ავტორი:

მო­ტო­ციკ­ლით, მო­პე­დით და ვე­ლო­სი­პე­დით ქალაქში გადაადგილება დაშვებულია

მო­ტო­ციკ­ლით, მო­პე­დით და ვე­ლო­სი­პე­დით ქალაქში გადაადგილება დაშვებულია

17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

"შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე.

გადაწყვეტილებამ მოქალაქეებში უამრავი კითხვა გააჩინა. მათ აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა გადაადგილებას ტაქსით, ან რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებით. ტაქსებთან დაკავშირებით, მთავრობის პასუხი ცალსახაა - შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

თუმცა, გადაადგილება დაშვებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებებით - მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით.

ამასთან, იმ პირებს, ვინც ეწევიან დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, მანქანის საშვისთვის შეუძლიათ მიმართონ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო). ხოლო, ვინც ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და გადაადგილება, საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, ასეთმა პირებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 144.

წაიკითხეთ მეტი: მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს

"ჩვენი სულიერი დებისა და ძმების ნაცვლად, ეზოში სიმბოლურად სანთლები ენთო" - ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა

მოხუცმა ქალმა პოლიციელებს აღდგომა მიულოცა - ფოტოები ზუგდიდის ბლოკ-პოსტიდან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - "9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!"