ავტორი:

"ფეხზე წამოდგა პაციენტის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო..." - თენგიზ ცერცვაძის ემოციური ფოტო

"ფეხზე წამოდგა პაციენტის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო..." - თენგიზ ცერცვაძის ემოციური ფოტო

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 73 წლის ქალია, რომელიც ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" 8 აპრილიდან მკურნალობდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

მაშინ, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში იმყოფებოდა. სამწუხარო ინფორმაციის გაგების დროს ის ფეხზე წამოდა. ცერცვაძის ემოციური ფოტო ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გაავრცელეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 388-ს შეადგინს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519 პირი.

ინფორმაციისთვის, 385 ადამიანიდან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე 41% მყარ "არას" არ ამბობს, საჭიროა მეტი განათლება, ექიმების მიმართ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკლესიის როლი" - კულუმბეგოვი

"მალე საქართველო მიიღებს ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს - უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს" - გელა ჩარკვიანი

8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"