ავტორი:

"კარფურის" ორი ჰიპერმარკეტი დროებით მუშაობას აჩერებს - კომპანიის განცხადება

"კარფურის" ორი ჰიპერმარკეტი დროებით მუშაობას აჩერებს - კომპანიის განცხადება

კომპანია “კარფური” “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ორი ჰიპერმარკეტი 22 აპრილამდე დაიკეტება.

"ძვირფასო მომხმარებლებო, მთავრობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას, კომპანია “კარფურის” ორი ჰიპერმარკეტი, “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” აჩერებს ოპერირებას 22 აპრილამდე.

▪️ მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია.

▪️ ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო კარფურის ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში,

აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ კარფურის თავდადებულ გუნდს, რომლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად უდგას გვერდით არა მარტო კომპანიას, არამედ მთელს ქვეყანას.

ასევე, მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის.

თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით 84 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"ზოგი სიფრთხილეს უფლის ღალატად აღიქვამს, რაც ასე არ არი" - ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

"ვაი, ამ ჩვენი სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს... პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი