ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომელი აკაკი საღინაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ავტომანქანების აკრძალვის პირობებში, გზაზე ველოსიპედების ავარია მოხდა.
ფოტოზე ჩანს, რომ ადგილზე პატრული და სასწრაფო დახმარების სამსახურიც არიან მობილიზებულნი. შემთხვევა 18 აპრილს მოხდა.
"თუ გგონიათ რომ სასწაული დღეს მხოლოდ იერუსალიმში, ქრისტიანების გულში მოხდა ცდებით - აგერ დაცარიელებულ ქუთაისში, ნიკეაზე ველოსიპედებით ისეთი ავარია გააკეთეს, ნახევარი ლუგარის მედ პერსონა ჩამოსაყვანი გახდა... როგორ რანაირად?! რა არ გვასვენებს?!" - წერს საღინაძე.
კომენტარებში წერენ, რომ ველოსიპედებით ერთმანეთს ბავშვები შეეჯახნენ, მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური მაინც გამოიძახეს.
მოეშვით ქითაისის უნივერსიტეტის აგლახავებას. თავისი გაჭირვება ეყოფა ისეთი რექტორატი ყავს. ეს აკაკი საღინაძე იქნებ დასუფთავების ბრიგადირია. ამას ლუგარი კლიზმა გონია. ამ დღეებში ქუთაისში რა გინდოდა, კაკოიე სიმონ?
არაა ველოსიპედი ქუთაისელების საქმე, აბა ნახეთ სამტრედიაში როგორ კოხტად დადიან:)))