Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ" - ალეკო ცქიტიშვილის ემოციური მიმართვა
"მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ" - ალეკო ცქიტიშვილის ემოციური მიმართვა

ჟურ­ნა­ლის­ტი, "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შვი­ლი და­ე­ღუ­პა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და აღ­დგო­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

"დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, და­მე­წე­რა თუ არა ეს პოს­ტი, რო­მე­ლიც ჩემს პი­რად გრძნო­ბებს და ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. ჩემი Facebook-მე­გობ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ფიქ­რობს ისე, რო­გორც მე, რომ კვი­რას სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ა­ზე და ორ­შა­ბათს სა­საფ­ლა­ო­ზე გას­ვლის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ვხე­დავ, არის მცი­რე ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს, ეს პოს­ტი მათ­თვი­საა. მე ახლა ვსა­უბ­რობ რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერთი რი­გი­თი წევ­რი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბი მონ­დო­მე­ბით და შეძ­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს ეკ­ლე­სი­ის ტრა­დი­ცი­ულ რი­ტუ­ა­ლებ­ში.

დიახ, არ უნდა წა­ვი­დეთ არც ეკ­ლე­სი­ა­ში და არც სა­საფ­ლა­ო­ზე! უნდა ვი­ლო­ცოთ შინ და შე­ვე­გე­ბოთ ჩვენს გუ­ლებ­ში ქრის­ტეს აღ­დგო­მას! შინ უნდა ვი­ლო­ცოთ ჩვენ­თვის და ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის! გა­დამ­წყვე­ტი გა­რე­მო­ე­ბა უნდა იყოს ჩვე­ნი შიში და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ამ ნა­ბი­ჯით და­ვას­ნე­ბოვ­ნებთ სა­კუ­თარ თავს, ოჯა­ხის წევ­რებს და შემ­დეგ ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ით ათო­ბით, ასო­ბით თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს. ამ კუ­თხით, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა 1 აპ­რილს მოგ­ვცა კურ­თხე­ვა - დავ­რჩეთ სახ­ლში, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს ვი­ჩენთ ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის გამო.

ცხა­დია, ეს არ იყო სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა და დღეს, პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბი­დან 15 დღის შემ­დეგ ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის გან­გა­შის კო­მენ­ტა­რე­ბიც სწო­რედ ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის­კენ მოგ­ვი­წო­დებს.მრევ­ლის ის ნა­წი­ლი, ვინც სა­აღ­დგო­მოდ ვერ თუ არ ვე­ზი­ა­რე­ბით, სახ­ლში დარ­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ად­ვი­ლად მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ ვინც მარ­ხუ­ლობს და სა­ზი­ა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბა, ისი­ნი შე­საძ­ლოა, დაბ­რკოლ­დნენ და შე­ყოყ­მან­დნენ.

ამი­ტომ ვთხოვ ჩემს მე­გობ­რებს - და­ვუ­ჯე­როთ პატ­რი­არ­ქს. ზი­ა­რე­ბას მე­რეც შევ­ძლებთ, როცა ეს ჟა­მი­ა­ნო­ბა გა­და­ივ­ლის. და ეს სიფრ­თხი­ლე ჩვე­ნი მო­ძღვრე­ბის­გან თუ არა, უფ­ლის­გან მა­ინც მოგ­ვე­ტე­ვე­ბა.რაც შე­ე­ხე­ბა სა­საფ­ლა­ო­ზე გას­ვლას, ისე­დაც სა­აღ­დგო­მოდ არ უნდა ვი­ტი­როთ, არ უნდა ვი­ყოთ მგლო­ვი­ა­რე­ნი. ის ტრა­დი­ცია, რომ აღ­დგო­მა დღეს ან ორ­შა­ბათს უნდა გა­ვი­დეთ საფ­ლა­ვებ­ზე, პი­რო­ბი­თია. რე­ა­ლუ­რად, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­დგო­მის მი­ლოც­ვა შემ­დეგ კვი­რა­ში ხდე­ბა და ეს მო­წო­დე­ბა ხში­რად მო­მის­მე­ნია ჩემი მო­ძღვრის­გან. ასე­ვე, ჩვენ ხომ ისიც ვი­ცით, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სული ყველ­გა­ნაა და არა მხო­ლოდ იქ, სა­დაც მათი სხე­უ­ლი?! ამი­ტომ მათ­თან სა­უ­ბა­რი სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლა­დაც შეგ­ვიძ­ლია.

მე პი­რა­დად მჯე­რა, რომ ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი მო­მი­ტე­ვებს, თუკი შინ ვი­ლო­ცებ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ნა­ხუ­ლებ მას მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე. მქონ­და ცდუ­ნე­ბა და ვფიქ­რობ­დი, რომ მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბის მიერ აკ­რძალ­ვი­სა, მუ­ხათ­გვერ­დამ­დე ტყე-ტყე ავი­დო­დი და ასე შევ­ძლებ­დი შვი­ლის საფ­ლავ­ზე მის­ვლას, მაგ­რამ ჩემი შინ ყოფ­ნა არის ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქის სო­ლი­და­რო­ბა, ვინც ემორ­ჩი­ლე­ბა კა­ნონს და გა­ნიც­დის ამ ტკი­ვილს. ასე­ვე, ეს არის ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მჯე­რა, ჩემი Tsotne Tskitishvili ამ საქ­ცი­ელს მხო­ლოდ მო­მი­წო­ნებს. მე­გობ­რე­ბო, ჩემო ქრის­ტეს­მი­ე­რო ძმე­ბო და დებო, დავ­რჩეთ და ვი­ლო­ცოთ შინ!" - წერს ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი ცოტ­ნე ცქი­ტიშ­ვი­ლი 2017 წლის 3 ივ­ლისს თბი­ლი­სის ზღვა­ში და­იხ­რჩო. მაშ­ვე­ლებ­მა ის ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს წყლი­დან.

ცოტ­ნე ბავ­შვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით. თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს და გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო პარ­კუ­რით. რო­გორც მა­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მან ზღვა­ში გა­დახ­ტო­მი­სას თა­ვის ტრავ­მა მი­ი­ღო, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­ნე­ბა და­კარ­გა და წყლი­დან ამოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა 112-ში და­რე­კეს, თუმ­ცა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო - მაშ­ვე­ლებ­მა მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვლადიმერი
52

ᲦმერᲗმა გაგახაროᲗ ბატონო ალეკო ასე სწორად რომ უხსნიᲗ ამ ხალხს უწმიდესის გზავნილს...ისე Შეუგნელად ლანᲫᲦავენ Ჩვენ ბრᲫენ პატრიარქს რომ მოკლედ კაცს გული აგენᲗება.. ❤

dorote
24

"ამ კუ­თხით, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა 1 აპ­რილს მოგ­ვცა კურ­თხე­ვა - დავ­რჩეთ სახ­ლში, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს ვი­ჩენთ ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის გამო."....ამაზე მეტი ფარისევლობა რა გინდა? ესეგი ვისაც არ ეშინია ვირუსის მას შეუძლია მოვიდესო და საკუთარი და სხვისი სიცოცხლე საფღრთხეში ჩააგდოსო? ეს როცა პატირიაქი ვალდებული იყო ცალხმრივად გაეკეთებინა მოწოდება ეკლსიაში არ მისვლასთან დაკავშირებითრაც და დღეს წარმოშობილი ქაოსური საფრთხე აღარ შეიქმნებოდა. ამიტომაც მთელი პასუხიმგებლობა შქმნილ საფრთხეზე ილია მეორეს უნდა დაეკისროს !

ავტორი:

"მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ" - ალეკო ცქიტიშვილის ემოციური მიმართვა

"მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ" - ალეკო ცქიტიშვილის ემოციური მიმართვა

ჟურნალისტი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შვილი დაეღუპა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აღდგომას საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს პოსტი, რომელიც ჩემს პირად გრძნობებს და ცხოვრებას ეხება. ჩემი Facebook-მეგობრების დიდი ნაწილი ფიქრობს ისე, როგორც მე, რომ კვირას სააღდგომო ლიტურგიაზე და ორშაბათს სასაფლაოზე გასვლისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, ვინაიდან ვხედავ, არის მცირე ნაწილი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ეს პოსტი მათთვისაა. მე ახლა ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი რიგითი წევრი, რომელიც მეტ-ნაკლები მონდომებით და შეძლებით მონაწილეობს ეკლესიის ტრადიციულ რიტუალებში.

დიახ, არ უნდა წავიდეთ არც ეკლესიაში და არც სასაფლაოზე! უნდა ვილოცოთ შინ და შევეგებოთ ჩვენს გულებში ქრისტეს აღდგომას! შინ უნდა ვილოცოთ ჩვენთვის და ჩვენი მიცვალებულებისთვის! გადამწყვეტი გარემოება უნდა იყოს ჩვენი შიში და პასუხისმგებლობა, რომ ამ ნაბიჯით დავასნებოვნებთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და შემდეგ ჯაჭვური რეაქციით ათობით, ასობით თანამოქალაქეს. ამ კუთხით, კათოლიკოს-პატრიარქმა 1 აპრილს მოგვცა კურთხევა - დავრჩეთ სახლში, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ ვირუსით დასნებოვნების გამო.

ცხადია, ეს არ იყო საპირველაპრილო ხუმრობა და დღეს, პატრიარქის მოწოდებიდან 15 დღის შემდეგ ჩვენი ეპიდემიოლოგების განგაშის კომენტარებიც სწორედ ამ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.მრევლის ის ნაწილი, ვინც სააღდგომოდ ვერ თუ არ ვეზიარებით, სახლში დარჩენის გადაწყვეტილებას ადვილად მივიღებთ, მაგრამ ვინც მარხულობს და საზიარებლად ემზადება, ისინი შესაძლოა, დაბრკოლდნენ და შეყოყმანდნენ.

ამიტომ ვთხოვ ჩემს მეგობრებს - დავუჯეროთ პატრიარქს. ზიარებას მერეც შევძლებთ, როცა ეს ჟამიანობა გადაივლის. და ეს სიფრთხილე ჩვენი მოძღვრებისგან თუ არა, უფლისგან მაინც მოგვეტევება.რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლას, ისედაც სააღდგომოდ არ უნდა ვიტიროთ, არ უნდა ვიყოთ მგლოვიარენი. ის ტრადიცია, რომ აღდგომა დღეს ან ორშაბათს უნდა გავიდეთ საფლავებზე, პირობითია. რეალურად, მიცვალებულებისთვის აღდგომის მილოცვა შემდეგ კვირაში ხდება და ეს მოწოდება ხშირად მომისმენია ჩემი მოძღვრისგან. ასევე, ჩვენ ხომ ისიც ვიცით, რომ მიცვალებულების სული ყველგანაა და არა მხოლოდ იქ, სადაც მათი სხეული?! ამიტომ მათთან საუბარი სახლიდან გაუსვლელადაც შეგვიძლია.

მე პირადად მჯერა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი მომიტევებს, თუკი შინ ვილოცებ და მოგვიანებით ვინახულებ მას მუხათგვერდის სასაფლაოზე. მქონდა ცდუნება და ვფიქრობდი, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ აკრძალვისა, მუხათგვერდამდე ტყე-ტყე ავიდოდი და ასე შევძლებდი შვილის საფლავზე მისვლას, მაგრამ ჩემი შინ ყოფნა არის ყველა იმ მოქალაქის სოლიდარობა, ვინც ემორჩილება კანონს და განიცდის ამ ტკივილს. ასევე, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და მჯერა, ჩემი Tsotne Tskitishvili ამ საქციელს მხოლოდ მომიწონებს. მეგობრებო, ჩემო ქრისტესმიერო ძმებო და დებო, დავრჩეთ და ვილოცოთ შინ!" - წერს ცქიტიშვილი.

ალეკო ცქიტიშვილის უფროსი ვაჟი ცოტნე ცქიტიშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის ზღვაში დაიხრჩო. მაშველებმა ის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს წყლიდან.

ცოტნე ბავშვობიდან აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თამაშობდა კალათბურთს და გატაცებული იყო პარკურით. როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, მან ზღვაში გადახტომისას თავის ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ, გონება დაკარგა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მისმა თანმხლებმა პირებმა 112-ში დარეკეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო - მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ფოტო ქუთაისიდან - დაცარიელებულ ქალაქში ველოსიპედების ავარია მოხდა

"ბევრი ქართველია არალეგალურად... მთელ ფულს საქართველოში გზავნიან, დადგა შავი დღე და პურის ფულიც კი არ აქვთ" - რას ყვება იტალიაში მცხოვრები 25 წლის ემიგრანტი

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე