კურ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ხან­გრძლი­ვად დარ­ჩეთ დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
2

კარგით,ნუ შეჭამეთ ტვინი.გასაგებია ყველაფერი! გადადის ქრონიკულში ჩემი ფრონტიტივით? ჯანდაბა მაგას,ეგდოს! დდ

საბა
3

რელი 12-18 თვე?4 თვეა რაც ეს ვირუსია სულ,რეებს ბოდიალობთ,"შესაძლოა დასჭირდეს18 თვე გამოსაჯანმრთელებლად"...მასე შესაძლოა 59 ან 87 თვე დასჭირდეს...შესაძლოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს

COVID-19 2019 წლის მიწურულს გამოჩნდა. დღეს კი, ის მთელი მსოფლიოს პრობლემაა. კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ კიდევ შესწავლისა და კვლევის საგანია. მის გარშემო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, არის ის, თუ რა დრო სჭირდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებას.

აღნიშნულ თემაზე ბრიტანული გამოცემა BBC ბრიტანელი ექიმების დაკვირვებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სირთულით მიმდინარეობს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში.

BBC-ის ცნობით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ ზოგიერთ პაციენტში სრულ გამოჯანმრთლებას რამდენიმე თვე დასჭირდება. გამოცემა წერს, რომ ის, თუ რა სირთულით წარიმართება დაავადება ორგანიზმში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ასაკზე, სქესზე და ჯანმრთელობის თანმდევ პრობლემებზე.

  • რა დრო სჭირდება გამოჯანმრთელებას, თუ დაავადება ორგანიზმში საშუალო სირთულით მიმდინარეობს?

COVID-19-ით ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადებას ახლავს შემდეგი მთავარი სიმპტომები - ხველება და სხეულის მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ასევე შეიძლება ინფიცირებული გრძნობდეს სხეულის, ყელისა და თავის ტკივილს, დაღლილობას. ხველება, როგორც წესი, მშრალია.

ასეთი სიმპტომების მქონე ინფიცირებული, საშუალო სირთულის პაციენტად ითვლება და მას საწოლში, ბევრი სითხეებისა და პარაცეტამოლის მიღებით მკურნალობენ.

BBC წერს, რომ ასეთ შემთხვევაში, ადამიანები შედარებით სწრაფად ჯანმრთელდებიან. სიცხე ერთ კვირაში იწევს და ნორმას უბრუნდება. თუმცა, შესაძლოა, ხველება დარჩეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიზის მიხედვით, ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როცა დაავადება ორგანიზმში საშუალო სირთულით მიმდინარეობს, გამოჯანმრთელებას, დაახლოებით, 2 კვირა სჭირდება.

  • რა დრო სჭირდება გამოჯანმრთელებას, თუ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა და თან ახლავს სუნთქვის გართულება?

დაავადება ზოგიერთ პაციენტში შეიძლება დამძიმდეს და უფრო სერიოზული ფორმა მიიღოს. ეს ხდება ინფიცირებიდან მეშვიდე, მეათე დღეს. დაავადების ტრანსფორმირება შეიძლება იყოს მოულოდნელი.

ასეთ დროს პაციენტს სუნთქვა უძნელდება და ფილტვების მდგომარეობა მძიმდება და საჭირო ხდება ჟანგბადის თერაპია. ექიმი, სარა ჯარვისი BBC-სთან ამბობს, რომ ასეთ დროს გამოსაჯანმრთელებლად, საშუალოდ, 2-დან 8 კვირამდე პერიოდია საჭირო.

  • რა დრო სჭირდება პაციენტის გამოჯანმრთელებას, თუ მას ინტენსიური თერაპია სჭირდება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 20 ინფიცირებულიდან ერთს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური თერაპია, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებას გულისხმობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, პაციენტი ჯერ ჩვეულებრივ პალატაში გადაჰყავთ, სადაც აგრძელებს მკურნალობას სახლში გაწერამდე.

ექიმი ალისონ პიტარდი, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტის სრულად გამოჯანმრთელებას 12-დან 18 თვემდე პერიოდი სჭირდება. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა ინფიცირებულებმა უფრო მალეც დაამარცხეს ვირუსი. ექიმი აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში დიდი დროის გატარება, კუნთების მასის დაკარგვას იწვევს. პაციენტები არიან დასუსტებულები და კუნთებს აღსადგენად დრო სჭირდება.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ფიზიოთერაპიაც კი დაჭირდეს იმისთვის, რომ ისევ იაროს. შესაძლოა, ყოველივეს თან სდევდეს ფსიქოლოგიური პრობლემები.

საფრანგეთში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი

"ჩვენ არ ვიცით ასეთი პაციენტების განკურნების ზუსტი პერიოდი, პოტენციურად, თვეები სჭირდება სრულ გამოჯანმრთელებას“, - ამბობს ექიმი პოლ ტვოსი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ინფიცირებულებთან მუშაობს.

მისივე თქმით, ძნელია განზოგადება, რადგანაც ზოგიერთი ადამიანი შედარებით მცირე პერიოდს ატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და რამდენიმე კვირაში ამარცხებს ვირუსს.

  • მოახდენს თუ არა კორონავირუსი გავლენას მომავალში გამოჯანმრთელებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

როგორც BBC წერს, შესაძლოა, განვითარდეს რესპირატორული დისტრესის სინდრომი, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გამო ფილტვების დაზიანებასთან.

"არსებობს კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსალოდნელია, რომ ხუთი წლის შემდეგაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კორონავირუსისგან დატოვებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები“, - ამბობს ექიმი ტვოსი.

ექიმ ჯეიმს გილის თქმით კი, ადამიანებს სჭირდებათ მენტალურ დონეზე დახმარება იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდნენ.

ფოტო მაროკოდან - კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი კლინიკის დატოვების შემდეგ ღმერთს მადლობას უხდის.

"როცა სუნთქვა უჭირს პაციენტს, ექიმი ეუბნება, "ხელოვნური სუნთქვის აპარატი უნდა გაგიკეთოთ, უნდა დაგაძინოთ. დაემშვიდობებით ოჯახს?“ ეს ბევრი პაციენტისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესისა და შიშის მიზეზი ხდება“, - ამბობს ექიმი.

მედიკოსების თქმით, არსებობს ალბათობა, რომ COVID-19-სგან განკურნებულ პაციენტებს ხანგრძლივად დარჩეთ დაღლილობის შეგრძნება.

დღემდე საქართველოში 12 ათასამდე PCR ტესტია ჩატარებული - ამირან გამყრელიძე

"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის

"ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით" - ხათუნა ზახაშვილი