პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა "კომაროვიდან" ბერობამდე - უცნობი ფაქტები სკანდალურ მეუფეზე, რომელიც ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა
გზა "კომაროვიდან" ბერობამდე - უცნობი ფაქტები სკანდალურ მეუფეზე, რომელიც ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა

სკან­და­ლუ­რი მე­უ­ფე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ბე­რო­ბის გზას 41 წლის ასაკ­ში და­ად­გა.

1962 წლის 1 მარტს თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის სა­ე­რო ცხოვ­რე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. და­ამ­თავ­რდა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა და შემ­დეგ სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე.

ამის შემ­დეგ ია­კო­ბის სა­ე­რო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ფო­რუ­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა დროს ვრცელ­დე­ბო­და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მისი "მხედ­რი­ონ­ში" მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ქო­რე­პის­კო­პოსს არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

მე­უ­ფე ია­კო­ბი 2003 წელს

2003 წლის 15 მარტს კონ­სტან­ტი­ნე ია­კო­ბაშ­ვი­ლი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად ია­კო­ბი ეწო­და. შემ­დეგ იყო არ­ქი­მან­დრი­ტი, ქო­რე­პის­კო­პო­სი, 2013 წლი­დან კი ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სია.

2019 წლის 9 ივ­ნისს ია­კობს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სო­პა უბო­ძეს.

სა­პატ­რი­არ­ქოს კარ­ზე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მე­უ­ფეს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჰყავს. ამ­ბო­ბენ, რომ ის მე­გობ­რობს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ე.წ. "კა­ხურ კლან­თან". ია­კობს ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ოჯახ­თან. ის მისი ერთ-ერთი შვი­ლის ნათ­ლი­აა. რო­გორც მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, სწო­რედ გო­გაშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა.

ცნო­ბი­ლია, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ უყ­ვარს ახ­ლან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია

"გი­ორ­გი გა­ხა­რია ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­კო­ვის კა­ცია, თუ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, ეკ­ლე­სი­ას­თან მთავ­რო­ბას დიდი პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბა, მე არ მაქვს მას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. არ არის ისე­თი რა­ღაც, რომ მე ვი­ღა­ცას რა­ღაც ვა­პა­ტიო, რაც სა­პა­ტი­ე­ბე­ლი არ არის. ვერ გახ­დე­ბა პრე­მი­ე­რი..."- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ჯერ კი­დევ 2018 წელს "ტვ-პირ­ველ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გა­ხა­რია პრე­მი­ე­რი გახ­და, მაგ­რამ რო­გორც ია­კობ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ას­თან არც ისე და­ლა­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ეს ბოლო დღე­ებ­მაც გვაჩ­ვე­ნა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს მე­უ­ფე ია­კო­ბი­სა და მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას და­პი­რის­პი­რე­ბა "ცი­ა­ნი­დის სკან­და­ლის" დროს. თუმ­ცა წლე­ბის წინ ორი მე­უ­ფე საკ­მა­ოდ ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ია­კო­ბი ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე პეტ­რეს ხელ­დას­მუ­ლი მე­უ­ფეა.

მე­უ­ფე ია­კობს ეკუთ­ვნის კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კვი­რი­კაშ­ვილ­თან, გა­ხა­რი­ას­თან და გო­მე­ლა­ურ­თან შეხ­ვედ­რის დროს მას "ეჩა­ლი­ჩე­ბოდ­ნენ" პატ­რი­არ­ქის გა­და­ყე­ნე­ბა­ზე და მის ნაც­ვლად მე­უ­ფე შიოს ტახ­ტზე ას­ვლა­ზე.

"მე­უ­ფე ია­კო­ბი ცე­მით ემუქ­რე­ბო­და ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს" - ეს გან­ცხა­დე­ბა თა­ვის დრო­ზე მე­უ­ფე პეტ­რეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ია­კობ­მა ასე ახ­სნა:.

"მე ვფიქ­რობ, არის ერთი ადა­მი­ა­ნი, ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც მერე უწ­მინ­დეს­თან მიბ­რძან­და, ადრე ვთქვი, იმა­საც ვი­ტყვი რო­მე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. მან უთხრა - და­ის­ვე­ნეთ, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თქვენ ნუ იქ­ნე­ბით, ის იქ­ნე­ბაო, კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბა­ზე უთხრა. მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლიც აქვს გა­დახ­დი­ლი, არა­ვის არ ვა­პა­ტი­ებ ამას. მა­შინ რომ ვი­ყა­ვი კვი­რი­კაშ­ვილ­თან და იმათ­თან, ზუს­ტად ეს ვუ­თხა­რი, არა­ვის არ ვა­პა­ტი­ებ ამას-მეთ­ქი. უწ­მინ­დე­სი სა­ნამ არ მომ­ცემს ნე­ბას, რომ ვცე­მო, მაგ­რად ვცე­მო, მთე­ლი ერის წი­ნა­შე ცუდ დღე­ში ჩა­ვაგ­დებ მას", - გა­ნა­ცხა­და მან.

მე­უ­ფე ია­კო­ბი არ სწყა­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­საც, წინა სა­არ­ჩევ­ნოდ მას "კა­ნა­ფის დე­დო­ფა­ლიც" კი უწო­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­ნი­ხი­ლავ­და პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექტს მარ­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრეა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა მე­უ­ფე ია­კო­ბის კი­დევ ერთი 2019 წლის ოქ­ტომ­ბრის თვის სკან­და­ლუ­რი ჩარ­თვა, ამ­ჯე­რად ვახო სა­ნა­ი­ას­თან.

"პირ­და­პირ გე­ტყვით, ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­მა­ვა­ლეს, რომ მე­უ­ფე, რა ჰქვია, იმას, გე­რა­სი­მეს­თვის 400 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­მე­ცა. ბი­ძი­ნამ მი­ლი­ო­ნი ლა­რის ის რომ იყო, მე­უ­ფე ში­ო­ზე. ჩემი მე­გო­ბა­რია, ან­დრია და იმან გა­მოთ­ქვა ძა­ლი­ან დიდი ისა, დედა აგი­ნა ყვე­ლას, სა­გი­ნე­ბე­ლია, არა­მარ­ტო ვა­გი­ნებთ, დე­დებს მო­ვუ­კი­თხავთ ყვე­ლას. ჩემ­თან ვერ ეც­დე­ბი­ან, მა­პა­ტი­ეთ, მკი­დია, ისი­ნიც და ისი­ნიც. ბი­ძი­ნა­თი და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დე­დას იმას ვუ­ზამ ყვე­ლას..." - გა­ნა­ცხა­და ია­კობ­მა.

მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი დღე­საც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ის არ ატა­რებს პირ­ბა­დეს ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად, პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს სთხოვს, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ნაც­ვლად კო­რო­ნა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ით­ვა­ლოს და ასე­ვე გამ­ყრე­ლი­ძე-იმ­ნა­ძის დუ­ეტ­ზე მე­დი­ას­თან აცხა­დებს:

"რომ გვიყ­ვი­რი­ან, არა­ვინ არ ვართ და­ვა­ლე­ბუ­ლი მა­გათ­გან, რომ ასე გვე­ლა­პა­რა­კონ. ტონს არ იცა­ვენ, კუ­ბო­ებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. თვი­თო­ნაც თავს თუ ვერ იკა­ვე­ბენ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სებ­თან გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცია. ჭკუა აქვთ, რომ იძა­ხი­ან აღ­დგო­მას არ მიხ­ვი­დე­თო ეკ­ლე­სი­ა­ში? - ამ ორ ადა­მი­ან­ზე ვლა­პა­რა­კობ, უნდა გა­მო­ვიდ­ნენ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ, რომ ღირ­სე­ბა შერ­ჩეთ....“"- ეს გახ­ლავთ სწო­რედ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბის ბოლო სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 149 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტონინ მარტო
0

მხედრიონელი არ ყოფილა.სამხედრო პოლიციაში იყო.არც ბანდიტი ყოფილა.

jiji
667

ძალიან მაგარი ადამიანია მეუფე იაკობი,ოქროს გული აქ,ძალიან ბევრი სიკეთის მქმნელია გაუხმოვანებლად,მინდა ხანგრძლივი სიცოცხლე ვუსურვო,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გზა "კომაროვიდან" ბერობამდე - უცნობი ფაქტები სკანდალურ მეუფეზე, რომელიც ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა

გზა "კომაროვიდან" ბერობამდე - უცნობი ფაქტები სკანდალურ მეუფეზე, რომელიც ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა

სკანდალური მეუფე, რომელიც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი განცხადებებით გამოირჩევა, ბერობის გზას 41 წლის ასაკში დაადგა.

1962 წლის 1 მარტს თბილისში დაბადებული მთავარეპისკოპოსის საერო ცხოვრებიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. დაამთავრდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და შემდეგ სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

ამის შემდეგ იაკობის საერო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ფორუმებსა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია მისი "მხედრიონში" მოღვაწეობის შესახებ, თუმცა ამ თემაზე ქორეპისკოპოსს არასოდეს უსაუბრია.

მეუფე იაკობი 2003 წელს

2003 წლის 15 მარტს კონსტანტინე იაკობაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად იაკობი ეწოდა. შემდეგ იყო არქიმანდრიტი, ქორეპისკოპოსი, 2013 წლიდან კი ბოდბელი ეპისკოპოსია.

2019 წლის 9 ივნისს იაკობს მთავარეპისკოპოსოპა უბოძეს.

საპატრიარქოს კარზე ყველაზე გავლენიან მეუფეს თავისი ფავორიტი პოლიტიკოსები ჰყავს. ამბობენ, რომ ის მეგობრობს ირაკლი ღარიბაშვილთან და ე.წ. "კახურ კლანთან". იაკობს ნათელმირონობა აკავშირებს სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის ოჯახთან. ის მისი ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. როგორც მედიაში იწერებოდა, სწორედ გოგაშვილის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ძალიან გაბრაზდა ხელისუფლებაზე მთავარეპისკოპოსი და არაერთი სკანდალური განცხადებაც გააკეთა.

ცნობილია, რომ მას განსაკუთრებულად არ უყვარს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

"გიორგი გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, მე არ მაქვს მასთან ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაც, რომ მე ვიღაცას რაღაც ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. ვერ გახდება პრემიერი..."- განაცხადა მეუფე იაკობმა ჯერ კიდევ 2018 წელს "ტვ-პირველთან" ინტერვიუში.

გახარია პრემიერი გახდა, მაგრამ როგორც იაკობმა იწინასწარმეტყველა, დღეს ხელისუფლებას ეკლესიასთან არც ისე დალაგებული ურთიერთობა აქვს და ეს ბოლო დღეებმაც გვაჩვენა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრე ცაავას დაპირისპირება "ციანიდის სკანდალის" დროს. თუმცა წლების წინ ორი მეუფე საკმაოდ ახლო მეგობრები იყვნენ და იაკობი ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს ხელდასმული მეუფეა.

მეუფე იაკობს ეკუთვნის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება, როდესაც ტელევიზიით ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას "ეჩალიჩებოდნენ" პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე.

"მეუფე იაკობი ცემით ემუქრებოდა ერთ-ერთ ბიზნესმენს" - ეს განცხადება თავის დროზე მეუფე პეტრეს ეკუთვნის, რომელიც მოგვიანებით იაკობმა ასე ახსნა:.

"მე ვფიქრობ, არის ერთი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელიც მერე უწმინდესთან მიბრძანდა, ადრე ვთქვი, იმასაც ვიტყვი რომელი ბიზნესმენია. მან უთხრა - დაისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ნუ იქნებით, ის იქნებაო, კონკრეტულ პიროვნებაზე უთხრა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ფულიც აქვს გადახდილი, არავის არ ვაპატიებ ამას. მაშინ რომ ვიყავი კვირიკაშვილთან და იმათთან, ზუსტად ეს ვუთხარი, არავის არ ვაპატიებ ამას-მეთქი. უწმინდესი სანამ არ მომცემს ნებას, რომ ვცემო, მაგრად ვცემო, მთელი ერის წინაშე ცუდ დღეში ჩავაგდებ მას", - განაცხადა მან.

მეუფე იაკობი არ სწყალობს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, წინა საარჩევნოდ მას "კანაფის დედოფალიც" კი უწოდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ იმ პერიოდში განიხილავდა პარლამენტი კანონპროექტს მარხუანას კულტივირების შესახებ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეა.

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მეუფე იაკობის კიდევ ერთი 2019 წლის ოქტომბრის თვის სკანდალური ჩართვა, ამჯერად ვახო სანაიასთან.

"პირდაპირ გეტყვით, ჩემს მეგობრებთან ერთად დამავალეს, რომ მეუფე, რა ჰქვია, იმას, გერასიმესთვის 400 ათასი დოლარი გადამეცა. ბიძინამ მილიონი ლარის ის რომ იყო, მეუფე შიოზე. ჩემი მეგობარია, ანდრია და იმან გამოთქვა ძალიან დიდი ისა, დედა აგინა ყველას, საგინებელია, არამარტო ვაგინებთ, დედებს მოვუკითხავთ ყველას. ჩემთან ვერ ეცდებიან, მაპატიეთ, მკიდია, ისინიც და ისინიც. ბიძინათი დაწყებული ყველათი დამთავრებული, დედას იმას ვუზამ ყველას..." - განაცხადა იაკობმა.

მთავარეპისკოპოსი იაკობი დღესაც ყურადღების ცენტრშია. ის არ ატარებს პირბადეს ვირუსისგან დასაცავად, პაატა იმნაძეს სთხოვს, რომ მიცვალებულების ნაცვლად კორონათი ინფიცირებულები ითვალოს და ასევე გამყრელიძე-იმნაძის დუეტზე მედიასთან აცხადებს:

"რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ დავალებული მაგათგან, რომ ასე გველაპარაკონ. ტონს არ იცავენ, კუბოებზე ლაპარაკობენ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ კონსულტაცია. ჭკუა აქვთ, რომ იძახიან აღდგომას არ მიხვიდეთო ეკლესიაში? - ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, უნდა გამოვიდნენ ბოდიში მოიხადონ, რომ ღირსება შერჩეთ....“"- ეს გახლავთ სწორედ მთავარეპისკოპოსი იაკობის ბოლო სკანდალური განცხადება.