ავტორი:

ცვლილებები დედოფალ ელისაბედის დაბადების დღის ცერემონიაში - ქვემეხიდან საზეიმო სროლა არ იქნება

ცვლილებები დედოფალ ელისაბედის დაბადების დღის ცერემონიაში - ქვემეხიდან საზეიმო სროლა არ იქნება

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედის დაბადების დღეს ქვემეხიდან საზეიმო სროლით არ შეხვდებიან.

BBC-ის ცნობით, პანდემიის ფონზე წელს დედოფალ ელისაბედის 94-ე იუბილის აღნიშვნაში გარკვეული ცვლილებები შევა და საზეიმო ცერემონიის დროს დისტანცია მაქსიმალურად დაცული იქნება.

მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ თავად დედოფალმა ითხოვა.

შეგახსენებთ, დედოფალ ელისაბედს დაბადების დღე 21 აპრილს აქვს. ბოლო 68 წლის მანძილზე დედოფლის დაბადების დღეს ტრადიციულად ქვემეხიდან სროლით აღნიშნავდნენ.

"თუ მსოფლიო COVID-19-თან ბრძოლაში არ გაერთინდება, უარესი წინ არის" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

CNN - გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება