პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვირის პალიტრა" მკითხველს აღდგომას ტრადიციული საჩუქრებით, ხატითა და წმინდა ცეცხლზე თავმომწვარი სანთლით ულოცავს
"კვირის პალიტრა" მკითხველს აღდგომას ტრადიციული საჩუქრებით, ხატითა და წმინდა ცეცხლზე თავმომწვარი სანთლით ულოცავს

სრუ­ლად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო ქრის­ტეს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მას ზე­ი­მობს - დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ან­თათ­ვის ზე­იმ­თა ზე­ი­მია! „კვი­რის პა­ლიტ­რა“ მსოფ­ლიო გან­საც­დე­ლის ჟამ­საც არ არ­ღვევს ტრა­დი­ცი­ას და თა­ვის მკი­თხველს აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ხა­ტი­თა და მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე გად­მო­სულ მა­რა­დი­ულ ცე­ცხლზე თავ­მომ­წვა­რი სან­თლე­ბით ულო­ცავს. კვი­რის პა­ლიტ­რის სა­აღ­დგო­მო ნო­მე­რი დიდ ორ­შა­ბათს, 20 აპ­რილს გა­მო­ვა.

სან­თლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მცხე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­შია ჩა­მოქ­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ხატს - ამ­ჯე­რად მკი­თხვე­ლი სა­ჩუქ­რად უვერ­ცხლო მკურ­ნა­ლის, წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის მე-13 სა­უ­კუ­ნის ხა­ტის ასლს მი­ი­ღებს. ამ ხა­ტის ორი­გი­ნა­ლი სი­ნას მთა­ზე, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნი სნე­ულ­თა მკურ­ნა­ლი და დავ­რდო­მილ­თა მა­ნუ­გე­შე­ბე­ლია, მას­თან უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი კურ­ნე­ბაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ზე­თის გა­მოს­ვლამ­დე ხა­ტე­ბი­ცა და სან­თლე­ბიც სტამ­ბა „კო­ლორ­ში“ კუ­კი­ის წმი­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის დე­კა­ნოზ­მა არ­ჩილ ხა­ჩი­ძემ აკურ­თხა:

„სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს ვუ­ლო­ცავთ ქრის­ტეს აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს, 2020 წლის აღ­დგო­მას. დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს სი­ცო­ცხლის მიერ სიკ­ვდი­ლის და­მარ­ცხე­ბას და დათ­რგუნ­ვას. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ მთელ ქვე­ყა­ნას, მთელ მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბით, წეს­რი­გით, სუ­ლით და ხორ­ცით ჯან­მრთე­ლად გა­და­ევ­ლოს ეს გან­საც­დე­ლე­ბით სავ­სე პე­რი­ო­დი. გაგ­რძელ­და ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ღა­ლა­ტობს ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა­მე­დია" გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" მეშ­ვე­ო­ბით - სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­ულ­ზე გა­ზეთ­თან ერ­თად მორ­წმუ­ნე­თათ­ვის და არა მარ­ტო მორ­წმუ­ნე­თათ­ვის ხდე­ბა სა­ჩუქ­რის მირ­თმე­ვა.

წლე­ვან­დე­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რის" თან­მხლე­ბი იქ­ნე­ბა კვლა­ვაც სა­აღ­დგო­მო მი­სა­ლო­ცი სან­თე­ლი და ხატი წმინ­და დიდ­მო­წა­მე მკურ­ნა­ლი პან­ტე­ლე­ი­მო­ნი­სა. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ამ დიდ­მა მო­წა­მემ და დიდ­მა მკურ­ნალ­მა, უან­გა­რო მკურ­ნალ­მა, გა­და­არ­ჩი­ნოს და მშვი­დო­ბით გა­და­ა­ტა­ნი­ნოს ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს, ყვე­ლა მეს­ვე­ურ­სა და გულ­შე­მატ­კი­ვარს ამ ჩვე­ნი ხალ­ხი­სას, ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ყვე­ლამ მოფრ­თხი­ლე­ბი­თა და ზრუნ­ვით, სი­ა­მა­ყით და სი­ხა­რუ­ლით ვი­დღე­სას­წა­უ­ლოთ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო დღე­სას­წა­უ­ლი“.

აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა მკი­თხველს და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე­ნი გა­მოს­ცა, რომ­ლის შე­ძე­ნაც სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 11.50 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად ერ­თად - 13 ლა­რად.

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე­ნი ახა­ლი აღ­თქმის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბა - 14 წე­რი­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის უკეთ გა­სა­გე­ბად. წიგ­ნი და­ბეჭ­დი­ლია სპე­ცი­ა­ლურ ქა­ღალ­დზე, გა­ფორ­მე­ბუ­ლია ოქ­როს გრა­ვი­რე­ბით და ჩას­მუ­ლია ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ან თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ტყა­ვის ჩან­თა-ყდა­ში. გა­მო­ცე­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით შე­იქ­მნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
2
ქრისტე აღდგა!პალიტრელებო დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა
დათო
0

საპატრიარქომ ერთი მარკეტინგული სკოლა კი უნდა გახსნას ისე :დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კვირის პალიტრა" მკითხველს აღდგომას ტრადიციული საჩუქრებით, ხატითა და წმინდა ცეცხლზე თავმომწვარი სანთლით ულოცავს

"კვირის პალიტრა" მკითხველს აღდგომას ტრადიციული საჩუქრებით, ხატითა და წმინდა ცეცხლზე თავმომწვარი სანთლით ულოცავს

სრულად მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს - დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმია! „კვირის პალიტრა“ მსოფლიო განსაცდელის ჟამსაც არ არღვევს ტრადიციას და თავის მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს. კვირის პალიტრის სააღდგომო ნომერი დიდ ორშაბათს, 20 აპრილს გამოვა.

სანთლები საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. რაც შეეხება ხატს - ამჯერად მკითხველი საჩუქრად უვერცხლო მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის მე-13 საუკუნის ხატის ასლს მიიღებს. ამ ხატის ორიგინალი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული. წმინდა პანტელეიმონი სნეულთა მკურნალი და დავრდომილთა მანუგეშებელია, მასთან უამრავი სასწაულებრივი კურნებაა დაკავშირებული.

ტრადიციულად, გაზეთის გამოსვლამდე ხატებიცა და სანთლებიც სტამბა „კოლორში“ კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა:

„სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვულოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, 2020 წლის აღდგომას. დღესასწაულს, რომელიც აღნიშნავს სიცოცხლის მიერ სიკვდილის დამარცხებას და დათრგუნვას. ღმერთმა ინებოს, რომ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს მშვიდობით, წესრიგით, სულით და ხორცით ჯანმრთელად გადაევლოს ეს განსაცდელებით სავსე პერიოდი. გაგრძელდა ის არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არ ღალატობს ჰოლდინგი "პალიტრამედია" გაზეთ "კვირის პალიტრის" მეშვეობით - სააღდგომო დღესასწაულზე გაზეთთან ერთად მორწმუნეთათვის და არა მარტო მორწმუნეთათვის ხდება საჩუქრის მირთმევა.

წლევანდელი "კვირის პალიტრის" თანმხლები იქნება კვლავაც სააღდგომო მისალოცი სანთელი და ხატი წმინდა დიდმოწამე მკურნალი პანტელეიმონისა. ღმერთმა ინებოს, რომ ამ დიდმა მოწამემ და დიდმა მკურნალმა, უანგარო მკურნალმა, გადაარჩინოს და მშვიდობით გადაატანინოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ყველა მესვეურსა და გულშემატკივარს ამ ჩვენი ხალხისას, ეს რთული პერიოდი. ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ მოფრთხილებითა და ზრუნვით, სიამაყით და სიხარულით ვიდღესასწაულოთ ყოველი მომდევნო დღესასწაული“.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L“-მა, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა მკითხველს და პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოსცა, რომლის შეძენაც სპეციალურ ფასად - 11.50 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო „კვირის პალიტრასთან“ ერთად ერთად - 13 ლარად.

პავლე მოციქულის ეპისტოლენი ახალი აღთქმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ქრისტეს მოძღვრების სიღრმისეული განმარტება - 14 წერილი ქრისტიანობის უკეთ გასაგებად. წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ ქაღალდზე, გაფორმებულია ოქროს გრავირებით და ჩასმულია ელვაშესაკრავიან თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში. გამოცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს

საქართველოში კორონავირუსი უკვე 93-მა ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა