სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ნინო მი­ქა­ძე, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა ემო­ცი­ურ პოსტს და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ქალი და­ა­ვა­დე­ბას­თა ბრძო­ლის დროს.

იტა­ლი­ე­ლე­ბი მას "ნინა ჯორ­ჯი­ა­ნას" ეძა­ხი­ან. წლე­ბის წინ თა­ვა­დაც მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი იყო, დღეს კი კონ­დი­ტე­რია და სა­ავ­ტო­რო კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი აქვს.

აი რას წერს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ჯან­მრთელ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან:

"ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­საც არ ვაქ­ვეყ­ნებ­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ დავ­დო... დიახ ეს მე ვარ. ამ ორ ფო­ტო­ზე, იცით გან­სხვა­ვე­ბა რა არის? პირ­ველ­ში ვებ­რძვი უხი­ლავ მტერს, მე­ო­რე­ში კი ზავ­და­დე­ბუ­ლი ვარ, ექ­ვსი დღის უძი­ნა­რი. და­მამ­შვი­დე­ბელს არ მაძ­ლევ­დნენ, რად­გან სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, რომ ვერ გა­მო­ვიღ­ვი­ძებ­დი.

მახ­სოვს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ჟანგბა­დის ნი­ღა­ბი გა­მი­კე­თეს, ირ­გვლივ რო­გორ მიწ­ვავ­და შიგა რე­ზი­ნი სა­ხის კანს და რო­გორ მი­წი­ო­და ყურ­ში. დამ­ჯდა­რი ვა­თე­ნებ­დი და ვა­ღა­მებ­დი. ამ სამ­ყა­როს ჩე­მად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი, ჟანგბა­დი არ მყოფ­ნი­და და ვიხ­რჩო­ბო­დი, მაგ­რამ უფ­ლის წყა­ლო­ბით და თქვე­ნი ლოც­ვით მე გა­დავ­რჩი.

არ ვიცი ამ ჩემს პოსტს ვინ რო­გორ მი­ი­ღებთ, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი ეს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი დღე­ე­ბი, თქვენ­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ყვე­ლას სხვაგ­ვა­რად ხვდე­ბა ამ მონ­სტრს. ამი­ტომ ნუ ვე­თა­მა­შე­ბით სი­ცო­ცხლეს, და­ი­ჯე­რეთ რომ არ­სე­ბობს ეს წყე­უ­ლი ვირუ­სი და არა­ვინ იცის, რო­დის მოგ­ვად­გე­ბა კარს. დარ­ჩით სახ­ლში!" - წერს ნინო მი­ქა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mahasiddha
203

მაგარი მსახიობი

vova
143

წადი რა ქალო შენი დასტრესვაღა გვაკლდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"ვალდებული ვიყავი, ჩემი ჯოჯოხეთური დღეები მეჩვენებინა... დაიჯერეთ, არსებობს ეს წყეული ვირუსი" - რას წერს ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნინო მიქაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაამარცხა ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რა მძიმე მდგომარეობაში იყო ქალი დაავადებასთა ბრძოლის დროს.

იტალიელები მას "ნინა ჯორჯიანას" ეძახიან. წლების წინ თავადაც მედიცინის მუშაკი იყო, დღეს კი კონდიტერია და საავტორო კერძების რეცეპტები აქვს.

აი რას წერს ქართველი ემიგრანტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან:

"ფოტოები, რომელსაც არ ვაქვეყნებდი, მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ დავდო... დიახ ეს მე ვარ. ამ ორ ფოტოზე, იცით განსხვავება რა არის? პირველში ვებრძვი უხილავ მტერს, მეორეში კი ზავდადებული ვარ, ექვსი დღის უძინარი. დამამშვიდებელს არ მაძლევდნენ, რადგან საშიშროება იყო, რომ ვერ გამოვიღვიძებდი.

მახსოვს, როდესაც პირველი ჟანგბადის ნიღაბი გამიკეთეს, ირგვლივ როგორ მიწვავდა შიგა რეზინი სახის კანს და როგორ მიწიოდა ყურში. დამჯდარი ვათენებდი და ვაღამებდი. ამ სამყაროს ჩემად ვერ აღვიქვამდი, ჟანგბადი არ მყოფნიდა და ვიხრჩობოდი, მაგრამ უფლის წყალობით და თქვენი ლოცვით მე გადავრჩი.

არ ვიცი ამ ჩემს პოსტს ვინ როგორ მიიღებთ, მაგრამ ვალდებული ვიყავი, ჩემი ეს ჯოჯოხეთური დღეები, თქვენთვის მეჩვენებინა. ორგანიზმი ინდივიდუალურია და ყველას სხვაგვარად ხვდება ამ მონსტრს. ამიტომ ნუ ვეთამაშებით სიცოცხლეს, დაიჯერეთ რომ არსებობს ეს წყეული ვირუსი და არავინ იცის, როდის მოგვადგება კარს. დარჩით სახლში!" - წერს ნინო მიქაძე.

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა