მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს
ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე ათი ათა­სო­ბით იზ­რდე­ბა. ბევ­რი ქვე­ყა­ნა ვერ უმკლავ­დე­ბა ეპი­დე­მი­ას და ადა­მი­ა­ნებს ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა. მათ შო­რის არი­ან ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი და ეს­პა­ნე­თი.

ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხის წევ­რის დაკ­რძალ­ვა­ზეც კი ვერ ახერ­ხე­ბენ წას­ვლას, რაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს.

ერთ-ერთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC-იც. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლონ­დონ­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი 13 წლის ბი­ჭის დაკ­რძალ­ვას ოჯა­ხის ვერც ერთი წევ­რი ვერ და­ეს­წრო, რად­გა­ნაც ყვე­ლა მათ­გა­ნი იზო­ლა­ცი­ა­შია.

13 წლის ის­მა­ილ მო­ჰა­მედ აბ­დულ­ვა­ჰა­ბი სამ­ხრეთ ლონ­დო­ნი­დან, ბრიქსტო­ნი­დან იყო და ის COVID-19-ით King's College Hospital-ში გარ­და­იც­ვა­ლა. ვირუ­სი მას 26 მარტს და­უდ­გი­ნეს.

ოჯა­ხის მე­გობ­რის თქმით, ისი­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მშობ­ლებ­მა შვი­ლის დაკ­რძალ­ვას პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რეს. რო­გორც BBC წერს, გარ­დაც­ვლი­ლის უმ­ცროს ძმა­სა და უფ­როს დას ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვთ, მათ შო­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვა.

დაკ­რძალ­ვას ოჯა­ხის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი ეს­წრე­ბო­და

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­მა­ილს არ ჰქო­ნია თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბიჭი ყო­ველ­თვის მო­უ­წო­დებ­და და­ნარ­ჩე­ნებს, გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 98 476 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 12 868 გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Levan
50

ნუ ბეჭდავთ ესეთ სტატიებს, ხალხს კიდევ ზედმეტი სტრესი სჭირდება? ისედაც უამრავი საშინელება ხდება სამყაროში.

:((
20

შეშინება ერთია, მაგრამ ამდენი დასტრესილი და უარყოფითი ენერგიით გათანგული ადამიანი მტერს.... გაგვაფრთხილეს თავიდანვე, სტრესის დროს ინგრევა იმუნიტეტი და შესაბამისად ადვილად ხელმისაწვდომნი ვხდებით ვირუსული ინფექციებისთვის და არა მარტო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს

ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე ათი ათასობით იზრდება. ბევრი ქვეყანა ვერ უმკლავდება ეპიდემიას და ადამიანებს ურთულეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება. მათ შორის არიან ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

ვითარება იმდენად რთულია, რომ ადამიანები ოჯახის წევრის დაკრძალვაზეც კი ვერ ახერხებენ წასვლას, რაც საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს კიდევ უფრო ამძიმებს.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე წერს ბრიტანული გამოცემა BBC-იც. გამოცემის ინფორმაციით, ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ დაესწრო, რადგანაც ყველა მათგანი იზოლაციაშია.

13 წლის ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბი სამხრეთ ლონდონიდან, ბრიქსტონიდან იყო და ის COVID-19-ით King's College Hospital-ში გარდაიცვალა. ვირუსი მას 26 მარტს დაუდგინეს.

ოჯახის მეგობრის თქმით, ისინი განადგურებულები არიან. მშობლებმა შვილის დაკრძალვას პირდაპირ ეთერში უყურეს. როგორც BBC წერს, გარდაცვლილის უმცროს ძმასა და უფროს დას ვირუსის სიმპტომები აქვთ, მათ შორის მაღალი ტემპერატურა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.

დაკრძალვას ოჯახის მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა

აღსანიშნავია, რომ ისმაილს არ ჰქონია თანმდევი დაავადებები. ოჯახის მეგობრები ამბობენ, რომ ბიჭი ყოველთვის მოუწოდებდა დანარჩენებს, გაეთვალისწინებინათ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების რეკომენდაციები.

დიდ ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით 98 476 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 12 868 გარდაიცვალა.

მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების კვლევა

ტრამპი თვლის, რომ COVID-19-ს სადეზინფექციო საშუალებების ინექცია დაამარცხებს - რას ამბობენ ექიმები?

"მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"