მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში
ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ნორ­ვე­გი­ის ცი­ხე­ში ქარ­თველ პა­ტი­მარს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს.

რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გა­მო­გაზვნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლოდ ეს ერთი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი.

„COVID-19 გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ან კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი, რაც თა­ვის მხრივ ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ პი­რებ­ზე, მათ შო­რის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­თა­ნა­დო მზრუნ­ვე­ლო­ბა, ასე­ვე ვირუ­სის­გან დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

ასე­ვე პა­ტიმ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ეც­ნო­ბე­ბა შე­სა­ბა­მის სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას პა­ტიმ­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ან/და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პა­ტიმ­რის და­კავ­ში­რე­ბა მისი ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან.

ამ დრო­ი­სათ­ვის უცხო ქვეყ­ნის სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პა­ტიმ­რის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლოდ ერთი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი - ნორ­ვე­გი­ის სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც უტარ­დე­ბა სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სის­ტე­მა­ტუ­რად აწარ­მო­ე­ბენ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინგს, ვი­ნა­ი­დან ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მო­ად­გენს მათ ერთ-ერთ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­რეო უწყე­ბის ცნო­ბით, პა­ტი­მარ­თა მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს დღე­საც.

„რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მსჯავ­დე­ბუ­ლე­ბის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს, (მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღო თურ­ქეთ­მა) ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბენ ად­გილ­სამ­ყო­ფელ ქვეყ­ნებ­თან, მათ შო­რის თურ­ქეთ­თან და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა კა­ტე­გო­რი­ის პა­ტიმ­რებს ეხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა და მათ შო­რის არი­ან თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გამოგაზვნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში საქართველოს მოქალაქის დაინფიცირების მხოლოდ ეს ერთი ფაქტია ცნობილი.

„COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინის რეჟიმი, რაც თავის მხრივ ასევე ითვალისწინებს კარანტინის რეჟიმს საპატიმრო დაწესებულებებში. საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სათანადო მზრუნველობა, ასევე ვირუსისგან დაცვის ღონისძიებების გატარება თითოეული ქვეყნის ვალდებულებაა.

ასევე პატიმრის მოთხოვნის საფუძველზე, ეცნობება შესაბამის საკონსულო დაწესებულებას პატიმრის საჭიროებების შესახებ ან/და უზრუნველყოფილია პატიმრის დაკავშირება მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებასთან.

ამ დროისათვის უცხო ქვეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი - ნორვეგიის საპატიმრო დაწესებულებაში, რომელსაც უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, სისტემატურად აწარმოებენ საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგს, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა წარმოადგენს მათ ერთ-ერთ სამსახურებრივ ვალდებულებას. შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, პატიმართა მონიტორინგი, ასევე, მიმდინარეობს დღესაც.

„რაც შეეხება ცალკეული ქვეყნების მხრიდან საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი გარკვეული კატეგორიის მსჯავდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, (მსგავსი გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო თურქეთმა) ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იმასთან დაკავშირებით, თუ რა კატეგორიის პატიმრებს ეხება აღნიშნული დადგენილება და მათ შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს