საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაციენტები სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ - კორონავირუსის მორიგი შემთხვევა თბილისის კლინიკაში
პაციენტები სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ - კორონავირუსის მორიგი შემთხვევა თბილისის კლინიკაში

თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტში, იგი­ვე კლი­ნი­კა "თიმ­ში", კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­რი­გი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც კა­ჭა­ხი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და ასე­ვე კლი­ნი­კის კი­დევ ორ პა­ცი­ენტს, რო­მელ­თა ინ­ფი­ცი­რე­ბაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მედ­პერ­სო­ნა­ლის­გან მოხ­და.

"მეტი ალ­ბა­თო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­გან მოხ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა. თა­ვად ამ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის წყა­რო არის ჩვე­ნი ერთ-ერთი ექთა­ნი, რო­მელ­მაც შე­მო­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცია კლი­ნი­კა­ში და რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო მისი ძმის­გან, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან და უკვე ამ ერ­თის­გან მოხ­და გავ­რცე­ლე­ბა სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე და ორ პა­ცი­ენტზე, რაც გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და კა­ჭა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მედ­პერ­სო­ნალ­სა და პა­ცი­ენ­ტებს შო­რის და­ცუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ის ნორ­მა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ისეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც არ ფი­გუ­რი­რებს კო­ვი­დინ­ფექ­ცია.

"არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კას და შემ­დგომ მედ­პერ­სო­ნალს აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. ეს უსაფრ­თო­ე­ბის ნორ­მე­ბი არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რა დი­აგ­ნო­ზი აქვს პა­ცი­ენტს და რა პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა.

არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, როცა არის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ კო­ვი­დინ­ფი­ცი­ე­ბულ პა­ცი­ენ­ტთან, არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, როცა არის ურ­თი­ერ­თო­ბა და­დას­ტუ­რე­ბულ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან, კი­დევ სხვა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბია, როცა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან გარ­კვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბი ტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ურ­თი­ერ­თო­ბას რაც იყო ჩვენს მედ­პერ­სო­ნალ­სა და პა­ცი­ენ­ტებს შო­რის, აქ იყო ის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო ჩვე­უ­ლებ­რივ ექთან­სა და პა­ცი­ენტს შო­რის და სა­დაც არ ფი­გუ­რი­რებს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

მთე­ლი ამ ჩვე­ნი ქე­ი­სის ვე­რა­გო­ბა ის იყო, რომ ჩვენ გვყავ­და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექთა­ნი, რო­მე­ლიც იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სიმპტო­მუ­რი და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ვის გვქონ­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და ის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც ჩვენ დღეს ვდგა­ვართ”, - აღ­ნიშ­ნა კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა.

რო­გორც კა­ჭა­ხი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კა დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა­ში ჯამ­ში 9 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - 2 ექი­მი, 5 ექთა­ნი და 2 პა­ცი­ენ­ტი.

"დღეს უკვე 5 პა­ცი­ენ­ტი გვყავ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ზოგი პა­ცი­ენ­ტი სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­ვა, ზოგი - კა­რან­ტინ­ში. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი კა­რან­ტინ­შია ახლა. რო­გორც კი გა­მო­ვალთ ყვე­ლა კა­რან­ტი­ნი­დან, მოხ­დე­ბა კლი­ნი­კის დე­ზინ­ფექ­ცია და გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და კა­ჭა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­ბა­რია თბი­ლი­სის იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მო­ძღვრის ოჯახ­ზე, სა­დაც მღვდლის გარ­და კი­დევ ორი პირი - მისი და და დის­შვი­ლი არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და მშრა­ლი ხვე­ლა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­და სა­კუ­თა­რი და, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სია და კლი­ნი­კა "თი­მის" თა­ნამ­შრო­მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mamuka
6

მაგ ექთანს უნდა ჩამოერთვას ლიცენზია სამუდამოდ,მშვენივრად იცოდა რომ მის ძმას ვირუსი ჰქონდა და ამის მიუხედავად დადიოდა სამსახურში

გიგა
28

მამაოს გადაედო მაᲗგან ესაა სიმარᲗლე!!! მაგრამ არაუᲨავს დააბრალეᲗ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პაციენტები სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ - კორონავირუსის მორიგი შემთხვევა თბილისის კლინიკაში

პაციენტები სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ - კორონავირუსის მორიგი შემთხვევა თბილისის კლინიკაში

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, იგივე კლინიკა "თიმში", კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინფორმაციით, ვირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც კაჭახიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კოვიდ-19 დაუდასტურდა ასევე კლინიკის კიდევ ორ პაციენტს, რომელთა ინფიცირებაც, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან მოხდა.

"მეტი ალბათობით, სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან მოხდა პაციენტების ინფიცირება. თავად ამ სამედიცინო პერსონალის წყარო არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელმაც შემოიტანა ინფექცია კლინიკაში და რომელიც თავისთავად ინფიცირებული იყო მისი ძმისგან, სასულიერო პირისგან და უკვე ამ ერთისგან მოხდა გავრცელება სხვა თანამშრომლებზე და ორ პაციენტზე, რაც გვაქვს მონაცემები”, - განაცხადა კაჭახიძემ.

მისივე თქმით, მედპერსონალსა და პაციენტებს შორის დაცული იყო უსაფრთხოების ის ნორმა, რომელიც საჭიროა ისეთ შემთხვევაში, სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფექცია.

"არსებობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც კლინიკას და შემდგომ მედპერსონალს აქვს მითითებული. ეს უსაფრთოების ნორმები არის დამოკიდებული იმაზე, რა დიაგნოზი აქვს პაციენტს და რა პროცედურა ტარდება.

არსებობს უსაფრთხოების ნორმები, როცა არის ურთიერთობა სავარაუდოდ კოვიდინფიციებულ პაციენტთან, არსებობს უსაფრთხოების ნორმები, როცა არის ურთიერთობა დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, კიდევ სხვა უსაფრთხოების ნორმებია, როცა კოვიდინფიცირებულთან გარკვეული სხვადასხვა სახის პროცედურები ტარდება. რაც შეეხება ამ ურთიერთობას რაც იყო ჩვენს მედპერსონალსა და პაციენტებს შორის, აქ იყო ის უსაფრთხოების ნორმები დაცული, რომელიც საჭირო იყო ჩვეულებრივ ექთანსა და პაციენტს შორის და სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფიცირებული.

მთელი ამ ჩვენი ქეისის ვერაგობა ის იყო, რომ ჩვენ გვყავდა ინფიცირებული ექთანი, რომელიც იყო აბსოლუტურად არასიმპტომური და ამის შესახებ ინფორმაცია არავის გვქონდა, აქედან გამომდინარე მოხდა ის ფაქტები, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ”, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

როგორც კაჭახიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კლინიკა დროებით დაიხურება. მისი ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.

"დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი - კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, - განაცხადა კაჭახიძემ.

შეგახსენებთ, საუბარია თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვრის ოჯახზე, სადაც მღვდლის გარდა კიდევ ორი პირი - მისი და და დისშვილი არიან ინფიცირებულნი. როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა, სახლის პირობებში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და კლინიკა "თიმის" თანამშრომელია.

"საქართველო ძალიან მიყვარხარ" - პატრიარქი

"ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართ" - პატრიარქი

LIVE: სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში