თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია,უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აქვთ გარკვეული გათვლები.
"საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 - ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, ჩვენ უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და შესაბამისად ვმართოთ ყოელივე ეს უმკაცრესი ხელით", - განაცხადა მინისტრმა.