პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართ" - პატრიარქი
"ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართ" - პატრიარქი

ახა­ლი ვირუ­სის პრობ­ლე­მამ პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილ­ში დიდი შიში და­ნერ­გა და მათი მზე­რა ღვთის­კენ მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ეპის­ტო­ლე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი , არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს გან­საც­დე­ლის, რად­გან “ქრის­ტი­ა­ნი პრობ­ლე­მებს მად­ლი­ე­რე­ბით იღებს და ყვე­ლა­ფერ­ში ღვთის ხელს ხე­დავს, მას­ზე სა­სო­ებს, მი­სით ხა­რობს და ამას­თან, ცდი­ლობს გა­მო­ძებ­ნოს სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში”.

“გა­ნახ­ლე­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის, სი­ცო­ცხლი­სა და სი­ხა­რუ­ლის, იმე­დი­სა და ღმერ­თთან მშვი­დო­ბის მომ­ტან ამ დი­დე­ბულ დღეს, რა თქმა უნდა, უფე­რულ­დე­ბა ის გან­საც­დე­ლიც, ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მსოფ­ლიო რომ მო­უ­ცავს და ყვე­ლას ასე აშ­ფო­თებს.

უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, ადა­მი­ა­ნე­ბი, ერთი მხრივ, გა­ერ­თი­ან­დნენ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში სა­ერ­თო საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ და ამა­ვე დროს, ჩა­ი­კეტ­ნენ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვის ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში, თა­ვის სახ­ლში. მათ და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ლე­ბა მი­ე­ცათ და აღ­მო­ა­ჩი­ნეს ის რე­ა­ლო­ბა, რომ აზრი და­კარ­გა ბევ­რმა რა­მემ, რაც გუ­შინ დი­დად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნდათ. სა­მა­გი­ე­როდ, წინა პლან­ზე წა­მო­ი­წია ისეთ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­მა, რა­საც ადრე ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა თვი­თუზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ი­ნა­ხეს და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა წამ­გე­ბი­ა­ნი გახ­და. ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის, და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნად იქცა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბა. უნდა ით­ქვას ისიც, რომ ახა­ლი ვირუ­სის პრობ­ლე­მამ პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილ­ში დიდი შიში და­ნერ­გა და მათი მზე­რა ღვთის­კენ მი­მარ­თა.

ჩვენ არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს გან­საც­დე­ლის, ქრის­ტი­ა­ნი პრობ­ლე­მებს მად­ლი­ე­რე­ბით იღებს და ყვე­ლა­ფერ­ში ღვთის ხელს ხე­დავს, მას­ზე სა­სო­ებს, მი­სით ხა­რობს და, ამას­თან, ცდი­ლობს გა­მო­ძებ­ნოს სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში”, - ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

ავტორი:

"ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართ" - პატრიარქი

"ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართ" - პატრიარქი

ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეში აღნიშნული , არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რადგან “ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში”.

“განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს, რა თქმა უნდა, უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს.

უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ, წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში”, - ნათქვამია ეპისტოლეში.

"საქართველო ძალიან მიყვარხარ" - პატრიარქი

LIVE: სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში

"ფეხზე წამოდგა პაციენტის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო..." - თენგიზ ცერცვაძის ემოციური ფოტო