საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ეს 30 ახალი პაციენტით ზრდაა.
კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.
ინფორმაციისთვის, 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამ ციფრებს სპეციალურ საიტზეც ვკითხულობთ მარტივად. თქვენ ის მოიძიეთ შიდა გავრცელებაა თუ საკარანტინო, სტატისტიკები შეადგინეთ მაგალითად კარანტინში ვის რომელ დღეს აღმოაჩნდა და სიმპტომები ვის როდის დაეწყო და მსგავსები. ციფრების გადმოკოპირება რა ჟურნალისტობაა
ქართველებო გონს მოეგეთ, ესა ჩვენი გამოცდა, განკითხვის ჟამი, ნუ იტყვით უარს ეკლესიაზე როგორც ღვთის სახლზე, ბოროტი ძალები ცდილობენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაგვაშორონ მაგრამ ნუ მივცემთ ამის უფლებას. მართალი არის ჩვენი საამაყო პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი სწორედ ახლა უფრო უნდა ვიაროთ ტაძრებში, მეტი ვილოცოთ, ვიმარხვოთ და ვეზიაროთ რათა ცხონდეს ჩვენი სულები.