ავტორი:

საპატრიარქო განმარტავს, ვის ექნება მანქანით გადაადგილების უფლება დღევანდელი და სააღდგომო მსახურებისთვის

საპატრიარქო განმარტავს, ვის ექნება მანქანით გადაადგილების უფლება დღევანდელი და სააღდგომო მსახურებისთვის

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება... წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს" - რას წერს CNN საქართველოზე

„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

დაცარიელებული ქრისტეს აღდგომის ტაძარი - კადრები იერუსალიმიდან, სადაც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან