საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

28

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:51-ზე, მთვარე ქალწულშია – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება - ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. ოჯახის შექმნა არ არის მიზანშეწონილი. აი, მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, რომ არ შევიკრიბოთ... გამოდიან მღვდლები და ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, რომ არ შევიკრიბოთ... გამოდიან მღვდლები და ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

ყვე­ლამ რომ და­არ­ღვი­ოს წესი, ეკ­ლე­სი­ამ არა­სო­დეს უნდა და­უშ­ვას იმ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, მოყ­ვა­სის სი­ცო­ცხლეს რომ იცავს,-ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს. რო­გორც დე­კა­ნო­ზი აღ­ნიშ­ნავს, დღეს ეკ­ლე­სი­ის­გან ერ­თა­დერ­თი და სა­უ­კე­თე­სო ლოც­ვა-კურ­თხე­ვა იქ­ნე­ბო­და, და­კე­ტილ ტაძ­რებ­ში სამ­ღვდე­ლო­ე­ბის მარ­ტო, მრევ­ლის გა­რე­შე ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, ხოლო მრევ­ლის­თვის სახ­ლში ლოც­ვა და უსაფრ­თხოდ დარ­ჩე­ნა.

დე­კა­ნო­ზი ეხ­მა­უ­რე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­ცხა­დე­ბა­საც, რო­მელ­თა თქმი­თაც, თუკი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებს არ უწეს­დე­ბა, გა­უ­გე­ბა­რია, ტაძ­რებს რა­ტომ უნდა და­უ­წეს­დეს. მისი შე­ფა­სე­ბით, სამ­ღვდე­ლო­ე­ბას არა­ფე­რი ეკი­თხე­ბა, რას აკე­თებს სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბი.

დე­კა­ნოზ თა­მაზ ლო­მი­ძის შე­ფა­სე­ბით, ეკ­ლე­სი­ამ კი­დევ ერთხელ და­კარ­გა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შან­სი.

"ბავ­შვო­ბი­სას რა­მეს რომ და­ვა­შა­ვებ­დით, შემ­დეგ სა­მარ­თლი­ა­ნად რომ მიგ­ვი­თი­თებ­და ან დაგ­ვსჯი­და ხოლ­მე მშო­ბე­ლი და ჩვენ კი მოვ­ყვე­ბო­დით ბუ­ზღუნს და-ძმა­ზე: ისიც ხომ აშა­ვებს, იმას რა­ტომ არ სჯიო და რომ გვი­პა­სუ­ხებ­დნენ ხოლ­მე: ის თუ აშა­ვებს, არ ნიშ­ნავს, რომ შენც უნდა და­ა­შა­ვო, ის თა­ვი­სას მი­ი­ღებს, შენ შენს საქ­ცი­ელს მი­ხე­დეო, ხომ გახ­სოვთ ეგ დი­ა­ლო­გი?

აი, სამ­წუ­ხა­როდ მაგ ასაკ­ში და აზ­როვ­ნე­ბა­ში გა­ჭე­დი­ლი ზრდას­რუ­ლე­ბი გვყავს ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მელ­თაც უკვე ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე აბა­რი­ათ, პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან ქრის­ტეს სამ­წყსო­ზე და იგი­ვე ბავ­შვუ­რი ტექ­სტე­ბით ბუ­ზღუ­ნე­ბენ. მა­შინ, როცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში უჰა­ე­რო­ბით იღუ­პე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და ექი­მე­ბი ლა­მის ტი­რი­ლით გვთხო­ვენ, არ­სად და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ვიკ­რი­ბოთ, გა­მო­დი­ან მღვდელმთავ­რე­ბი და მღვდლე­ბი და პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის ტექ­სტე­ბით ლა­პა­რა­კო­ბენ სა­ჯა­როდ: მარ­ტო ჩვენ რა­ტომ უნდა "და­ვი­სა­ჯოთ", სუ­პერ­მარ­კე­ტებს რა­ტომ არ ”სჯი­თო”.

არ გრცხვე­ნი­ათ, რაზე სა­უბ­რობთ სა­ერ­თოდ? რაში გე­კი­თხე­ბათ თქვენ, რას აკე­თებს "კარ­ფუ­რი" და "გუდ­ვი­ლი"? ყვე­ლამ რომ და­არ­ღვი­ოს წესი, ეკ­ლე­სი­ამ არა­სო­დეს უნდა და­უშ­ვას იმ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, მოყ­ვა­სის სი­ცო­ცხლეს რომ იცავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად გულ­და­სა­წყვე­ტია ეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, როცა აშ­კა­რად იცი, რომ სა­უ­კე­თე­სო და შენი ხალ­ხის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ბრწყინ­ვა­ლე შან­სი უკვე მე­რამ­დე­ნედ და­კარ­გა შენ­მა ეკ­ლე­სი­ამ.

მე მწამს, რომ დღეს ეკ­ლე­სი­ის­გან ერ­თა­დერ­თი და სა­უ­კე­თე­სო ბრძა­ნე­ბა თუ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა იქ­ნე­ბო­და: და­კე­ტილ ტაძ­რებ­ში სამ­ღვდე­ლო­ე­ბის მარ­ტო, მრევ­ლის გა­რე­შე ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, ხოლო ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის­თვის სახ­ლში ლოც­ვა და უსაფრ­თხოდ დარ­ჩე­ნა. სუ­ლერ­თია, რა დღე­სას­წა­უ­ლია და ასე­ვე სუ­ლერ­თია, ვინ რას აშა­ვებს. ეკ­ლე­სი­ამ არა­სო­დეს უნდა და­არ­ღვი­ოს ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვის ღვთა­ებ­რი­ვი კა­ნო­ნი. ვწუხ­ვარ ძა­ლი­ან ღრმად და გულ­წრფე­ლად. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს სა­ქარ­თვე­ლო“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
deda
379

მადლობა უფალს,რომ მე არა ვარ თქვენი სულიერი შვილი და მრევლი 

 

რეზო
80

რა გაბურᲦე Შენ ტვინი Თქვა საპატრიარქომ რომ რისკი არსებობს და უმეტესობა არ მივდივარᲗ! Შენზე მეტად ზრუნავენ Ჩვენი მოᲫᲦვრები და პატრიარქი მოყვასზე და ისიც არ ავიწყდებაᲗ რომ მრევლი არ გატყდეს და მადლᲨი არ დავეᲭვდეᲗ! და ტარდება წირვები ᲦვᲗის სადიდებლად და რეკომენდაციებსაც ვიცავᲗ...და ამდენ დარიგებებს მამაო მეტანიები აკეᲗე წიᲗელი პარასკევია და მეტი მდუმარება და ცრემლი ზეგ კი სიხარული,Თან ცოტას გავხდებიᲗ და წვერსაც Თუ მოვუᲨვებᲗ ცოტა მეტად აᲦგიქვამᲗ მრევლი მᲦვდლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

"ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, რომ არ შევიკრიბოთ... გამოდიან მღვდლები და ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, რომ არ შევიკრიბოთ... გამოდიან მღვდლები და ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს,-ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ლოცვა-კურთხევა იქნებოდა, დაკეტილ ტაძრებში სამღვდელოების მარტო, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა.

დეკანოზი ეხმაურება ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებასაც, რომელთა თქმითაც, თუკი შეზღუდვები სასურსათო მაღაზიებს არ უწესდება, გაუგებარია, ტაძრებს რატომ უნდა დაუწესდეს. მისი შეფასებით, სამღვდელოებას არაფერი ეკითხება, რას აკეთებს სურსათის მაღაზიები.

დეკანოზ თამაზ ლომიძის შეფასებით, ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაკარგა საკუთარი ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების შანსი.

"ბავშვობისას რამეს რომ დავაშავებდით, შემდეგ სამართლიანად რომ მიგვითითებდა ან დაგვსჯიდა ხოლმე მშობელი და ჩვენ კი მოვყვებოდით ბუზღუნს და-ძმაზე: ისიც ხომ აშავებს, იმას რატომ არ სჯიო და რომ გვიპასუხებდნენ ხოლმე: ის თუ აშავებს, არ ნიშნავს, რომ შენც უნდა დააშავო, ის თავისას მიიღებს, შენ შენს საქციელს მიხედეო, ხომ გახსოვთ ეგ დიალოგი?

აი, სამწუხაროდ მაგ ასაკში და აზროვნებაში გაჭედილი ზრდასრულები გვყავს ჩვენს ეკლესიაში, რომელთაც უკვე ადამიანების სიცოცხლე აბარიათ, პასუხისმგებლები არიან ქრისტეს სამწყსოზე და იგივე ბავშვური ტექსტებით ბუზღუნებენ. მაშინ, როცა საავადმყოფოებში უჰაერობით იღუპებიან ადამიანები და ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, არსად და არავითარ შემთხვევაში არ შევიკრიბოთ, გამოდიან მღვდელმთავრები და მღვდლები და პატარა ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ საჯაროდ: მარტო ჩვენ რატომ უნდა "დავისაჯოთ", სუპერმარკეტებს რატომ არ ”სჯითო”.

არ გრცხვენიათ, რაზე საუბრობთ საერთოდ? რაში გეკითხებათ თქვენ, რას აკეთებს "კარფური" და "გუდვილი"? ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს. ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია ეს გამოუყენებელი და გაფუჭებული შესაძლებლობაა, როცა აშკარად იცი, რომ საუკეთესო და შენი ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების ბრწყინვალე შანსი უკვე მერამდენედ დაკარგა შენმა ეკლესიამ.

მე მწამს, რომ დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ბრძანება თუ ლოცვა-კურთხევა იქნებოდა: დაკეტილ ტაძრებში სამღვდელოების მარტო, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო ეკლესიის მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა. სულერთია, რა დღესასწაულია და ასევე სულერთია, ვინ რას აშავებს. ეკლესიამ არასოდეს უნდა დაარღვიოს ადამიანზე ზრუნვის ღვთაებრივი კანონი. ვწუხვარ ძალიან ღრმად და გულწრფელად. ღმერთმა დაიფაროს საქართველო“, - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე.

"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან

"ისევ იწერება ინტერნეტში ბაბუაჩემის გარდაიცვალების შესახებ..." - რას წერს თემურ წიკლაურის შვილიშვილი და რას ამბობს მომღერლის მდგომარეობაზე

"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე