„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ „კომენდატის საათის“ დროს შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.
„კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.
და მერე რა ხდება?
როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.
ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ მომღერალ თინა მახალდიანის დედა, ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვია თავის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოაცხო უცებ.
მელოტმა კუმ თავი გამოყო...მეც ნახირ_ნახირო...