მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაშია დასაშვები გადაადგილება და ვინ შეძლებს მანქანის საშვის მიღებას - მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს
რა შემთხვევაშია დასაშვები გადაადგილება და ვინ შეძლებს მანქანის საშვის მიღებას - მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აკე­თებს გან­მარ­ტე­ბებს იმ აკ­რძალ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ი­დან ამოქ­მედ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს 17 აპ­რი­ლის 12:00 სა­ა­თი­დან 21 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით იკ­რძა­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

თუმ­ცა, გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ებს აკ­რძალ­ვა არ ეხე­ბა და გარ­კვე­ულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის საშ­ვის მო­პო­ვე­ბა.

ამას­თან, დღე­ი­დან და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პირ­ბა­დის გა­რე­შე გა­და­ა­ად­გი­ლე­ბა იკ­რძა­ლე­ბა.

ასე­ვე, დღე­ი­დან 10 დღის ვა­დით სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში სა­საფ­ლა­ო­ზე გას­ვლა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ აკ­რძალ­ვებს, აქ მო­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე:

  • რო­მე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მე­ზღუ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა?

იკ­რძა­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, გარ­და მო­ტო­ციკ­ლი­სა.

  • რო­მე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით შე­მიძ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა?

არ იკ­რძა­ლე­ბა მო­ტო­ციკ­ლით, მო­პე­დით და ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბა.

  • ეხე­ბა თუ არა შე­ზღუდ­ვა ტაქ­სებს?

შე­ზღუდ­ვა ეხე­ბათ ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც.

  • რო­გორ შე­მიძ­ლია მო­ვი­პო­ვო საშ­ვი მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის?

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თქვენ ეწე­ვით და­საშ­ვებ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, საშ­ვის მო­სა­პო­ვებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ დარ­გობ­რივ სა­მი­ნის­ტროს (მაგ.: სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო).თუ თქვენ ეწე­ვით ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა­საც არ ეწე­ვა არ­ცერ­თი დარ­გობ­რი­ვი სა­მი­ნის­ტრო და თქვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბა, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­ად­გენს უკი­დუ­რეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, უნდა დარ­ე­კოთ ცხელ ხაზ­ზე - 144.

  • ვმუ­შა­ობ დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში. რო­გორ უნდა მი­ვი­დე სამ­სა­ხუ­რამ­დე?

თქვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლი­დან სამ­სა­ხუ­რამ­დე და პი­რი­ქით, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს თქვენ­მა დამ­საქ­მე­ბელ­მა.

  • ვარ დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია. რო­გორ უნდა გა­და­ად­გილ­დნენ ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რამ­დე?

დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა M2(მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით) და M3 (ავ­ტო­ბუ­სით) კა­ტე­გო­რი­ე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად, კომ­პა­ნი­ამ უნდა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით მარ­შუ­ტე­ბის გან­სა­ზღვრას, ოპე­რა­ცი­ულ შტაბ­თან შე­თან­ხმე­ბით.

  • რო­გორ უნდა გა­და­ვა­ად­გილ­დე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად?

სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია.

თუ თქვენ გაქვთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი (მაგ.: და­გე­წყოთ მშო­ბი­ა­რო­ბა, გაქვთ მო­ტე­ხი­ლო­ბა და ა.შ.), ნე­ბა­დარ­თუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად (თან­ხმლებ პირ­თან ერ­თად).

თუ გჭირ­დე­ბათ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გეგ­მი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით (მაგ.: დი­ა­ლი­ზი, ონ­კო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და ა.შ.) გა­და­ად­გი­ლე­ბა, თან უნდა იქო­ნი­ოთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ გაქვთ მსგავ­სი ცნო­ბა, უნდა და­უ­კავ­შირ­დეთ მკურ­ნალ ექიმს/სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ელექტრო­ნუ­ლად აწ­ვდის შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, თქვენ­ზე გა­ი­ცე­მა მიზ­ნობ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ნე­ბარ­თვა. ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით ცნო­ბის ვერ­მი­ღე­ბის პი­რო­ბებ­ში, ცნო­ბის მი­სა­მარ­თზე მი­ტა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს სსიპ - სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს რა­ი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა.

  • შე­მიძ­ლია თუ არა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის ან/და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­მო­ძა­ხე­ბა?

საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის, სურ­სა­თი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის/პრო­დუქ­ტის მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ ე.წ. „დე­ლი­ვე­რი“ სერ­ვი­სით.

  • შე­მიძ­ლია თუ არა სა­საფ­ლა­ო­ზე წას­ვლა?

იკ­რძა­ლე­ბა სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა. აკ­რძალ­ვა არ ეხე­ბა მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბას.

  • სა­საფ­ლა­ო­ზე შეს­ვლა მხო­ლოდ ქა­ლაქ­ში იზღუ­დე­ბა, თუ ყველ­გან?

სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

  • პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მაქვს?

პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ყვე­ლა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში (მაგ.: აფ­თი­აქ­ში, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­ში და სხვ.).

  • შე­მიძ­ლია თუ არა გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად?

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დაშ­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მან­ქა­ნის ან ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბა (მაგ.: ტრაქ­ტო­რი, კომ­ბა­ი­ნი და სხვ.). სხვა სა­ხის მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

  • მაქვს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. შე­მიძ­ლია თუ არა ამ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ოჯა­ხის წევ­რის ან სხვა პი­რის გა­დაყ­ვა­ნა?

არა. ავ­ტო­სანტრან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა გა­და­ად­გილ­დეთ მხო­ლოდ თქვენ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნით.

  • მაქვს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნით, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. შე­მიძ­ლია თუ არა თა­ნამ­შრომ­ლის გა­დაყ­ვა­ნა ჩემი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით?

დიახ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნით, თქვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­ნამ­შრომ­ლის სამ­სა­ხურ­ში გა­დაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა გაქვთ, ავ­ტო­მო­ბილ­ში მგზავ­რთა გან­თავ­სე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით.

იხი­ლეთ N252 დად­გე­ნი­ლე­ბა - „სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 23 მარ­ტის №181 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე აქ

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გასაგებია
16

მაგრამ,ეს როგორ გავიგოთ! თუ მე მეკრძალება გვერდზე ვინმეს დაჯდომა?მაშინ პატრული რატომაა ჩახუტებული მანქანაში? თუ მათზე ვირუსი არ მოქმედებს?თუ კანონია , კანონი უნდა იყო ყველასთვის...არ დაბლოკოთ!

სისო
78

ყველა მიზეზ გარეᲨე აᲦდგომას სამებაᲨი მივდივარ ყველა წესის დაცვიᲗ და კიდევ კაი ცხენი მყავს და ცხენიᲗ წავალ!!! ხომ ვერ დამაჯარიმებᲗ?....აᲦდგომის მადლი Შეგვეწიოს ᲦმერᲗი Თუ გადაარᲩენს Ჩვენ ქვეყანას Თორემ კი ვნახე მეცნიერების და ექიმების მსოფლიო უსუსურობა!!!!უფალი გვფარავდეს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა შემთხვევაშია დასაშვები გადაადგილება და ვინ შეძლებს მანქანის საშვის მიღებას - მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს

რა შემთხვევაშია დასაშვები გადაადგილება და ვინ შეძლებს მანქანის საშვის მიღებას - მთავრობა დღეიდან ამოქმედებულ აკრძალვებს განმარტავს

საქართველოს მთავრობა აკეთებს განმარტებებს იმ აკრძალვების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში საქართველოში დღეიდან ამოქმედდა.

შეგახსენებთ, დღეს 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იკრძალება მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა, გარკვეულ კატეგორიებს აკრძალვა არ ეხება და გარკვეულ პირებს შეუძლიათ მანქანით გადაადგილებისთვის საშვის მოპოვება.

ამასთან, დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადააადგილება იკრძალება.

ასევე, დღეიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.

რაც შეეხება საავტომობილი ტრანსპორტით გადაადგიების შეზღუდვის შესახებ აკრძალვებს, აქ მოცემულია პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:

  • რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.

  • რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

  • ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?

შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

  • როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.

  • ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?

თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.

  • ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3 (ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

  • როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.

თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

  • შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

  • შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?

იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

  • სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

  • პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

  • შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

  • მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?

არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.

  • მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით?

დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

იხილეთ N252 დადგენილება - „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აქ

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია

LIVE "ნიუსრუმიდან": ინფექციონისტი - ეკა ჩაკვეტაძე; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა