მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება
„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გავ­რცე­ლე­ბულ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ მთავ­რო­ბის მხრი­დან და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და COVID-19-ის ტეს­ტე­რე­ბი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის იმ­პორ­ტი, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თქმით, ფონდმა ჩა­აგ­დო.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ფონდს მთავ­რო­ბის მხრი­დან არა­ნა­ი­რი მგავ­სი და­ვა­ლე­ბა არ მი­უ­ღია, ასე­ვე, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის ტეს­ტე­რე­ბი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის იმ­პორტთან, უფრო მე­ტიც, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მან­დატ­ში არ შე­დის ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფონ­დის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, და შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­სა და პირ­ბა­დე­ებ­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, და­ე­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, შე­მო­ე­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­ნად­გა­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცავ­შრი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლი, პირ­ველ ეტაპ­ზე 40 მი­ლი­ო­ნამ­დე ერ­თე­უ­ლის სა­წარ­მო­ებ­ლად. ამ მიზ­ნით, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ 6.6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ლებ­ლად, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის ნე­ბარ­თვის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თა. პრო­ექ­ტში 350 ათა­სი აშშ დო­ლა­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო და­ნად­გა­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა - პირ­ბა­დის სა­წარ­მო­ებ­ლად სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლის­თვის, სატ­რან­სპორ­ტო და სხვა სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის­თვის.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ბევ­რი კერ­ძო კომ­პა­ნია ჩა­ერ­თო, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად აღარ მი­იჩ­ნია პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გა­მო­ყო­ფა და იმ კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რებ­თან ერ­თად და­ი­წყო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც გა­მო­ხა­ტეს მზად­ყოფ­ნა პრო­ექ­ტის 100% -ით და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას თან ახ­ლავს სირ­თუ­ლე­ე­ბი, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, და­ნად­გა­რე­ბი­სა და ნედ­ლე­უ­ლის მი­წო­დე­ბა ჩი­ნე­თი­დან, იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, აკ­რძა­ლუ­ლია, თუმ­ცა ფონ­დის ჩი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის და პარტნი­ო­რე­ბის, ჩი­ნე­თის სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ორი­ვე ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით, დაშ­ვე­ბულ იქნა გა­მო­ნაკ­ლი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მო­ხერ­ხდა პრო­ექ­ტის­თვის სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბი­სა და ნედ­ლე­უ­ლის შეს­ყიდ­ვა.

ამ­ჟა­მად ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სატ­რან­პორ­ტო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­წარ­მო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

მო­ვუ­წო­დებთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, და­იც­ვას ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სენ­სი­ტი­უ­რი თე­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი, არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

თა­ვის მხრივ, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ ყო­ველ­თვის მზა­დაა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მო­ა­წო­დოს, რო­გორც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ასე­ვე - ნე­ბი­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თუ კერ­ძო პირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციას, თითქოს „საპარტნიორო ფონდს“ მთავრობის მხრიდან დავალებული ჰქონდა COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტი, რაც ტელეკომპანიის თქმით, ფონდმა ჩააგდო.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფონდს მთავრობის მხრიდან არანაირი მგავსი დავალება არ მიუღია, ასევე, არანაირი შეხება არ ჰქონია ქვეყანაში COVID-19-ის ტესტერებისა და პირბადეების იმპორტთან, უფრო მეტიც, „საპარტნიორო ფონდის“ მანდატში არ შედის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება.

როგორც მოგეხსენებათ, ფონდის უპირველესი ამოცანაა წარმოების ხელშეწყობა, და შესაბამისად, არსებული პანდემიის, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, „საპარტნიორო ფონდმა“ გამოიჩინა ინიციატივა, დაეწყო საქართველოში პირბადეების წარმოება, შემოეტანა ქვეყანაში ყველაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარები და სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული, პირველ ეტაპზე 40 მილიონამდე ერთეულის საწარმოებლად. ამ მიზნით, „საპარტნიორო ფონდმა“ 6.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განსახორცილებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის ნებართვის თაობაზე მიმართა. პროექტში 350 ათასი აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო დანადგარების შესაძენად, ხოლო დანარჩენი თანხა - პირბადის საწარმოებლად საჭირო ნედლეულისთვის, სატრანსპორტო და სხვა საჭირო ხარჯებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო, „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა და იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100% -ით დასაფინანსებლად.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელებას თან ახლავს სირთულეები, გაძნელებულია ტრანსპორტირება, დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება ჩინეთიდან, იქ არსებული სიტუაციის გამო, აკრძალულია, თუმცა ფონდის ჩინელი მეგობრების და პარტნიორების, ჩინეთის სამთავრობო სტრუქტურების, ორივე ქვეყნის საელჩოების მაქსიმალური მხარდაჭერით, დაშვებულ იქნა გამონაკლისი და საქართველოსთვის მოხერხდა პროექტისთვის საჭირო დანადგარებისა და ნედლეულის შესყიდვა.

ამჟამად ყველა ძირითადი საკითხი მოგვარებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატრანპორტო პრობლემების მოგვარება, რის შემდეგაც ვიმედოვნებთ, რომ საწარმო უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას.

მოვუწოდებთ ტელეკომპანიას, რომელმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, დაიცვას ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და განსაკუთრებით, არსებულ სიტუაციაში სენსიტიური თემების შესახებ გადაუმოწმებელი, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავონ.

თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდი“ ყოველთვის მზადაა ფონდის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოაწოდოს, როგორც მედიასაშუალებებს, ასევე - ნებიმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ კერძო პირს.

დაცარიელებული ქრისტეს აღდგომის ტაძარი - კადრები იერუსალიმიდან, სადაც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

საქართველოში კორონავირუსისგან 84 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება