ავტორი:

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებას, თითქოს ქვეყანაში რეალურად მეტი ინფიცირებულია, მცირე კომენტარით უპასუხა.

"უფალი განსჯის..." - განუცხადა AMBEBI.GE-ს იმნაძემ.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის მისამართით განცხადება სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.

"ბატონ პაატას პატივს ვცემ მაგარამ სჯობს მან ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის პაატა იმნაძემ გუშინ საკმაოდ მძიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება მოწოდებებს არ გაითვალისწინებს, "გვექნება უდიდესი მსხვერპლი... ვეღარ დავითვლით კუბოებს".

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, "საქართველოში იტალია განმეორდეს".

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად! გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი... დარჩნენ ადამიანები სახლში, ეგ არის მაგათი მოვალეობა. დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, რომ ნაკლები დანაკარგი გვქონოდა. აქ ლაპარაკია ადამიანურ დანაკარგზე. ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას. თუ არა, მოგველის ის, რაც მოხდა იტალიაში. ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დარჩით სახლში",- განაცხადა იმნაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე